მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 წიგნი, რომელსაც გიორგი კეკელიძე აპრილში გააჩუქებს - ჩაერთე კამპანიაში და გააზიარე ცოდნა
5 წიგნი, რომელსაც გიორგი კეკელიძე აპრილში გააჩუქებს - ჩაერთე კამპანიაში და გააზიარე ცოდნა

23 აპ­რილს მსოფ­ლიო წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს აღ­ნიშ­ნავს, 2019 წლი­დან კი სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ იქცა. იდეა ეკუთ­ვნის ყვე­ლა­ზე დიდ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს – „ბიბ­ლუსს“ და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს.

წელ­საც „ბიბ­ლუ­სი“ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს აღ­ნიშ­ნავს მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­ით, რომ­ლის სლო­გა­ნიც არის „აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიღ­წე­ვის უმ­თავ­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუ­სის“ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ პირ­ვე­ლი წიგ­ნი უკვე გა­ა­ჩუ­ქა. მან „მარო წე­რეთ­ლის დღი­უ­რი“ სა­ჩუქ­რად ენათ­მეც­ნი­ერ­სა და ფი­ლო­ლოგს მზე­ქა­ლა შა­ნი­ძეს გა­უგ­ზავ­ნა.

ასე­ვე და­მა­ტე­ბით გვი­ზი­ა­რებს გა­სა­ჩუ­ქე­ბე­ლი 5 წიგ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალს და მოგ­ვი­წო­დებს, ჩვენც ჩა­ვერ­თოთ კამ­პა­ნი­ა­ში და გა­მო­ვიწ­ვი­ოთ მე­გობ­რე­ბი:

  1. შოთა რუს­თა­ვე­ლი - „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ - რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის და სურ­ვი­ლე­ბის დათ­მე­ნის, სხვი­სი შეც­ნო­ბის და სა­კუთ­რად ქცე­ვის მა­რა­დი­უ­ლი და სა­უ­კე­თე­სო ჰიმ­ნი მსოფ­ლი­ო­ში;
  2. ვაჟა-ფშა­ვე­ლა - „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“ - გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მა, ჯე­რაც კი უტო­პი­უ­რი მო­დე­ლით - იცხოვ­როს მრა­ვალ­მა სი­მარ­თლემ ერ­თად;
  3. მი­გელ სერ­ვან­ტე­სი - „დონ კი­ხო­ტე“ - ამ­ბა­ვი იმა­ზე, რომ სამ­ყა­რო ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნაა მას­ზე და სხვა არა­ფე­რი;
  4. მარკ ტვე­ნი - „ჰეკლბე­რი ფინი“ - ახა­ლი ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­გა­ლო­ბე­ლი. ახლა დავ­ფიქ­რდი და სწო­რუ­პო­ვარ "მე­რანს" ახორ­ცი­ე­ლებს თით­ქოს - "ნუ და­მი­ტი­როს ჩემ­მა სატ­რფო­მა.. ნუ და­ვი­მარ­ხო ჩემ­სა მა­მულ­ში";
  5. ხუ­ლიო კორ­ტა­სა­რი - „სამ­ხრე­თის გზატ­კე­ცი­ლი“ - ამ­ბა­ვი ჩვენ­ზე, ამ დრო­ის ადა­მი­ა­ნებ­ზე. ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­ცობ­ში - გზა­ზე ხარ და გზა არ იძ­ვრის, და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ხე­დავ და ვერ­სად­როს მი­დი­ხარ.

რო­გორც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა აპ­რი­ლის თვე­ში უკვე ძა­ლი­ან მყარ ტრა­დი­ცი­ად იქცა. მან წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და სლო­გან­ზეც ისა­უბ­რა:

„გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი ძა­ლი­ან დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის საქ­მე, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მყარ ტრა­დი­ცი­ად იქცა, წლე­ბის წინ და­ვი­წყეთ ის და ერ­თგვა­რად ორ მო­ცე­მუ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს: ერთი - წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის აპ­რი­ლი და მე­ო­რე - 23 აპ­რი­ლი, ერ­თგვა­რი შე­ჯა­მე­ბა ამ ამ­ბე­ბი­სა ანუ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე.

წელს გა­დავ­წყვი­ტეთ და ძი­რი­თად სლო­განს - „აჩუ­ქე წიგ­ნი“ და­ე­მა­ტე­ბა მე­ო­რე სლო­გა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად შე­იც­ვლე­ბა. წელს ყვე­ლა კონ­ტექ­სტმა გვი­კარ­ნა­ხა ახა­ლი სლო­გა­ნი - „აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ძირ­კვე­ლი არის ცოდ­ნა, ეს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვიც არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­იხ­სნა ჯერ და მერე უკვე გა­მო­ცხად­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სლო­გა­ნე­ბით­ვე ერ­თგვა­რად ვი­წყებთ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ციკლს. მინ­და, რომ ყვე­ლა თქვენ­გა­ნი შე­მო­უ­ერ­თდეთ ამ გა­მოწ­ვე­ვებს, აჩუ­ქოთ წიგ­ნე­ბი მე­გობ­რებს სლო­გა­ნით - „აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და მე თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, რომ გა­მო­ვიწ­ვიო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გი­გან­ტუ­რი ფი­გუ­რა, ჩემი მე­გო­ბა­რი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე და მას ჩემ­გან გა­ვუგ­ზავ­ნო წიგ­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა კონ­ტექ­სტით უკავ­შირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ეს არის მარო წე­რეთ­ლის დღი­უ­რი, სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის გა­მო­იწ­ვევს თა­ვად მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­ი­ღო ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ­ლის მთა­ვარ გმირს წარ­მო­ად­გენს მარო მა­ყაშ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო, რომ­ლის დღი­ურ­შიც ნათ­ლად ჩანს აზ­როვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის როლი, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ტყობს. ჩა­ერ­თეთ კამ­პა­ნი­ა­ში, გა­მო­იწ­ვი­ეთ მე­გობ­რე­ბი და გა­ა­ზი­ა­რეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

