მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა და აშშ-მ პატიმრები გაცვალეს: გათავისუფლებულია ბალერინა, რომელსაც უკრაინულ ორგანიზაციაში 51 დოლარის გადარიცხვის გამო, 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - დეტალები
რუსეთმა და აშშ-მ პატიმრები გაცვალეს: გათავისუფლებულია ბალერინა, რომელსაც უკრაინულ ორგანიზაციაში 51 დოლარის გადარიცხვის გამო, 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - დეტალები

აშშ-მა და რუ­სეთ­მა პა­ტიმ­რე­ბი გაც­ვა­ლეს. რო­გორც Wall Street Journal იტყო­ბი­ნე­ბა, გაც­ვლა ხუთ­შა­ბათს დი­ლით, აბუ და­ბის აე­რო­პორ­ტში შედ­გა.

  • რუ­სეთ­მა აშშ-ს ბა­ლე­რი­ნა, ქსე­ნია კა­რე­ლი­ნა გა­დას­ცა. ის რუ­სე­თი­სა და აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა.

ქსე­ნია კა­რე­ლი­ნა რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლო­ზე

ქალი რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ შარ­შან გა­ა­სა­მარ­თლა. ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქეს რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ღა­ლა­ტის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და უკ­რა­ი­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 51 დო­ლა­რის გა­და­რი­ცხვის გამო, 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

კა­რე­ლი­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა RBC-ს მის­მა ად­ვო­კატ­მა მი­ხა­ილ მუ­შა­ი­ლოვ­მა და­უ­დას­ტუ­რა. ად­ვო­კა­ტის თქმით, ის ახ­ლობ­ლებს თვითმფრი­ნა­ვი­დან და­უ­კავ­შირ­და.

  • სა­ნაც­ვლოდ, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა რუ­სეთს გა­დას­ცა გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, 33 წლის არ­ტურ პეტ­რო­ვი, რო­მე­ლიც 2023 წელს კვიპ­როს­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს.

არ­ტურ პეტ­რო­ვი, 2007 წელი. ფოტო: kommersant.ru

მას ბრა­ლად ედე­ბო­და სამ­ხედ­რო კლა­სის, ამე­რი­კუ­ლი მიკ­რო­ე­ლექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რუ­სეთ­ში უკა­ნო­ნოდ გა­და­ტა­ნა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ექ­სპორ­ტო კონ­ტრო­ლის დარ­ღვე­ვის, კონ­ტრა­ბან­დის, ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თო­ბი­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, პეტ­როვს ჯა­მუ­რად 160 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გაც­ვლა და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს CIA-ს დი­რექ­ტორ­მა ჯონ რეტკლიფ­მა და რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

“დღეს პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა რუ­სე­თი­დან კი­დევ ერთი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი მო­იყ­ვა­ნა სახ­ლში. მე ვა­მა­ყობ CIA-ს ოფიც­რე­ბით, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობ­დნენ და მად­ლო­ბე­ლი ვართ არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მთავ­რო­ბი­სა, რომ შედ­გა გაც­ვლა“, - გა­ნუ­ცხა­და რეტკლიფ­მა გა­მო­ცე­მას.

რეტკლი­ფი სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტში გაც­ვლის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი თქმით, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რუ­სე­თი­დან კი­დევ ერთი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი აშშ-ის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ რატკლი­ფი მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე ესა­უბ­რა ტე­ლე­ფო­ნით FSB-ის ხელ­მძღვა­ნელს ალექ­სან­დრე ბორტნი­კოვს, ასე­ვე SVR-ის ხელ­მძღვა­ნელს სერ­გეი ნა­რიშ­კინს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსეთმა და აშშ-მ პატიმრები გაცვალეს: გათავისუფლებულია ბალერინა, რომელსაც უკრაინულ ორგანიზაციაში 51 დოლარის გადარიცხვის გამო, 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - დეტალები

რუსეთმა და აშშ-მ პატიმრები გაცვალეს: გათავისუფლებულია ბალერინა, რომელსაც უკრაინულ ორგანიზაციაში 51 დოლარის გადარიცხვის გამო, 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - დეტალები

აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. როგორც Wall Street Journal იტყობინება, გაცვლა ხუთშაბათს დილით, აბუ დაბის აეროპორტში შედგა.

  • რუსეთმა აშშ-ს ბალერინა, ქსენია კარელინა გადასცა. ის რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეა.

ქსენია კარელინა რუსეთის სასამართლოზე

ქალი რუსეთის სასამართლომ შარშან გაასამართლა. ორმაგ მოქალაქეს რუსეთის მთავრობის ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალი და უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში 51 დოლარის გადარიცხვის გამო, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კარელინას გათავისუფლება RBC-ს მისმა ადვოკატმა მიხაილ მუშაილოვმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ის ახლობლებს თვითმფრინავიდან დაუკავშირდა.

  • სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს გადასცა გერმანული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 33 წლის არტურ პეტროვი, რომელიც 2023 წელს კვიპროსში, შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავეს.

არტურ პეტროვი, 2007 წელი. ფოტო: kommersant.ru

მას ბრალად ედებოდა სამხედრო კლასის, ამერიკული მიკროელექტრონული საშუალებების რუსეთში უკანონოდ გადატანა.

გამოცემა წერს, რომ საექსპორტო კონტროლის დარღვევის, კონტრაბანდის, ონლაინ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, პეტროვს ჯამურად 160 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

  • გამოცემის ცნობით, გაცვლა დაგეგმეს და განახორციელეს CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა და რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსანმა.

“დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთიდან კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოიყვანა სახლში. მე ვამაყობ CIA-ს ოფიცრებით, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ და მადლობელი ვართ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობისა, რომ შედგა გაცვლა“, - განუცხადა რეტკლიფმა გამოცემას.

რეტკლიფი საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტში გაცვლის დროს იმყოფებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამდგომლობით, რუსეთიდან კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.

გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ რატკლიფი მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით FSB-ის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბორტნიკოვს, ასევე SVR-ის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს.