მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედისერთა ანდრიანო ამდენი თვე საწოლზე იყო მიჯაჭვული, სამწუხაროდ ვერ გადარჩა... ანანოსთან ერთად დაკრძალეს" - ავარიას შეწირული წყვილის ტრაგედია
"დედისერთა ანდრიანო ამდენი თვე საწოლზე იყო მიჯაჭვული, სამწუხაროდ ვერ გადარჩა... ანანოსთან ერთად დაკრძალეს" - ავარიას შეწირული წყვილის ტრაგედია

22 წლის ან­დრია ბა­უ­ჟა­ძე 6 თვე უშე­დე­გოდ ებ­რძო­და კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს, სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მე­ბის ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, 4 აპ­რილს ან­დრია კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბას ალ­ბათ ახ­სოვს ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ხუ­ცუ­ბან­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. 2024 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­და. მან­ქა­ნა ხეს შე­ე­ჯა­ხა და სამ­წუ­ხა­როდ ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ან­დრი­ას ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე, 18 წლის ანა­ნო ხურ­ცი­ძე, ხოლო უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ან­დრია, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ან­დრია ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც მას თავ­ზე ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­უ­კეთ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე იყო და ის ამ დრომ­დე აპა­რატ­ზე ჰყავ­დათ შე­ერ­თე­ბუ­ლი.

არა­და ცოტა ხნით ადრე შე­უღლდნენ ისი­ნი, ამ ლა­მაზ წყვილს ბედ­ნი­ე­რე­ბას ულო­ცავ­დნენ. ახალ­გაზ­რდებს ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ, ანა­ნო 6 თვის ფეხ­მძი­მე იყო, წყვი­ლი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ მომ­ხდარ­მა ავა­რი­ამ ორი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

ახალ­გაზ­რდა ბიჭი 8 აპ­რილს მი­ა­ბა­რეს მი­წას და მისი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ან­დრი­ა­ნო­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბელს, პე­და­გოგ ია ბა­ჯე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ზრუ­ნავ­და მის საყ­ვა­რელ მოს­წავ­ლე­ზე.

ია ბა­ჯე­ლი­ძე:

- ან­დრი­ა­ნო ჩემი საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე იყო. მისი კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი მე­ხუ­თე კლა­სი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით და თვალ­წინ მიდ­გას მისი ბავ­შვო­ბა. რო­გორ იზ­რდე­ბო­და და მშვენ­დე­ბო­და, ვაჟ­კაც­დე­ბო­და ჩვე­ნი კარ­გი ბიჭი. ან­დრი­ა­ნო ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, წყნა­რი, ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი იყო და ასე­თად დარ­ჩე­ბა მუ­დამ ის ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. შე­ნიშ­ვნას რომ არ იმ­სა­ხუ­რებ­და. 22 წლის იყო და ასე­თი მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, ასე­თი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და. ბავ­შვო­ბი­დან ბე­ბია ზრდი­და ძი­რი­თა­დად. დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ობ­და, მა­მაც ხში­რად იქეთ იყო და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. უფრო ხში­რად ბე­ბოს­თან გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, მა­მაც აკი­თხავ­და სკო­ლა­ში. ან­დრი­ა­ნო ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი იყო. ყვე­ლას უყ­ვარ­და და ყვე­ლა უყ­ვარ­და.

სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, უკვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ანა­ნო­ზე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ნამ ვიქ­ნე­ბი არ გა­მო­ვა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან მათი ბოლო ზარი და ბან­კე­ტი. სიყ­ვა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და. ბან­კეტ­ზე მის გვერ­დით იყო ის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ანა­ნო ხურ­ცი­ძე, რო­მელ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ან­დრი­ა­ნო. ეს ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ჩემი თვა­ლე­ბი­დან არ ამო­დის.

ახა­ლი შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ტრა­გე­დია რომ დატ­რი­ალ­და. 5 თვის ორ­სუ­ლი იყო ანა­ნო, წყვი­ლი გო­გო­ნას ელო­დე­ბო­და და ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. ავ­ტო­ა­ვა­რია ხუ­ცუ­ბან­ში მოხ­და, ხეს შე­ე­ჯახ­ნენ და იმ­დე­ნად ძლი­ე­რად, რომ ანა­ნო ხურ­ცი­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ბავ­შვი ამო­უყ­ვა­ნეს ფეხ­მძი­მე გო­გო­ნას, სამ­წუ­ხა­როდ ნა­ყო­ფი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და და როცა დაკ­რძა­ლეს, ნა­ყო­ფი გულ­ზე ეს­ვე­ნა.

