მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტზე იტარებს - "ჯერ ნახევრამდე არ ვარ მისული"
რა ღირს გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტზე იტარებს - "ჯერ ნახევრამდე არ ვარ მისული"

ორი დღეა რაც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, კლი­ნი­კი­დან ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. კად­რებ­ში ჩანს, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­დას­ხმებს იკე­თებს. რო­გორც ჩანს, ბე­გაშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა გა­მომ­წე­რე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს იტა­რებს.

  • "რო­დე­საც შე­მო­დი­ხარ ამ კლი­ნი­კა­ში გაძ­ლე­ვენ სპე­ცი­ა­ლურ ბლოკ­ნოტს, სა­დაც ჩა­მო­წე­რი­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა უნდა აკე­თო. რომ არ იბო­დი­ა­ლო ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში, აქ ჩა­მო­წე­რი­ლია, სად რას გი­კე­თე­ბენ. ჯერ ნა­ხევ­რამ­დე არ ვარ მი­სუ­ლი" - ამ­ბობს, ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ბე­გაშ­ვი­ლი.

კლი­ნი­კაVIVAMAYR, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს იტა­რებს, ავ­სტრი­ა­ში, ვორ­თერ­ზის ტბის მიმ­დე­ბა­რედ მდე­ბა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტე­ბის ნომ­რე­ბი­დან ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია დე­ტოქ­სი­კა­ცია და რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია.

ველ­ნე­სი კუ­რორ­ტი აერ­თი­ა­ნებს ტრა­დი­ცი­ულ მა­ი­რის მე­დი­ცი­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე თე­რა­პი­ებ­თან. მა­ი­რის მე­დი­ცი­ნა - ეს არის ავ­სტრი­ე­ლი ექი­მის, დრ. ფრანც ხა­ვი­ერ მა­ი­რის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო მე­თო­დი, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ნაწ­ლა­ვის გაწ­მენ­და­ზე, ჯან­საღ კვე­ბა­ზე და სხე­უ­ლის დე­ლი­კა­ტურ გან­ტვირ­თვა­ზე.

კლი­ნი­კის ვებ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ მათ შე­თა­ვა­ზე­ბა­ში შე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა დე­ტოქ­სი, წო­ნის კონ­ტრო­ლი, მოძ­რა­ო­ბა და მო­ბი­ლო­ბა, ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა.

VIVAMAYR-ში ექიმ­თან პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და სრუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის წყა­ლო­ბით, პა­ცი­ენ­ტის­თვის ად­გე­ნენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თე­რა­პი­ულ პროგ­რა­მას გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით.

კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა ცხა­დია ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. პროგ­რა­მე­ბის ფასი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

დე­ტოქ­სი და წო­ნის კონ­ტრო­ლი - 1 კვი­რა 3.254 €-დან

პრე­ვენ­ცია და კე­თილ­დღე­ო­ბა - 1 კვი­რა 3.408 €-დან

ბა­ლან­სი და ენერ­გია - 1 კვი­რა 4.003 €-დან

მოძ­რა­ო­ბა და მო­ბი­ლუ­რო­ბა - 1 კვი­რა 4.063 €-დან

უც­ნო­ბია მსა­ხი­ო­ბი მარ­ტო ეწ­ვია გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრს, თუ თან ახ­ლავს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, ბიზ­ნეს­მე­ნი მა­მუ­კა ურუ­შა­ძე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ღირს გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტზე იტარებს - "ჯერ ნახევრამდე არ ვარ მისული"

რა ღირს გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტზე იტარებს - "ჯერ ნახევრამდე არ ვარ მისული"

ორი დღეა რაც, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი, კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მსახიობი გადასხმებს იკეთებს. როგორც ჩანს, ბეგაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა გამომწერების ცნობისმოყვარეობა დაედასტურებინა და განაცხადა, რომ გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს.

  • "როდესაც შემოდიხარ ამ კლინიკაში გაძლევენ სპეციალურ ბლოკნოტს, სადაც ჩამოწერილია დღის განმავლობაში რა უნდა აკეთო. რომ არ იბოდიალო ერთი ოთახიდან მეორეში, აქ ჩამოწერილია, სად რას გიკეთებენ. ჯერ ნახევრამდე არ ვარ მისული" - ამბობს, ერთ-ერთ ვიდეოში ბეგაშვილი.

კლინიკაVIVAMAYR, სადაც მსახიობი გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს, ავსტრიაში, ვორთერზის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. პაციენტების ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება. აღნიშნული ცენტრი სპეციალიზებულია ინდივიდუალურ მკურნალობაში, რომლის მიზანია დეტოქსიკაცია და რევიტალიზაცია.

ველნესი კურორტი აერთიანებს ტრადიციულ მაირის მედიცინას თანამედროვე თერაპიებთან. მაირის მედიცინა - ეს არის ავსტრიელი ექიმის, დრ. ფრანც ხავიერ მაირის მიერ შემუშავებული სამკურნალო მეთოდი, რომელიც ფოკუსირებულია ნაწლავის გაწმენდაზე, ჯანსაღ კვებაზე და სხეულის დელიკატურ განტვირთვაზე.

კლინიკის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათ შეთავაზებაში შედის ჯანმრთელობის პროგრამები, როგორიცაა დეტოქსი, წონის კონტროლი, მოძრაობა და მობილობა, ენერგიის აღდგენა.

VIVAMAYR-ში ექიმთან პირველადი კონსულტაციისა და სრული დიაგნოსტიკის წყალობით, პაციენტისთვის ადგენენ ინდივიდუალურ თერაპიულ პროგრამას გამაჯანსაღებელი და დამამშვიდებელი პროცედურებით.

კლინიკაში მკურნალობა ცხადია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. პროგრამების ფასი ასე გამოიყურება.

დეტოქსი და წონის კონტროლი - 1 კვირა 3.254 €-დან

პრევენცია და კეთილდღეობა - 1 კვირა 3.408 €-დან

ბალანსი და ენერგია - 1 კვირა 4.003 €-დან

მოძრაობა და მობილურობა - 1 კვირა 4.063 €-დან

უცნობია მსახიობი მარტო ეწვია გამაჯანსაღებელ ცენტრს, თუ თან ახლავს საყვარელი მამაკაცი, ბიზნესმენი მამუკა ურუშაძე.