პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა" - მეუფე შიო
"9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა" - მეუფე შიო

36 წლის წინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ას შე­ე­წი­რა 21 უდა­ნა­შა­უ­ლო, მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი - ეს იყო სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბის, თავ­გან­წირ­ვის დიდი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩვენ­ში გა­აღ­ვი­ვა და გა­აძ­ლი­ე­რა ეროვ­ნუ­ლი სული და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რწმე­ნა - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე შიომ 1989 წლის 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლებ­მა აირ­ჩი­ეს თავ­გან­წირ­ვის გზა.

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რევ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო, ბა­ტო­ნო ქა­ლა­ქის მერო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბო, ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო,

9 აპ­რი­ლი არის დღე, რო­მე­ლიც იტევს თა­ვის თავ­ში დიდ მწუ­ხა­რე­ბა­საც და დიდ სი­ხა­რულ­საც. 36 წლის წინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ას შე­ე­წი­რა 21 უდა­ნა­შა­უ­ლო, მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი. დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ ამ მოვ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ერის­თვის. ეს იყო სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბის, თავ­გან­წირ­ვის დიდი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩვენ­ში გა­აღ­ვი­ვა და გა­აძ­ლი­ე­რა ეროვ­ნუ­ლი სული და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რწმე­ნა.

სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ორი გზა. ერ­თნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ მი­აღ­წი­ონ პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბას და პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბას, ხოლო მე­ო­რე­ნი ღვთის გუ­ლის­თვის, სამ­შობ­ლოს გუ­ლის­თვის, ადა­მი­ა­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გუ­ლის­თვის ამა­ზე უარს ამ­ბო­ბენ. ეს არის ქრის­ტი­ა­ნის გზა. მა­შა­სა­და­მე, არის თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლის გზა და თავ­და­დე­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის გზა. 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­მა ჩვენ­მა ძმებ­მა და დებ­მა აირ­ჩი­ეს თავ­გან­წირ­ვის გზა.

სწო­რედ ამი­ტომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ ამ დღეს გლო­ვის დღეს­თან ერ­თად უწო­და ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის დღეც. მან ასე­ვე ბრძა­ნა, რომ "9 აპ­რი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მსწრა­ფი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ათ­ვლის წერ­ტი­ლად იქცა". ამ სწრაფ­ვის გზა­ზე, რა თქმა უნდა, იყო ბევ­რი და­ცე­მაც, ად­გო­მაც, ღა­ლა­ტიც, ერ­თგუ­ლე­ბაც, ომიც, მშვი­დო­ბაც, სი­ხა­რუ­ლიც და ა.შ. ამი­ტომ ჩვენ სასო არ უნდა წარ­ვიკ­ვე­თოთ, რად­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს მუდ­მივ ბრძო­ლას, შრო­მას და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას.

ამ თა­რი­ღი­დან ზუს­ტად ორ წე­ლი­წად­ში ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, მაგ­რამ ჩვენ გვმარ­თებს ვიზ­რუ­ნოთ მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, რად­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად მას საფრ­თხეს უქ­მნის ის ცოდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხალ­ხში, რის გა­მოც მად­ლი იკარ­გე­ბა და უფა­ლი უშ­ვებს ისეთ გან­საც­დე­ლებს, რო­გო­რიც არის მტრე­ბის მიერ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წარ­თმე­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის გან­დევ­ნა, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კლე­ბა და ა.შ. ამას ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ბიბ­ლი­ის წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი, დიდი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი და წმინ­და­ნე­ბი, ასე­ვე ამა­ზე ხში­რად წე­რენ ქარ­თვე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბი და, რა თქმა უნდა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის წმინ­და­ნე­ბიც.

ღმერ­თმა აცხო­ნოს სულ­ნი 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა მო­ნა­თა და მხე­ვალ­თა ღვთი­სა­თა, ჩვე­ნი ძმე­ბის და დე­ბის, ღმერ­თმა და­ლო­ცოს, გა­და­არ­ჩი­ნოს, გა­აძ­ლი­ე­როს სა­ქარ­თვე­ლო და ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი აღ­დგო­მა გაგ­ვი­თე­ნოს. ამინ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

"9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა" - მეუფე შიო

"9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა" - მეუფე შიო

36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი - ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 9 აპრილს დაღუპულებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო, ბატონო ქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ძმებო და დებო,

9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა.

საერთოდ, ცხოვრებაში არსებობს ორი გზა. ერთნი ყველანაირად ცდილობენ, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ პირად ბედნიერებას და პირად კეთილდღეობას, ხოლო მეორენი ღვთის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, ადამიანისადმი სიყვარულის გულისთვის ამაზე უარს ამბობენ. ეს არის ქრისტიანის გზა. მაშასადამე, არის თავის სიყვარულის გზა და თავდადებისა და თავგანწირვის გზა. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა.

სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. მან ასევე ბრძანა, რომ ,,9 აპრილი თავისუფლებისაკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა". ამ სწრაფვის გზაზე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემაც, ადგომაც, ღალატიც, ერთგულებაც, ომიც, მშვიდობაც, სიხარულიც და ა.შ. ამიტომ ჩვენ სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან დამოუკიდებლობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას, შრომას და სირთულეების დაძლევას.

ამ თარიღიდან ზუსტად ორ წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის, რადგან ყველაზე მეტად მას საფრთხეს უქმნის ის ცოდვები, რომლებიც გავრცელებულია ხალხში, რის გამოც მადლი იკარგება და უფალი უშვებს ისეთ განსაცდელებს, როგორიც არის მტრების მიერ ტერიტორიების წართმევა, მოსახლეობის განდევნა, დემოგრაფიული კლება და ა.შ. ამას ხაზს უსვამენ როგორც ბიბლიის წიგნების ავტორები, დიდი წინასწარმეტყველები და წმინდანები, ასევე ამაზე ხშირად წერენ ქართველი მემატიანეები და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქის წმინდანებიც.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.