მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერა მსმენელის გულებს იპყრობს
დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერა მსმენელის გულებს იპყრობს

„სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლის“, დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის ახალ­მა სიმ­ღე­რამ, „ან რაღა უნდა გი­ამ­ბო“, გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მსმე­ნე­ლის გულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა. კომ­პო­ზი­ცი­ის პრე­მი­ე­რა 7 მარტს, მომ­ღერ­ლის ანშლა­გით ჩა­ტა­რე­ბულ სოლო-კონ­ცერ­ტზე შედ­გა და სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში 107 000-ზე მეტი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა.

დათო კენ­ჭი­აშ­ვილ­მა სწო­რედ ამ სიმ­ღე­რით გახ­სნა კონ­ცერ­ტი „დედა ღვთი­საა“ - სა­ღა­მო, რო­მე­ლიც დე­დებს ეძღვნე­ბო­დათ. კომ­პო­ზი­ცია შექ­მნი­ლია ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის ლექ­სის ინ­სპი­რა­ცი­ით. სიმ­ღე­რას სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს, ის გუ­ლის სიღ­რმი­დან ამო­სუ­ლი ტექ­სტი­სა და იმ მუ­სი­კა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­ის სინ­თე­ზია, რო­მე­ლიც კი­ნო­ფილმ „ფეს­ვე­ბი­დან“ მო­დის და ახალ ჟღე­რა­დო­ბას და­თოს იმპრო­ვი­ზა­ცი­ით იძენს.

თქვე­ნი ახა­ლი სიმ­ღე­რა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის ლექსზეა შექ­მნი­ლი, რო­გორ გაჩ­ნდა სურ­ვი­ლი ამ პო­ე­ზი­ის მუ­სი­კად ქცე­ვის და რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­შირს გრძნობთ ამ ტექ­სტთან?

ამ სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ ათი წლის წინ და­ვი­წყე. თუმ­ცა, ახა­ლი სი­ცო­ცხლე და სა­ბო­ლოო სახე 7 მარტს, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ი­ძი­ნა, როცა პირ­ვე­ლად შე­ვას­რუ­ლე ჩემი მე­გო­ბა­რი მუ­სი­კო­სე­ბის თან­ხლე­ბით. ეს სა­რის­კოც იყო, სიმ­ღე­რის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და გა­ლა­მა­ზე­ბა ასე ვთქვათ, კონ­ცერ­ტამ­დე ორი დღით ადრე დას­რულ­და.

ბა­ტო­ნი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ პო­ე­ტი არ არის, ის თა­ვად არის ინ­სპი­რა­ცია. მისი თი­თო­ე­უ­ლი ლექ­სი, გან­ვლი­ლი გზა, სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი – ეს ყვე­ლა­ფე­რი ის მუხ­ტია, რა­საც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ატა­რებს. ჩვე­ნი თა­ო­ბა მისი პო­ე­ზი­ით გა­ვი­ზარ­დეთ, იქ ვპო­უ­ლობ­დით სამ­შობ­ლოს, სიყ­ვა­რუ­ლის და ღირ­სე­ბი­სა ჭეშ­მა­რიტ ფორ­მუ­ლებს. ამი­ტომ ამ სიმ­ღე­რამ ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. ეს იყო პა­ტი­ვის­ცე­მა, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის გად­მო­ცე­მა იმ ენით, რაც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს – მუ­სი­კით.

სიმ­ღე­რა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მუ­სი­კა­ლუ­რი ჰარ­მო­ნია კი­ნო­ფილ­მი­დან „ფეს­ვე­ბი“. რა­ტომ იყო თქვენ­თვის ამ ფილ­მის თე­მა­ტი­კა და ჟღე­რა­დო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რო­გორ მოხ­და მისი იმპრო­ვი­ზა­ცი­უ­ლი გად­მო­ტა­ნა ახალ ნა­წარ­მო­ებ­ში?

დიახ, ამ სიმ­ღე­რა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კი­ნო­ფილმ „ფეს­ვე­ბის“ სა­უნ­დტრეკ­ში გვხვდე­ბა. თუმ­ცა ეს არ არის მე­ლო­დი­ის პირ­და­პი­რი გა­მე­ო­რე­ბა, ესაა იმ ჰარ­მო­ნი­უ­ლი წყო­ბის ნაზი იმ­პულ­სი, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ში ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად იგ­რძნო­ბა.