ან­დრი­ა­ნო მა­შინ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ამ დრომ­დე იქ იწვა. ანა­ნოს ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და იქი­დან მისი მშობ­ლე­ბის სახ­ლში, ლან­ჩხუთ­ში და იქ დაკ­რძა­ლეს. 6 თვე­ზე მე­ტია გა­სუ­ლი ამ ამ­ბი­დან და ამ დრომ­დე აპა­რატ­ზე იყო ან­დრი­ა­ნო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნი ვლო­ცუ­ლობ­დით რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მის დე­დას რომ ვნა­ხავ­დი შე­ვე­კი­თხე­ბო­დი რო­გორ არის-მეთ­ქი, მე­ტყო­და, ხელს რომ და­ვა­დებ შუბ­ლზე, რომ მო­ვე­ფე­რე­ბი თვა­ლებს გა­ა­ხელს და შე­მომ­ხე­დავ­სო. ვერ ლა­პა­რა­კობ­და, ასე იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი სა­წოლ­ზე ამ­დე­ნი ხანი დე­დი­სერ­თა ან­დრი­ა­ნო და ეს ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი დად­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად. სამ­წუ­ხა­როდ პა­რას­კევს გარ­და­იც­ვა­ლა და სამ­შა­ბათს დაკ­რძა­ლეს თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლის გვერ­დით. ეს გო­გო­ნა ჩემი თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის, ისე­თი ლა­მა­ზი იყო. ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, ტრა­გე­დია, როცა დე­დას, რო­მელ­საც გარ­და­ეც­ვა­ლა ერ­თა­დერ­თი შვი­ლი სა­ნუ­გე­შოს ვე­რა­ფერს ეუბ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნი. იმ შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის დროს მან­ქა­ნა­ში იჯდა ან­დრი­ა­ნოს დედა მა­ი­კოც მათ­თან ერ­თად. ის გა­დარ­ჩა, არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია, ამ ავა­რი­ის შემ­დეგ შოკ­ში იყო. მა­ი­კო უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ობ­და და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნი­დან. ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი რძა­ლი და შვი­ლი მან­ქა­ნით შეხ­ვდნენ სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე, ჩა­ის­ვეს მა­ი­კო მან­ქა­ნა­ში და სა­მი­ვე ერ­თად წა­მო­ვიდ­ნენ. გზად გა­მო­ი­ა­რეს გე­ლა­ურ­ში, სა­დაც ცხოვ­რობს ან­დრი­ა­ნოს დე­ი­და და იქი­დან მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლში, როცა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და.

- მა­შინ ით­ქვა, რომ ბიჭი სა­ჭეს­თან ნას­ვა­მი იჯდა...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცოტა ლუდი ჰქო­ნია და­ლე­უ­ლი და ეს არ იმოქ­მე­დებ­დაო. ამ­ბო­ბენ, რომ სიჩ­ქა­რე იყო ავა­რი­ის მი­ზე­ზი სამ­წუ­ხა­როდ, ხუ­ცუბ­ნის­კენ მო­დი­ოდ­ნენ და ამ დროს შესკდნენ ხეს. დიდი სა­ცო­და­ო­ბა, ყვე­ლას გვტკი­ვა მათი ტკი­ვი­ლი. სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბი არ არის ამ დროს. დე­დას ბოლი წუ­თამ­დე ჰქონ­და იმე­დი რომ გა­დარ­ჩე­ბო­და, რომ იცო­ცხლებ­და, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, ექი­მე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელს ვე­რა­ფერს ამ­ბობ­დნენ. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ გა­დარ­ჩეს ვერ გა­ივ­ლის და ვერც ილა­პა­რა­კებ­სო.

