მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის მორიგი ბრძანება მიგრანტებზე - "მათ, ვინც აშშ-ში შესასვლელად ბაიდენის დროინდელი აპლიკაცია გამოიყენეს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ"
ტრამპის მორიგი ბრძანება მიგრანტებზე - "მათ, ვინც აშშ-ში შესასვლელად ბაიდენის დროინდელი აპლიკაცია გამოიყენეს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ"

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მიგ­რან­ტებ­მა, რომ­ლებ­საც ბა­ი­დე­ნის დრო­ინ­დე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დრო­ე­ბით ცხოვ­რე­ბის ნება ეძ­ლე­ო­დათ, ქვე­ყა­ნა “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ” უნდა და­ტო­ვონ.

  • 2023 წლის იან­ვრი­დან, აპ­ლი­კა­ცი­ის CBP One გა­მო­ყე­ნე­ბით ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის ნება 900,000-ზე მეტ ადა­მი­ანს და­ერ­თო. პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით მათ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ.

კრის­ტი ნო­ე­მის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და: "ამ უფ­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა არის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ ხალ­ხს შე­ვუს­რუ­ლეთ, რათა ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბი და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და­ვიც­ვათ."

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ CBP One-ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი ში­ნა­არ­სით შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­იგ­ზავ­ნა, მაგ­რამ არ უთ­ქვამთ, რამ­დენ­თან. მათ მიგ­რან­ტებს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი თვით დე­პორ­ტა­ცი­ის­კენ იმა­ვე აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­უ­წო­დეს. აპ­ლი­კა­ცი­ას ამ­ჟა­მად სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვა და CBP Home ეწო­დე­ბა.

  • უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით­ვე, სი­ახ­ლე და­ემ­თხვა გან­ცხა­დე­ბას, რომ ისი­ნი, ვინც აშშ-ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან და წას­ვლა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, ბრძა­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბამ­დე დღე­ში 998 დო­ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

“თუ არ წავ­ლენ, შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევთ, - გა­ნა­ცხა­და DHS-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, - ეს მო­ი­ცავს 998 დო­ლა­რის ჯა­რი­მას ყო­ვე­ლი დღის­თვის, რა­საც არა­ლე­გა­ლი უცხო­ე­ლი სა­ბო­ლოო დე­პორ­ტა­ცი­ის ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ატა­რებს”.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჯა­რი­მე­ბის შე­მო­ღე­ბას 1996 წლის იშ­ვი­ა­თად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გეგ­მა­ვენ, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, და­წეს­დეს ჯა­რი­მე­ბი მათ­თვის, ვინც გა­ძე­ვე­ბის ბრძა­ნე­ბებს არი­დებს თავს. კა­ნო­ნი პირ­ვე­ლად 2018 წელს, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს აღ­სრულ­და. თუმ­ცა, ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წესი 2021 წელს შე­ა­ჩე­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჯა­რი­მე­ბი "არა­ე­ფექ­ტუ­რი და არა­სა­ჭი­რო დამ­სჯე­ლი ზომა" იყო.

  • "დროა, და­ტო­ვოთ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი," - მის­წე­რა შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ჰონ­დუ­რა­სელ ოჯახს, რო­მე­ლიც აშშ-ში გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს შე­ვი­და.

მე­ი­ლით მი­ღე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მებ­ზე სხვებ­მაც გა­ა­ზი­ა­რეს. Al Otro Lado-მ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მე­ლიც მიგ­რან­ტებს იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას უწევს, გა­ნა­ცხა­და, რომ ზოგი მიგ­რან­ტი, ვინც ეს წე­რი­ლე­ბი მი­ი­ღო, ჰონ­დუ­რა­სი­დან, სალ­ვა­დო­რი­დან და მექ­სი­კი­და­ნაა.

CBP One შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შეს­ვლის ლე­გა­ლუ­რი გზე­ბის შე­საქ­მნე­ლად და გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის ქვა­კუ­თხე­დი იყო და მიზ­ნად სა­ზღვრის არა­ლე­გა­ლუ­რი გა­დაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბას ისა­ხავ­და. დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის, CBP One-ის მეშ­ვე­ო­ბით 936,500 ადა­მი­ანს ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ მექ­სი­კის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბის გავ­ლით ამე­რი­კა­ში შე­სუ­ლი­ყო. პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა CBP One-ით შე­მომ­სვლე­ლე­ბის­თვის უფ­ლე­ბა გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში შე­ზღუ­და, რის შე­დე­გა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აშშ-ს სა­ზღვარ­ზე უნდა გა­და­სუ­ლი­ყო, მექ­სი­კა­ში ჩარ­ჩა.

