სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის" - საბინა ჩუდიჩი
"საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის" - საბინა ჩუდიჩი

სა­ქარ­თვე­ლო მძი­მე დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლას გა­ნიც­დის, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტებ­ზე დე­პუ­ტატ­მა სა­ბი­ნა ჩუ­დიჩ­მა (ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა) სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რო­დე­საც წევრ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გან­ვი­ხი­ლავთ, ჩვენ მას ვა­ა­ნა­ლი­ზებთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს სა­ფუძ­ვლე­ბია: 1. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, კერ­ძოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი. 2. თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. 3. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, კერ­ძოდ იან­ვარ­ში მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ დღე­ვან­დელ დღემ­დე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, უნდა გან­ვა­ცხა­დოთ, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის ყვე­ლა ამ სა­ფუძ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა უა­რეს­დე­ბა. ქვე­ყა­ნა მძი­მე დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლას გა­ნიც­დის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბი­ნა ჩუ­დიჩ­მა.

მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

"არ გვჭირ­დე­ბა იმის შეხ­სე­ნე­ბა, რომ ძლი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სივ­რცე მცირ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა არ გა­იწ­ვია კა­ნო­ნი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც აქ მრა­ვა­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყო და ჩა­ა­ნაც­ვლა FARA-ს ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ით, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აცხა­დებს. მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტეტ­მა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას ამ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ გა­და­უ­დე­ბე­ლი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სთხო­ვა და მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის რე­კო­მენ­და­ცია სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ასე­ვე, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი მე­დი­აა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დია გა­რე­მო უა­რეს­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ჩუ­დიჩ­მა.

დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სა­კი­თხი „ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სრუ­ლი სპექტრის აკ­რძალ­ვის მიზ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბია“.

„გარ­და იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცი­ის აკ­რძალ­ვა სრუ­ლად არ­ღვევს ქვეყ­ნის მიერ ევ­რო­პის საბ­ჭოს წეს­დე­ბის წი­ნა­შე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის­თვის სივ­რცის შე­ზღუდ­ვას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტოკ­რა­ტი­ის დამ­ყა­რე­ბას ნიშ­ნავს. ის, თუ რო­გორ ვექ­ცე­ვით ოპო­ზი­ცი­ას, რო­გორ ვე­პყრო­ბით მე­დი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მია, რომ­ლი­თაც ვა­ფა­სებთ ქვეყ­ნის პროგ­რესს ან ამ შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზულ უკუს­ვლას. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აღად­გი­ნოს დი­ა­ლო­გი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ასამ­ბლე­ას­თან და ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან. ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვართ. ეს არ არის ის ან­გა­რი­ში, რომ­ლის წარ­დგე­ნაც გვინ­და რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ. ან­გა­რი­ში, რომ­ლის წარ­დგე­ნაც გვინ­და, არის ან­გა­რი­ში პროგ­რე­სის შე­სა­ხებ, ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ და ან­გა­რი­ში, სა­დაც და­ვი­ნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი წამ­ყვა­ნი პარ­ტი­ე­ბი­დან და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან აქ, ამ დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბი­ან ამის გან­სა­ხილ­ვე­ლად“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბი­ნა ჩუ­დიჩ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის" - საბინა ჩუდიჩი

"საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის" - საბინა ჩუდიჩი

საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ მიმდინარე დებატებზე დეპუტატმა საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როდესაც წევრ ქვეყანაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ, ჩვენ მას ვაანალიზებთ დემოკრატიული სტანდარტებისა და დემოკრატიის საფუძვლების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ეს საფუძვლებია: 1. კანონის უზენაესობა, თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ხელისუფლების დანაწილებაზე დამყარებული. 2. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. 3. ადამიანის უფლებების დაცვა, ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფა.

თუ საქართველოში არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, კერძოდ იანვარში მიღებული რეზოლუციის შემდეგ დღევანდელ დღემდე არსებულ ვითარებას, უნდა განვაცხადოთ, რომ დემოკრატიის ყველა ამ საფუძველთან დაკავშირებით ვითარება უარესდება. ქვეყანა მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის“, - განაცხადა საბინა ჩუდიჩმა.

მისი თქმით, არსებული ვითარება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ახდენს გავლენას.

"არ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. შექმნილ ვითარებაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე მცირდება. პარლამენტმა არ გაიწვია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც აქ მრავალი განხილვის საგანი იყო და ჩაანაცვლა FARA-ს ქართული ვერსიით, რომელიც უცხოელი აგენტების რეგისტრაციასთან დაუმორჩილებლობას კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს. მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიას ამ კანონის შესახებ გადაუდებელი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი სახის რეკომენდაცია სრულად დააკმაყოფილოს. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მედიაა. სამწუხაროდ, საქართველოში მედია გარემო უარესდება“, - აღნიშნა ჩუდიჩმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი „ქვეყანაში დემოკრატიული ოპოზიციის სრული სპექტრის აკრძალვის მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებია“.

„გარდა იმისა, რომ ოპოზიციის აკრძალვა სრულად არღვევს ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წესდების წინაშე აღებულ ვალდებულებას, ეს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცის შეზღუდვასთან ერთად, საქართველოში ავტოკრატიის დამყარებას ნიშნავს. ის, თუ როგორ ვექცევით ოპოზიციას, როგორ ვეპყრობით მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, მთავარი კრიტერიუმია, რომლითაც ვაფასებთ ქვეყნის პროგრესს ან ამ შემთხვევაში სერიოზულ უკუსვლას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღადგინოს დიალოგი და თანამშრომლობა ასამბლეასთან და ევროპის საბჭოსთან. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს არ არის ის ანგარიში, რომლის წარდგენაც გვინდა რომ გავაგრძელოთ. ანგარიში, რომლის წარდგენაც გვინდა, არის ანგარიში პროგრესის შესახებ, ევროპის საბჭოსთან ურთიერთობების შესახებ და ანგარიში, სადაც დავინახავთ, რომ ჩვენი კოლეგები წამყვანი პარტიებიდან და ოპოზიციური პარტიებიდან აქ, ამ დარბაზში იქნებიან ამის განსახილველად“, - განაცხადა საბინა ჩუდიჩმა.