ეს ჰარ­მო­ნია ჩემ­თვის ყო­ველ­თვის იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი – სუფ­თა, მკვეთ­რი და ემო­ცი­უ­რად მდი­და­რი. ალ­ბათ არც ერთ ხე­ლო­ვანს არ და­ტო­ვებს გულ­გრილს ის ჟღე­რა­დო­ბა, რო­მე­ლიც ფილმშია ჩა­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, როცა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის ტექ­სტზე ვმუ­შა­ობ­დი, ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ეს მუ­სი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბა გად­მო­მე­ტა­ნა იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­ხი­თა და ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით. ჩემ­თვის ეს არ იყო მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა: შევ­ხე­ბო­დი ორი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ნა­მუ­შე­ვარს – პო­ე­ზი­ას და კი­ნო­მუ­სი­კას – ჩემი სიფრ­თხი­ლით, ხმით და ში­ნა­გა­ნი ხედ­ვით. და ეს იყო, უნდა ით­ქვას, პა­ტი­ვის­ცე­მა იმ სა­ა­მა­ყო კულ­ტუ­რი­სად­მი, რო­მელ­საც ორი­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი ას­ხი­ვებს.

რო­გორ შედ­გა ამ სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა და რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს ამ ეტაპ­ზე?

რო­გორც უკვე ვთქვი, ეს სიმ­ღე­რა და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ და­ი­ბა­და, თუმ­ცა იმ სა­ხით, რო­გორც ის 7 მარტს ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სცე­ნა­ზე წარ­დგა, რე­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლად გაჟ­ღერ­და.

ამ ვერ­სი­ამ სრუ­ლი­ად სხვა რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ცო­ცხალ­მა შეს­რუ­ლე­ბამ, ახალ­მა ჰარ­მო­ნი­ულ­მა გა­და­წყვე­ტამ და კონ­ცერ­ტის ემო­ცი­ურ­მა მუხტმა, სიმ­ღე­რას ახა­ლი სული შთა­ბე­რა. მეს­მის, რომ ეს არ არის უბ­რა­ლოდ კომ­პო­ზი­ცია, ეს არის გან­ცდა და ვფიქ­რობ, ის გულ­ში დარ­ჩე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბა უყ­ვარს და ემო­ცი­ით უს­მენს.

გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან თბი­ლი და გულ­წრფე­ლია და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა ის, როცა იცი, რომ შენი სიმ­ღე­რა გუ­ლებს ეხე­ბა და არ ქრე­ბა კონ­ცერ­ტის შემ­დეგ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერა მსმენელის გულებს იპყრობს

დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერა მსმენელის გულებს იპყრობს

„საქართველოს ბულბულის“, დათო კენჭიაშვილის ახალმა სიმღერამ, „ან რაღა უნდა გიამბო“, გამოჩენისთანავე მსმენელის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. კომპოზიციის პრემიერა 7 მარტს, მომღერლის ანშლაგით ჩატარებულ სოლო-კონცერტზე შედგა და სულ რამდენიმე დღეში 107 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.

დათო კენჭიაშვილმა სწორედ ამ სიმღერით გახსნა კონცერტი „დედა ღვთისაა“ - საღამო, რომელიც დედებს ეძღვნებოდათ. კომპოზიცია შექმნილია ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის ლექსის ინსპირაციით. სიმღერას საკუთარი ისტორია აქვს, ის გულის სიღრმიდან ამოსული ტექსტისა და იმ მუსიკალური ჰარმონიის სინთეზია, რომელიც კინოფილმ „ფესვებიდან“ მოდის და ახალ ჟღერადობას დათოს იმპროვიზაციით იძენს.

თქვენი ახალი სიმღერა ტარიელ ხარხელაურის ლექსზეა შექმნილი, როგორ გაჩნდა სურვილი ამ პოეზიის მუსიკად ქცევის და რა განსაკუთრებული კავშირს გრძნობთ ამ ტექსტთან?