ანა­ნო ხურ­ცი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად დაკ­რძა­ლეს ლან­ჩხუთ­ში, მაგ­რამ მერე გად­მო­ას­ვე­ნეს გე­ლა­ურ­ში და ახლა ან­დრი­ა­ნო მისი მე­უღ­ლის და შვი­ლის გვერ­დით და­იკ­რძა­ლა. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან შეგვძრა. რომ იქორ­წი­ნა ამ ლა­მაზ­მა წყვილ­მა პა­ტა­რა სუფ­რა ჰქონ­დათ, ქორ­წი­ლი არ ჰქო­ნი­ათ. ან­დრი­ა­ნოს დე­დამ იმ დღეს გა­იც­ნო პი­რა­დად თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი რძა­ლი და სულ მალე ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი, ვუ­სამ­ძიმ­რებთ მათ ოჯა­ხებს კი­დევ ერთხელ ამ დიდ ტრა­გე­დი­ას. ჩვენც სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ გარ­დაც­ვლი­ლი წყვი­ლის, ანა­ნო ხურ­ცი­ძის და ან­დრია ბა­ოჟა­ძის ოჯა­ხებს ამ უდი­დეს ტრა­გე­დი­ის გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დედისერთა ანდრიანო ამდენი თვე საწოლზე იყო მიჯაჭვული, სამწუხაროდ ვერ გადარჩა... ანანოსთან ერთად დაკრძალეს" - ავარიას შეწირული წყვილის ტრაგედია

"დედისერთა ანდრიანო ამდენი თვე საწოლზე იყო მიჯაჭვული, სამწუხაროდ ვერ გადარჩა... ანანოსთან ერთად დაკრძალეს" - ავარიას შეწირული წყვილის ტრაგედია

22 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვე უშედეგოდ ებრძოდა კლინიკაში სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს ანდრია კლინიკაში გარდაიცვალა.

  • საზოგადოებას ალბათ ახსოვს ქობულეთის სოფელ ხუცუბანში დატრიალებული საშინელი ტრაგედია. 2024 წლის 14 ოქტომბერს უმძიმესი ავტოავარია მოხდა. მანქანა ხეს შეეჯახა და სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა ანდრიას ულამაზესი მეუღლე, 18 წლის ანანო ხურციძე, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ანდრია, კლინიკაში გადაიყვანეს.

ანდრია ბათუმში, კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც მას თავზე ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა. მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად მძიმე იყო და ის ამ დრომდე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

არადა ცოტა ხნით ადრე შეუღლდნენ ისინი, ამ ლამაზ წყვილს ბედნიერებას ულოცავდნენ. ახალგაზრდებს ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, ანანო 6 თვის ფეხმძიმე იყო, წყვილი გოგონას დაბადებისთვის ემზადებოდა, მაგრამ მომხდარმა ავარიამ ორი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

ახალგაზრდა ბიჭი 8 აპრილს მიაბარეს მიწას და მისი საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ძალიან გაუჭირდა ანდრიანოზე წარსულში საუბარი მისი კლასის დამრიგებელს, პედაგოგ ია ბაჯელიძეს, რომელიც პატარაობიდანვე ზრუნავდა მის საყვარელ მოსწავლეზე.

ია ბაჯელიძე:

- ანდრიანო ჩემი საყვარელი მოსწავლე იყო. მისი კლასის ხელმძღვანელი ვიყავი მეხუთე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და თვალწინ მიდგას მისი ბავშვობა. როგორ იზრდებოდა და მშვენდებოდა, ვაჟკაცდებოდა ჩვენი კარგი ბიჭი. ანდრიანო ძალიან მოწესრიგებული, წყნარი, ჭკვიანი ბავშვი იყო და ასეთად დარჩება მუდამ ის ჩემს მეხსიერებაში. შენიშვნას რომ არ იმსახურებდა. 22 წლის იყო და ასეთი მძიმე ამბავი მოხდა, ასეთი ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ბავშვობიდან ბებია ზრდიდა ძირითადად. დედა ემიგრაციაში იყო, უკრაინაში მუშაობდა, მამაც ხშირად იქეთ იყო და პერიოდულად ჩამოდიოდნენ. უფრო ხშირად ბებოსთან გვქონდა კომუნიკაცია, მამაც აკითხავდა სკოლაში. ანდრიანო ძალიან მეგობრული იყო. ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა.

სკოლა რომ დაამთავრა, უკვე შეყვარებული იყო ანანოზე. ჩემს ცხოვრებაში სანამ ვიქნები არ გამოვა ჩემი მეხსიერებიდან მათი ბოლო ზარი და ბანკეტი. სიყვარულისგან თვალები უციმციმებდა. ბანკეტზე მის გვერდით იყო ის ულამაზესი გოგონა ანანო ხურციძე, რომელზე შეყვარებული იყო ანდრიანო. ეს ულამაზესი გოგონა ჩემი თვალებიდან არ ამოდის.

