მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"
სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"

"გთხოვთ, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ 1989 წლის 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას, სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მართ, ვინც დღეს ამა­ვე იდე­ა­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან და გა­ვიხ­სე­ნოთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძო­და გუ­შინ პრა­ღა­ში, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში!" - ასე და­ი­წყო თა­ვი­სი გა­მოს­ვლა ჩე­ხე­თის სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

"9 აპ­რი­ლი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის სევ­დი­ა­ნი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი და ტან­კე­ბი შე­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის ცენ­ტრში და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ მო­წო­დე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია ჩა­ახ­შეს. მათ გა­მო­ი­ყე­ნეს გაზი, ხელ­კე­ტე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ხალ­ხის და­საშ­ლე­ლად, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბევ­რი ქალი. კი­დევ ასო­ბით და­შავ­და, მაგ­რამ იმ ღა­მის გზავ­ნი­ლი არ გამ­ქრა­ლა, ამან ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა აან­თო და ორი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის ნი­ა­და­გი მო­ამ­ზა­და...

მაგ­რამ ახლა, 36 წლის შემ­დეგ, იმა­ვე დღეს და იმა­ვე გამ­ზირ­ზე, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სის­ხლი და­იღ­ვა­რა, ქარ­თვე­ლე­ბი ისევ ქუ­ჩა­ში დგა­ნან. უკვე 140 დღე­ზე მე­ტია, ისი­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ისე­თი­ვე სა­შიშ რა­ღა­ცას - ჩუმ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ჩვენ ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის და­ბა­დე­ბის მომსწრე­ნი ვართ, ამ ყვე­ლაფ­რის უკან ერთი კაცი დგას.

"დღეს თქვენ­თან გაფრ­თხი­ლე­ბით და მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­წო­დე­ბით ვარ. სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს თვალ­წინ გარ­და­იქ­მნე­ბა არა ტან­კე­ბით, არა­მედ რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბით, არა ერთ ღა­მე­ში, არა­მედ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ. ჩვენს თვალ­წინ რე­ა­ლურ დრო­ში იშ­ლე­ბა ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტია. მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს ძა­ლა­დო­ბი­თა და და­კა­ვე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს აკ­რძალ­ვით ემუქ­რე­ბი­ან, ასო­ბით ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მებს აკის­რე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო, მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ და­მა­ტე­ბი­თი ახა­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ასლი, რო­მელ­მაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ახ­შო. ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ რეპ­რე­სი­ულ კა­ნო­ნებს იღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში კვლავ შე­მო­ი­ღეს სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი. ჩვენ 1937 წელ­თან ახ­ლოს ვართ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აღარ იცავს.

"სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის რეპ­რე­სი­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად იქცა. ბოლო თვე­ებ­ში სა­სა­მარ­თლოს მიერ არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა მი­ღე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის და­ბა­დე­ბის მომსწრე­ნი ვართ. ამ ყვე­ლაფ­რის უკან ერთი კაცი დგას, რო­მელ­საც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აკის­რია და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. ოდეს­ღაც პერ­სპექ­ტი­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის თავ­ზე რუ­სუ­ლი სტი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­ის აჩ­რდი­ლი დგას, ყო­ვე­ლი­ვე ამის უკან კი რუ­სე­თის აჩ­რდი­ლია“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"

"გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც დღეს ამავე იდეალებისთვის იბრძვიან და გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა გუშინ პრაღაში, დღეს უკრაინაში!" - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ჩეხეთის სენატში საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

"9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. კიდევ ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა...

მაგრამ ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას - ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ, ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას.

"დღეს თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ. საქართველო ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენს თვალწინ რეალურ დროში იშლება ჩვენი დემოკრატია. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაკავებით უპირისპირდებიან, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ასობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმებს აკისრებენ არასამთავრობო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. "უცხოური აგენტების შესახებ“ დამატებითი ახალი კანონი მიიღეს, რუსული კანონის ასლი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშო. ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებენ. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ შემოიღეს სახელმწიფოს ღალატი. ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუტები მოსახლეობას აღარ იცავს.

"სასამართლო სისტემა მმართველი პარტიისთვის რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა. ბოლო თვეებში სასამართლოს მიერ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროკურატურის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ. ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ. ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, რომელსაც ანგარიშვალდებულება არ აკისრია და ხელშეუხებელია. ოდესღაც პერსპექტიული ევროპული დემოკრატიის თავზე რუსული სტილის ავტოკრატიის აჩრდილი დგას, ყოველივე ამის უკან კი რუსეთის აჩრდილია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.