ამ სიმღერაზე მუშაობა ჯერ კიდევ ათი წლის წინ დავიწყე. თუმცა, ახალი სიცოცხლე და საბოლოო სახე 7 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიძინა, როცა პირველად შევასრულე ჩემი მეგობარი მუსიკოსების თანხლებით. ეს სარისკოც იყო, სიმღერის მუსიკალური გაკეთილშობილება და გალამაზება ასე ვთქვათ, კონცერტამდე ორი დღით ადრე დასრულდა.

ბატონი ტარიელ ხარხელაური ჩემთვის უბრალოდ პოეტი არ არის, ის თავად არის ინსპირაცია. მისი თითოეული ლექსი, განვლილი გზა, სიხარული და ტკივილი – ეს ყველაფერი ის მუხტია, რასაც ქართული სიმღერა ატარებს. ჩვენი თაობა მისი პოეზიით გავიზარდეთ, იქ ვპოულობდით სამშობლოს, სიყვარულის და ღირსებისა ჭეშმარიტ ფორმულებს. ამიტომ ამ სიმღერამ ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ეს იყო პატივისცემა, გულისხმიერება და სიყვარულის გადმოცემა იმ ენით, რაც ყველას გვაერთიანებს – მუსიკით.

სიმღერაში გამოყენებულია მუსიკალური ჰარმონია კინოფილმიდან „ფესვები“. რატომ იყო თქვენთვის ამ ფილმის თემატიკა და ჟღერადობა მნიშვნელოვანი და როგორ მოხდა მისი იმპროვიზაციული გადმოტანა ახალ ნაწარმოებში?

დიახ, ამ სიმღერაში გამოყენებულია ჰარმონიული ცვლილება, რომელიც კინოფილმ „ფესვების“ საუნდტრეკში გვხვდება. თუმცა ეს არ არის მელოდიის პირდაპირი გამეორება, ესაა იმ ჰარმონიული წყობის ნაზი იმპულსი, რომელიც მუსიკაში ინტუიციურად იგრძნობა.

ეს ჰარმონია ჩემთვის ყოველთვის იყო განსაკუთრებული – სუფთა, მკვეთრი და ემოციურად მდიდარი. ალბათ არც ერთ ხელოვანს არ დატოვებს გულგრილს ის ჟღერადობა, რომელიც ფილმშია ჩადებული. ამიტომაც, როცა ტარიელ ხარხელაურის ტექსტზე ვმუშაობდი, ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, ეს მუსიკალური განწყობა გადმომეტანა იმპროვიზაციის სახითა და ცოცხალი შესრულებით. ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ მუსიკალური გადაწყვეტილება, ეს იყო პასუხისმგებლობა: შევხებოდი ორი გამორჩეული ქართველის ნამუშევარს – პოეზიას და კინომუსიკას – ჩემი სიფრთხილით, ხმით და შინაგანი ხედვით. და ეს იყო, უნდა ითქვას, პატივისცემა იმ საამაყო კულტურისადმი, რომელსაც ორივე ნამუშევარი ასხივებს.

როგორ შედგა ამ სიმღერის პრემიერა და როგორი გამოხმაურება აქვს ამ ეტაპზე?

როგორც უკვე ვთქვი, ეს სიმღერა დაახლოებით ათი წლის წინ დაიბადა, თუმცა იმ სახით, როგორც ის 7 მარტს ფილარმონიის დიდ სცენაზე წარდგა, რეალურად პირველად გაჟღერდა.

ამ ვერსიამ სრულიად სხვა რეზონანსი გამოიწვია. ცოცხალმა შესრულებამ, ახალმა ჰარმონიულმა გადაწყვეტამ და კონცერტის ემოციურმა მუხტმა, სიმღერას ახალი სული შთაბერა. მესმის, რომ ეს არ არის უბრალოდ კომპოზიცია, ეს არის განცდა და ვფიქრობ, ის გულში დარჩება იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი ხელოვნება უყვარს და ემოციით უსმენს.

გამოხმაურება ძალიან თბილი და გულწრფელია და ალბათ, ყველაზე დიდი გამარჯვებაა ის, როცა იცი, რომ შენი სიმღერა გულებს ეხება და არ ქრება კონცერტის შემდეგ.

R