მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასა იუკნევიჩიენე: "უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ"
რასა იუკნევიჩიენე: "უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ"

გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბი­სა და შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რეს­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია , - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ველ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ში მუდ­მივ­მა მომხსე­ნე­ბელ­მა, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ 2024 წლის ან­გა­რი­შის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

„თე­ო­რი­უ­ლად ან­გა­რი­შის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან შორს არის იმის­გან, რა­საც ჩვენ კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის პროგ­რე­სად გან­ვი­ხი­ლავთ. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბი­სა და შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ, პროგ­რეს­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი დე ფაქ­ტო შე­ჩე­რე­ბუ­ლია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ თვით­და­ნიშ­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის­გან, შე­ა­ჩე­რა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ანად­გუ­რებს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­ზე­დაც დამ­ყა­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რად უტევს ევ­რო­კავ­შირს მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი რი­ტო­რი­კი­თა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით. ამის სა­პი­რის­პი­როდ ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი აგ­რძე­ლებს ყო­ველ დღე ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლებს და იბ­რძვის თა­ვი­სი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და პრო­ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

მისი თქმით, ან­გა­რი­შის თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ბოლო სამ რე­ზო­ლუ­ცი­ას ემ­ყა­რე­ბა.

„ძი­რი­თა­დი პუნ­ქტე­ბი შემ­დე­გია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლას, რო­მელ­მაც და­სას­რულს 2024 წლის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით მი­აღ­წია. ჩვენ უარს ვა­ცხა­დებთ თვით­და­ნიშ­ნუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე. ვგმობთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, კრი­ზი­სი­დან ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალს ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

„ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­შირს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა აკის­რია, რათა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­და­ხე­დოს. სამ­წუ­ხა­როდ, წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია, რამ­დე­ნი­მეს გარ­და, მათ შო­რის საბ­ჭო­სა და კო­მი­სი­ის რე­აქ­ცია არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან სას­წრა­ფო და კარ­გად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ო­რე, ჩვენ უნდა გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, მათ შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მი­სა და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მე­სა­მე, ჩვენ უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას. ჩვე­ნი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, ან­გა­რი­შის სა­წყი­სი პრო­ექ­ტი მო­ცუ­ლო­ბით შე­ზღუ­დუ­ლია. უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფრო და­ვა­ზუს­ტოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია და ცვლი­ლე­ბე­ბი წარ­ვად­გი­ნოთ. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, და­სა­მა­ტე­ბე­ლი ბევ­რი არ არის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი დე ფაქ­ტო შე­ჩე­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რასა იუკნევიჩიენე: "უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ"

რასა იუკნევიჩიენე: "უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ"

გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე საუბარი ძნელია , - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„თეორიულად ანგარიშის მიზანია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შეფასება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის პროგრესად განვიხილავთ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, პროგრესზე საუბარი ძნელია.

საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია. „ქართული ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ანადგურებს ღირებულებებს, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლობა და აქტიურად უტევს ევროკავშირს მტრულად განწყობილი რიტორიკითა და დეზინფორმაციით. ამის საპირისპიროდ ათასობით ქართველი აგრძელებს ყოველ დღე ქუჩებში გამოსვლებს და იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, ანგარიშის თავდაპირველი პროექტი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციას ემყარება.

„ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას, რომელმაც დასასრულს 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით მიაღწია. ჩვენ უარს ვაცხადებთ თვითდანიშნული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებაზე. ვგმობთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობას“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

მისი განცხადებით, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება წარმოადგენს.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი როლი აქვს და მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრია, რათა საქართველოსთან ურთიერთობას გადახედოს. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების საპასუხო რეაქცია, რამდენიმეს გარდა, მათ შორის საბჭოსა და კომისიის რეაქცია არაადეკვატური იყო. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება წევრი ქვეყნების მხრიდან სასწრაფო და კარგად კოორდინირებული სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მეორე, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. მესამე, ჩვენ უფრო მნიშვნელოვნად უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენი წესების მიხედვით, ანგარიშის საწყისი პროექტი მოცულობით შეზღუდულია. უახლოეს კვირებში გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო დავაზუსტოთ ჩვენი პოზიცია და ცვლილებები წარვადგინოთ. გულწრფელად რომ გითხრათ, დასამატებელი ბევრი არ არის, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

იხილეთ ასევე: