სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტულად ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია" - ირაკლი კობახიძე
"საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტულად ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია" - ირაკლი კობახიძე

კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბი საქ­მის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, რად­გან ამ ეტაპ­ზე, კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - ისი­ნი ხში­რად ჩი­ვი­ან ამის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ჩვენ მათ ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბით, რომ მშვი­დო­ბის პე­რი­ოდს უნდა და­ვე­ლო­დოთ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ის დიპ­ლო­მა­ტი­ის ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად, "არ­სე­ბო­ბა ომის პი­რო­ბებ­ში გვი­წევს და დიპ­ლო­მა­ტი­ის ძალა ძა­ლი­ან სუს­ტია“.

"დიპ­ლო­მა­ტი­ის ძა­ლა­ზე სა­უბ­რი­სას უნდა გავ­მიჯ­ნოთ მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბი­სა და ომი­ა­ნო­ბის პე­რი­ო­დი. დიპ­ლო­მა­ტი­ას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ძალა აქვს ამ ორ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ამ ორ ეტაპს ვა­და­რებთ. ამ­ჟა­მად არ­სე­ბო­ბა ომის პი­რო­ბებ­ში გვი­წევს, ჩვენ ირ­გვლივ სხვა­დას­ხვა ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, შე­მიძ­ლია ვთქვათ, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ის ძალა ძა­ლი­ან სუს­ტია.

2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვის თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თეს. მე­ო­რე თხოვ­ნით, 2022 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მოგ­ვმარ­თეს. ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი საკ­მა­ოდ უხე­ში იყო. ეს სი­ტუ­ა­ცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყ­ნის­თვის ხელ­შემ­წყო­ბი. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის წარ­მო­ე­ბა მოგ­ვი­წია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა იყო, დიპ­ლო­მა­ტი­ის ძა­ლის გა­რე­შე. დღემ­დე ვიმ­ყო­ფე­ბით ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბის­თვის და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე გვი­წევს აქ­ცენ­ტი­რე­ბა, ვიდ­რე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. შე­მიძ­ლია ისიც გი­თხრათ, რომ კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბი საქ­მის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, რად­გან ამ ეტაპ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისი­ნი ხში­რად ჩი­ვი­ან ამის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ჩვენ მათ ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბით, რომ მშვი­დო­ბის პე­რი­ოდს უნდა და­ვე­ლო­დოთ. რო­გორც კი მშვი­დო­ბა აღ­დგე­ბა, დიპ­ლო­მა­ტია, რა თქმა უნდა, მთა­ვარ ად­გილს და­ი­კა­ვებს. ამ­ჟა­მად, დიპ­ლო­მა­ტი­ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ნაც­ვლად, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბია წარმ­მარ­თვე­ლი. რო­გორც კი მშვი­დო­ბა აღ­დგე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ დიპ­ლო­მა­ტია სხვა ფაქ­ტო­რებს გა­და­წო­ნის. ნამ­დვი­ლად გვწამს, რომ დიპ­ლო­მა­ტია, უფრო პო­ზი­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, ვიდ­რე უხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. ამი­ტომ, მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლით მშვი­დო­ბის დად­გო­მას, რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტია მეტ ძა­ლას შე­ი­ძენს“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ, რომ­ლის თარ­გმან­საც "იმე­დი“ ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტულად ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია" - ირაკლი კობახიძე

"საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტულად ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია" - ირაკლი კობახიძე

კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია - ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, ამჟამად, "არსებობა ომის პირობებში გვიწევს და დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.

"დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდი. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს ვადარებთ. ამჟამად არსებობა ომის პირობებში გვიწევს, ჩვენ ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვათ, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს მიმართ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნისთვის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად, პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი. როგორც კი მშვიდობა აღდგება, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დიპლომატია სხვა ფაქტორებს გადაწონის. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია, უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როდესაც დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“,- განაცხადა კობახიძემ, რომლის თარგმანსაც "იმედი“ ავრცელებს.