მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფებ­ზე შე­თან­ხმდნენ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ევ­რო­კო­მი­სი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დღეს, 9 აპ­რილს, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს ევ­რო­კო­მი­სი­ის წი­ნა­და­დე­ბას - შე­მო­ი­ღონ სა­პა­სუ­ხო სა­ვაჭ­რო ზო­მე­ბი აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ.

“ევ­რო­კო­მი­სი­ის წი­ნა­და­დე­ბა მარ­ტში შე­იქ­მნა აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რომ შე­მო­ი­ღოს ტა­რი­ფე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­დან ფო­ლა­დი­სა და ალუ­მი­ნის იმ­პორტზე.

ევ­რო­კავ­ში­რი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტა­რი­ფებს უსა­მარ­თლოდ და და­მა­ზი­ა­ნებ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კურ ზი­ანს იწ­ვევს ორი­ვე მხა­რის­თვის, ისე­ვე რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის­თვის. ევ­რო­კავ­შირ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და თა­ვი­სი პრი­ო­რი­ტე­ტი, იპო­ვოს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და ორ­მხრი­ვად მომ­გე­ბი­ა­ნი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი ძა­ლა­ში შევა მას შემ­დეგ, რაც დას­რულ­დე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის შიდა პრო­ცე­დუ­რე­ბი და სა­აღ­სრუ­ლე­ბო აქტი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ტა­რი­ფე­ბი 15 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

ევ­რო­კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფე­ბის შე­ჩე­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, თუ აშშ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად “სა­მარ­თლი­ან და და­ბა­ლან­სე­ბულ” შე­დეგს და­თან­ხმდე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს, 9 აპრილს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას - შემოიღონ საპასუხო სავაჭრო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ.

“ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე.

ევროკავშირი შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი”, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ევროკავშირის საპასუხო ზომები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკომისიის შიდა პროცედურები და სააღსრულებო აქტი გამოქვეყნდება. ტარიფები 15 აპრილიდან დაიწყება.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ აშშ მოლაპარაკებების შედეგად “სამართლიან და დაბალანსებულ” შედეგს დათანხმდება.