მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთმა მოსამართლეების შემდეგ, გენპროკურორიც დაასანქცირა -  სანდრო თვალჭრელიძე: "ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც"
ბრიტანეთმა მოსამართლეების შემდეგ, გენპროკურორიც დაასანქცირა -  სანდრო თვალჭრელიძე: "ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც"

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბამ კი­დევ ოთხ ქარ­თველ ოფი­ცი­ა­ლურ პირს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში 4 პირი და­ა­სან­ქცი­რა, - ინ­ფორ­მა­ცია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის ვებგ­ვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათი გან­მარ­ტე­ბით, სან­ქცი­ე­ბის ეს პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზე, 2020 წლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად. სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ბე­დო­ი­ძეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კარ­ლო კა­ცი­ტა­ძეს.

გა­სულ კვი­რას კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2 აპ­რი­ლი­დან გა­ნა­ახ­ლა სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სია, რო­მელ­საც 13 ჩა­ნა­წე­რი და­ე­მა­ტა. ლა­პა­რა­კია რიგი პი­რე­ბი­სა და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში ან მათ კონ­ტროლ­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­ვე­ბის და­ყა­და­ღე­ბა­ზე. ყა­და­ღა შე­ე­ხე­ბა მათ ან­გა­რი­შებს, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და ეკო­ნო­მი­კურ რე­სურ­სებს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის სან­ქცი­ებ­ში მოყ­ვნენ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე. სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­ფუძ­ვლად ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ეჭ­ვის­თვის, რომ ისი­ნი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ და არი­ან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში. რო­გორც მუ­რუ­სი­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, მას სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თი და­ებ­ლო­კა. სწო­რედ ამ თე­მა­ზე ესა­უბ­რა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- მე თუ მკი­თხავთ, კი­დევ ცო­ტას ასან­ქცი­რე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში, მო­სა­მარ­თლე­ზე გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი რომ იქ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, სუს-ის უფ­რო­სი, რაზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ... თან უვა­დოდ არი­ან და­ნიშ­ნუ­ლი. კა­ტას­ტრო­ფაა, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა! რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია ვამ­ბობ, რომ ამას მხო­ლოდ ის გა­მო­ას­წო­რებს, თუ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში სრუ­ლად ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტი და­ი­ნერ­გე­ბა.

თუ ასე გაგ­რძელ­და, რო­გორც კი შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ზუს­ტად ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უკვე იმათ გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, ვის და­ვა­ლე­ბებ­საც ახლა ას­რუ­ლე­ბენ, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. ეს არის ორ­მხრი­ვად ბას­რი მახ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იმას შე­უბ­რუნ­დეს, ვინც დღეს მარ­თავს. ასე­თი თა­მა­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. მოკ­ლედ, რაც მე­ტად და­ა­სან­ქცი­რე­ბენ, იქ­ნებ ამან ცოტა მა­ინც მო­იყ­ვა­ნოს ეს ხალ­ხი გონ­ზე. ვიცი, ამ სის­ტე­მა­ში არი­ან პა­ტი­ო­სა­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც, მეც ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მეს, მაგ­რამ ისი­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან და ამინდს ვერ ქმნი­ან. მათ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებს არ ან­დო­ბენ.

ველი, რომ სან­ქცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, და­სან­ქცირ­დე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც - ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ვიდ­რე სის­ტე­მა არ ჩა­მო­იშ­ლე­ბა, სულ უფრო და უფრო ხის­ტი გახ­დე­ბა. პუ­ტინ­საც ეგო­ნა, რომ სან­ქცი­ებს შე­უმ­სუ­ბუ­ქებ­დნენ, მაგ­რამ მა­გის ნი­შან-წყა­ლი არ ჩანს. ძა­ლი­ან ნე­ლია ევ­რო­პა, თით­ქოს მო­უქ­ნე­ლი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში კლდე­სა­ვით მა­გა­რი ხდე­ბა. ეგო­ნათ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის მერე შე­იც­ვლე­ბო­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რად ექ­ცე­ვი­ან ასეთ ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბრიტანეთმა მოსამართლეების შემდეგ, გენპროკურორიც დაასანქცირა -  სანდრო თვალჭრელიძე: "ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც"

ბრიტანეთმა მოსამართლეების შემდეგ, გენპროკურორიც დაასანქცირა -  სანდრო თვალჭრელიძე: "ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც"

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილიდან განაახლა სანქცირებული პირების სია, რომელსაც 13 ჩანაწერი დაემატა. ლაპარაკია რიგი პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე. ყადაღა შეეხება მათ ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს. დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ამავე სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. სანქციების დაწესების საფუძვლად ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ ისინი ჩართული იყვნენ და არიან კორუფციულ გარიგებებში. როგორც მურუსიძემ მოგვიანებით განაცხადა, მას სახელფასო ბარათი დაებლოკა. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მე თუ მკითხავთ, კიდევ ცოტას ასანქცირებენ, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. მართლმსაჯულება აღარ არსებობს ქვეყანაში, მოსამართლეზე გაცილებით თავისუფალი რომ იქნება, მაგალითად, სუს-ის უფროსი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ... თან უვადოდ არიან დანიშნული. კატასტროფაა, რაც ქვეყანაში ხდება! რამდენი წელიწადია ვამბობ, რომ ამას მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ სისხლის სამართლის საქმეებში სრულად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაინერგება.

თუ ასე გაგრძელდა, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ზუსტად ეს მოსამართლეები უკვე იმათ გაასამართლებენ, ვის დავალებებსაც ახლა ასრულებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ეს არის ორმხრივად ბასრი მახვილი, რომელიც შეიძლება იმას შეუბრუნდეს, ვინც დღეს მართავს. ასეთი თამაში სასამართლო სისტემასთან ძალიან სახიფათოა. მოკლედ, რაც მეტად დაასანქცირებენ, იქნებ ამან ცოტა მაინც მოიყვანოს ეს ხალხი გონზე. ვიცი, ამ სისტემაში არიან პატიოსანი მოსამართლეებიც, მეც ვიცნობ რამდენიმეს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან და ამინდს ვერ ქმნიან. მათ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს არ ანდობენ.

ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც - ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ვიდრე სისტემა არ ჩამოიშლება, სულ უფრო და უფრო ხისტი გახდება. პუტინსაც ეგონა, რომ სანქციებს შეუმსუბუქებდნენ, მაგრამ მაგის ნიშან-წყალი არ ჩანს. ძალიან ნელია ევროპა, თითქოს მოუქნელი, მაგრამ საბოლოო ჯამში კლდესავით მაგარი ხდება. ეგონათ, დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის მერე შეიცვლებოდა დამოკიდებულებები, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მკაცრად ექცევიან ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებს. წაიკითხეთ სრულად