მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პედოფილიის ფაქტი და საგამოძიებოს განცხადება
"45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პედოფილიის ფაქტი და საგამოძიებოს განცხადება

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი პე­დო­ფი­ლი­ის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, Facebook-ის ყალ­ბი გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მათ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭის ან გო­გოს სა­ხე­ლით ეც­ნო­ბო­და, შე­დი­ო­და ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, რის შემ­დე­გაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სა­კი­თხებ­ზე იწყებ­და სა­უ­ბარს და მათ­გან გა­შიშ­ვლე­ბას და ვი­დე­ო­ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

"2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი, 14 წლის გო­გო­ნას Facebook-ით და­უ­კავ­შირ­და, მო­ტყუ­ე­ბით მო­ი­პო­ვა მისი ნდო­ბა, რის შემ­დე­გაც მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა შე­სუ­ლი­ყო აბა­ზა­ნა­ში, ჩარ­თუ­ლი­ყო ვი­დე­ო­ზა­რით, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო და ინ­ტი­მუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­მო­წე­რის და ვი­დე­ო­ზა­რით სა­უბ­რის დროს, თა­ვა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­დენ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მო­მარ­თვის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად წარ­მარ­თა და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. გა­ი­შიფ­რა პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რის მი­მო­წე­რა და ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც გა­მო­ძი­ე­ბამ დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მა­მა­კაცს ათე­უ­ლო­ბით არას­რულ­წლო­ვან­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. გარ­და ამი­სა, ნა­ნა­ხი იქნა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი.

სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წარ­მარ­თავს და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს საქ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე და­ი­ცავს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ელექტრო­ნუ­ლი რე­ესტრი შე­იქ­მნე­ბა და ასე­თი პი­რე­ბის მი­მართ სას­ჯე­ლის მოხ­დის და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში პე­დო­ფი­ლი­ის, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბით შან­ტა­ჟის შემ­თხვე­ვებ­ზე მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლის ხა­ზის - 199 მეშ­ვე­ო­ბით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პედოფილიის ფაქტი და საგამოძიებოს განცხადება

"45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პედოფილიის ფაქტი და საგამოძიებოს განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

"2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.