ახალი შეუღლებულები იყვნენ ეს თავზარდამცემი ტრაგედია რომ დატრიალდა. 5 თვის ორსული იყო ანანო, წყვილი გოგონას ელოდებოდა და ეს იყო საშინელება. ავტოავარია ხუცუბანში მოხდა, ხეს შეეჯახნენ და იმდენად ძლიერად, რომ ანანო ხურციძე ადგილზე დაიღუპა. ბავშვი ამოუყვანეს ფეხმძიმე გოგონას, სამწუხაროდ ნაყოფი ვერ გადარჩებოდა და როცა დაკრძალეს, ნაყოფი გულზე ესვენა.

ანდრიანო მაშინ კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ იწვა. ანანოს ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე გადაასვენეს და იქიდან მისი მშობლების სახლში, ლანჩხუთში და იქ დაკრძალეს. 6 თვეზე მეტია გასული ამ ამბიდან და ამ დრომდე აპარატზე იყო ანდრიანო შეერთებული. ყველანი ვლოცულობდით რომ გადარჩენილიყო. მის დედას რომ ვნახავდი შევეკითხებოდი როგორ არის-მეთქი, მეტყოდა, ხელს რომ დავადებ შუბლზე, რომ მოვეფერები თვალებს გაახელს და შემომხედავსო. ვერ ლაპარაკობდა, ასე იყო მიჯაჭვული საწოლზე ამდენი ხანი დედისერთა ანდრიანო და ეს ანგელოზი ბავშვი დადნა ფაქტობრივად. სამწუხაროდ პარასკევს გარდაიცვალა და სამშაბათს დაკრძალეს თავისი ულამაზესი მეუღლის გვერდით. ეს გოგონა ჩემი თვალებიდან არ ამომდის, ისეთი ლამაზი იყო. ძალიან დიდი ტრაგედიაა, ტრაგედია, როცა დედას, რომელსაც გარდაეცვალა ერთადერთი შვილი სანუგეშოს ვერაფერს ეუბნები ადამიანი. იმ შემზარავი ავარიის დროს მანქანაში იჯდა ანდრიანოს დედა მაიკოც მათთან ერთად. ის გადარჩა, არანაირი დაზიანება არ მიუღია, ამ ავარიის შემდეგ შოკში იყო. მაიკო უკრაინაში მუშაობდა და იმ საბედისწერო დღეს ჩამოვიდა უკრაინიდან. ახალმოყვანილი რძალი და შვილი მანქანით შეხვდნენ სარფის საბაჟოზე, ჩაისვეს მაიკო მანქანაში და სამივე ერთად წამოვიდნენ. გზად გამოიარეს გელაურში, სადაც ცხოვრობს ანდრიანოს დეიდა და იქიდან მოდიოდნენ სახლში, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა.

- მაშინ ითქვა, რომ ბიჭი საჭესთან ნასვამი იჯდა...

- როგორც ამბობენ, ცოტა ლუდი ჰქონია დალეული და ეს არ იმოქმედებდაო. ამბობენ, რომ სიჩქარე იყო ავარიის მიზეზი სამწუხაროდ, ხუცუბნისკენ მოდიოდნენ და ამ დროს შესკდნენ ხეს. დიდი საცოდაობა, ყველას გვტკივა მათი ტკივილი. სანუგეშო სიტყვები არ არის ამ დროს. დედას ბოლი წუთამდე ჰქონდა იმედი რომ გადარჩებოდა, რომ იცოცხლებდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ გადარჩეს ვერ გაივლის და ვერც ილაპარაკებსო.

ანანო ხურციძე თავდაპირველად დაკრძალეს ლანჩხუთში, მაგრამ მერე გადმოასვენეს გელაურში და ახლა ანდრიანო მისი მეუღლის და შვილის გვერდით დაიკრძალა. საშინელი ტრაგედიაა, რომელმაც ძალიან შეგვძრა. რომ იქორწინა ამ ლამაზმა წყვილმა პატარა სუფრა ჰქონდათ, ქორწილი არ ჰქონიათ. ანდრიანოს დედამ იმ დღეს გაიცნო პირადად თავისი ულამაზესი რძალი და სულ მალე ასეთი ტრაგედია მოხდა. განვიცდით ყველანი, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენც სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი წყვილის, ანანო ხურციძის და ანდრია ბაოჟაძის ოჯახებს ამ უდიდეს ტრაგედიის გამო.