საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა, რომელიც გარემოს არ აბინძურებს - Corleo შესაძლოა კვადროციკლების ალტერნატივა გახდეს (ფოტო/ვიდეო)
Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა, რომელიც გარემოს არ აბინძურებს - Corleo შესაძლოა კვადროციკლების ალტერნატივა გახდეს (ფოტო/ვიდეო)

ია­პო­ნურ­მა კომ­პა­ნია Kawasaki Industries-მა უნი­კა­ლუ­რი სი­ახ­ლე, წყალ­ბად­ზე მო­მუ­შა­ვე რო­ბო­ტი ცხე­ნი - Corleo წა­რად­გი­ნა. რობო-ცხე­ნის მარ­თვა იმ­დე­ნად მარ­ტი­ვია, რომ მისი გა­ჭე­ნე­ბა ბავ­შვებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ.

უახ­ლე­სი პრო­ექ­ტი კომ­პა­ნი­ამ ოსა­კას ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მო­ად­გი­ნა.

2025 წლის 3 აპ­რი­ლი - Osaka World Expo-ზე გა­მო­ფე­ნი­ლი ოთხფე­ხა მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია Kawasaki Heavy Industries Ltd.-ის მიერ.

„კი­ბერ ცხე­ნი არის სრუ­ლი­ად ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს Kawasaki-ს მო­ტო­ციკ­ლე­ტი­სა და რო­ბო­ტი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ტა­კა­ში ტო­რი­იმ.

Corleo აღ­ჭურ­ვი­ლია 150 კუ­ბუ­რი სან­ტი­მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის წყალ­ბად­ზე მო­მუ­შა­ვე ძრა­ვით. წყალ­ბა­დის ავ­ზე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­ბო­ტის უკა­ნა ნა­წილ­ში, ხოლო მისი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი მხო­ლოდ წყალს შე­ი­ცავს, რაც მას ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტად აქ­ცევს.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ინო­ვა­ცია ახა­ლი ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ­ლის მსგავ­სი ჯერ არა­ვის შე­უქ­მნია.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­ბოტს, მისი ფე­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია რე­ზი­ნის ნა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ირ ზე­და­პირ­ზე ინარ­ჩუ­ნებს მდგრა­დო­ბას. უკა­ნა ფე­ხე­ბი კი წინა ფე­ხე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოძ­რა­ო­ბენ, რაც მოქ­ნი­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­მარ­თა­ვად ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც მო­ტო­ციკ­ლი. ამას­თან, რო­ბო­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო პა­ნე­ლით, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს, რო­გო­რი­ცაა: სიჩ­ქა­რე, ბა­ტა­რე­ის მო­ცუ­ლო­ბა და ნა­ვი­გა­ცია.

Corleo-ს მი­ზა­ნია კვად­რო­ციკ­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტრან­სპორ­ტი გახ­დეს.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ბო­ტი ცხე­ნი შე­საძ­ლოა ბა­ზარ­ზე 2050 წლის­თვის გა­მოჩ­ნდეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა, რომელიც გარემოს არ აბინძურებს - Corleo შესაძლოა კვადროციკლების ალტერნატივა გახდეს (ფოტო/ვიდეო)

Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა, რომელიც გარემოს არ აბინძურებს - Corleo შესაძლოა კვადროციკლების ალტერნატივა გახდეს (ფოტო/ვიდეო)

იაპონურმა კომპანია Kawasaki Industries-მა უნიკალური სიახლე, წყალბადზე მომუშავე რობოტი ცხენი - Corleo წარადგინა. რობო-ცხენის მართვა იმდენად მარტივია, რომ მისი გაჭენება ბავშვებსაც კი შეუძლიათ.

უახლესი პროექტი კომპანიამ ოსაკას ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოადგინა.

2025 წლის 3 აპრილი - Osaka World Expo-ზე გამოფენილი ოთხფეხა მანქანა, რომელიც შემუშავებულია Kawasaki Heavy Industries Ltd.-ის მიერ.

„კიბერ ცხენი არის სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აერთიანებს Kawasaki-ს მოტოციკლეტისა და რობოტიკის ტექნოლოგიებს“, - განაცხადა ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაკაში ტორიიმ.

Corleo აღჭურვილია 150 კუბური სანტიმეტრის მოცულობის წყალბადზე მომუშავე ძრავით. წყალბადის ავზები განთავსებულია რობოტის უკანა ნაწილში, ხოლო მისი გამონაბოლქვი მხოლოდ წყალს შეიცავს, რაც მას ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად აქცევს.

კომპანიის განცხადებით, ინოვაცია ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მსგავსი ჯერ არავის შეუქმნია.

რაც შეეხება რობოტს, მისი ფეხები აღჭურვილია რეზინის ნალებით, რომლებიც ყველანაირ ზედაპირზე ინარჩუნებს მდგრადობას. უკანა ფეხები კი წინა ფეხებისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ, რაც მოქნილობას უზრუნველყოფს.

სამართავად ისეთივეა, როგორიც მოტოციკლი. ამასთან, რობოტი აღჭურვილია საინფორმაციო პანელით, რომელიც აჩვენებს მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა: სიჩქარე, ბატარეის მოცულობა და ნავიგაცია.

Corleo-ს მიზანია კვადროციკლების მომხმარებლებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტი გახდეს.

კომპანიის ინფორმაციით, რობოტი ცხენი შესაძლოა ბაზარზე 2050 წლისთვის გამოჩნდეს.

წყარო