5 წიგნი, რომელსაც გიორგი კეკელიძე აპრილში გააჩუქებს - ჩაერთე კამპანიაში და გააზიარე ცოდნა

5 წიგნი, რომელსაც გიორგი კეკელიძე აპრილში გააჩუქებს - ჩაერთე კამპანიაში და გააზიარე ცოდნა

23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს, 2019 წლიდან კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ იქცა. იდეა ეკუთვნის ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს“ და გიორგი კეკელიძეს.

წელსაც „ბიბლუსი“ წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს მასშტაბური კამპანიით, რომლის სლოგანიც არის „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარება, როგორც შინაგანი თავისუფლების მიღწევის უმთავრესი საშუალება.

წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ პირველი წიგნი უკვე გააჩუქა. მან „მარო წერეთლის დღიური“ საჩუქრად ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს გაუგზავნა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F9458887384167025%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ასევე დამატებით გვიზიარებს გასაჩუქებელი 5 წიგნის ჩამონათვალს და მოგვიწოდებს, ჩვენც ჩავერთოთ კამპანიაში და გამოვიწვიოთ მეგობრები:

  1. შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“ - როგორც საკუთარი თავის და სურვილების დათმენის, სხვისი შეცნობის და საკუთრად ქცევის მარადიული და საუკეთესო ჰიმნი მსოფლიოში;
  2. ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური“ - გენიალური პოემა, ჯერაც კი უტოპიური მოდელით - იცხოვროს მრავალმა სიმართლემ ერთად;
  3. მიგელ სერვანტესი - „დონ კიხოტე“ - ამბავი იმაზე, რომ სამყარო ჩვენი წარმოდგენაა მასზე და სხვა არაფერი;
  4. მარკ ტვენი - „ჰეკლბერი ფინი“ - ახალი ადამიანის დაბადების და თავისუფლების საგალობელი. ახლა დავფიქრდი და სწორუპოვარ ,,მერანს" ახორციელებს თითქოს - ,,ნუ დამიტიროს ჩემმა სატრფომა.. ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში";
  5. ხულიო კორტასარი - „სამხრეთის გზატკეცილი“ - ამბავი ჩვენზე, ამ დროის ადამიანებზე. ადამიანებზე საცობში - გზაზე ხარ და გზა არ იძვრის, დანიშნულებას ხედავ და ვერსადროს მიდიხარ.

როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, წიგნის ჩუქება აპრილის თვეში უკვე ძალიან მყარ ტრადიციად იქცა. მან წლევანდელი კამპანიის მნიშვნელობასა და სლოგანზეც ისაუბრა:

„გრძელდება ჩვენი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი, წიგნის ჩუქების საქმე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მყარ ტრადიციად იქცა, წლების წინ დავიწყეთ ის და ერთგვარად ორ მოცემულობას გულისხმობს: ერთი - წიგნის ჩუქების აპრილი და მეორე - 23 აპრილი, ერთგვარი შეჯამება ამ ამბებისა ანუ წიგნის ჩუქების დღე.

წელს გადავწყვიტეთ და ძირითად სლოგანს - „აჩუქე წიგნი“ დაემატება მეორე სლოგანი, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება. წელს ყველა კონტექსტმა გვიკარნახა ახალი სლოგანი - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. დამოუკიდებლობის საძირკველი არის ცოდნა, ეს უკვე დადასტურებული ამბავიც არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნა ჯერ და მერე უკვე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ამ სლოგანებითვე ერთგვარად ვიწყებთ გამოწვევების ციკლს. მინდა, რომ ყველა თქვენგანი შემოუერთდეთ ამ გამოწვევებს, აჩუქოთ წიგნები მეგობრებს სლოგანით - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ და მე თავს უფლებას ვაძლევ, რომ გამოვიწვიო ქართული კულტურისა და მეცნიერების გიგანტური ფიგურა, ჩემი მეგობარი მზექალა შანიძე და მას ჩემგან გავუგზავნო წიგნი, რომელიც ყველა კონტექსტით უკავშირდება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს არის მარო წერეთლის დღიური, საინტერესოა, ვის გამოიწვევს თავად მზექალა შანიძე“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მასშტაბური აქტივობა, რომლის შესახებაც საზოგადოება მთელი თვის განმავლობაში შეიტყობს. ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ მეგობრები და გააზიარეთ თავისუფლება!

R