ტრამპმა დრო­ე­ბი­თი სტა­ტუ­სი მრა­ვა­ლი ისე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ა­უქ­მა, რომ­ლებ­მაც ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად მი­ი­ღეს სარ­გე­ბე­ლი. შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ორ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნის მიერ ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ "კი­დევ უფრო გა­აღ­ვი­ვა სა­ზღვრის ყვე­ლა­ზე მძი­მე კრი­ზი­სი აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში".

ჯა­რი­მე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშშ-ში 1.6 მი­ლი­ონ მიგ­რანტზე გავ­რცელ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცია ასე­ვე გეგ­მავს, ამო­ი­ღოს იმ პირ­თა ქო­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და­ზე უარს ამ­ბო­ბენ. აშშ-ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მიგ­რან­ტე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნილ ელ. ფოს­ტა­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მიგ­რან­ტე­ბის აქ­ტი­ვე­ბის ამო­ღე­ბა იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ტრამპის მორიგი ბრძანება მიგრანტებზე - "მათ, ვინც აშშ-ში შესასვლელად ბაიდენის დროინდელი აპლიკაცია გამოიყენეს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ"

ტრამპის მორიგი ბრძანება მიგრანტებზე - "მათ, ვინც აშშ-ში შესასვლელად ბაიდენის დროინდელი აპლიკაცია გამოიყენეს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ"

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიგრანტებმა, რომლებსაც ბაიდენის დროინდელი აპლიკაციის გამოყენებით შეერთებულ შტატებში დროებით ცხოვრების ნება ეძლეოდათ, ქვეყანა “დაუყოვნებლივ” უნდა დატოვონ.

  • 2023 წლის იანვრიდან, აპლიკაციის CBP One გამოყენებით ქვეყანაში შესვლის ნება 900,000-ზე მეტ ადამიანს დაერთო. პრეზიდენტის უფლებამოსილებით მათ შეერთებულ შტატებში ორი წლის განმავლობაში დარჩენისა და მუშაობის უფლება ეძლეოდათ.

კრისტი ნოემის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა: "ამ უფლებების გაუქმება არის პირობა, რომელიც ამერიკელ ხალხს შევუსრულეთ, რათა ჩვენი საზღვრები და ეროვნული უსაფრთხოება დავიცვათ."

ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ CBP One-ის ბენეფიციარებთან აღნიშნული შინაარსით შეტყობინებები გაიგზავნა, მაგრამ არ უთქვამთ, რამდენთან. მათ მიგრანტებს ნებაყოფლობითი თვით დეპორტაციისკენ იმავე აპლიკაციის გამოყენებით მოუწოდეს. აპლიკაციას ამჟამად სახელი გადაერქვა და CBP Home ეწოდება.

  • უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობითვე, სიახლე დაემთხვა განცხადებას, რომ ისინი, ვინც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან და წასვლაზე უარს ამბობენ, ბრძანების მიღებიდან ქვეყნის დატოვებამდე დღეში 998 დოლარით დაჯარიმდებიან.

“თუ არ წავლენ, შედეგების მიღება მოუწევთ, - განაცხადა DHS-ის წარმომადგენელმა, - ეს მოიცავს 998 დოლარის ჯარიმას ყოველი დღისთვის, რასაც არალეგალი უცხოელი საბოლოო დეპორტაციის ბრძანების შემდეგ ქვეყანაში ატარებს”.

ოფიციალური პირები ჯარიმების შემოღებას 1996 წლის იშვიათად გამოყენებული კანონის საფუძველზე გეგმავენ, რომელიც საშუალებას იძლევა, დაწესდეს ჯარიმები მათთვის, ვინც გაძევების ბრძანებებს არიდებს თავს. კანონი პირველად 2018 წელს, რესპუბლიკელების პირველი ვადის დროს აღსრულდა. თუმცა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წესი 2021 წელს შეაჩერა და განაცხადა, რომ ჯარიმები "არაეფექტური და არასაჭირო დამსჯელი ზომა" იყო.

  • "დროა, დატოვოთ შეერთებული შტატები," - მისწერა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰონდურასელ ოჯახს, რომელიც აშშ-ში გასული წლის ბოლოს შევიდა.

მეილით მიღებული ანალოგიური წერილი სოციალურ მედია პლატფორმებზე სხვებმაც გააზიარეს. Al Otro Lado-მ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მიგრანტებს იურიდიულ დახმარებას უწევს, განაცხადა, რომ ზოგი მიგრანტი, ვინც ეს წერილები მიიღო, ჰონდურასიდან, სალვადორიდან და მექსიკიდანაა.

CBP One შეერთებულ შტატებში შესვლის ლეგალური გზების შესაქმნელად და გასაფართოებლად ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის ქვაკუთხედი იყო და მიზნად საზღვრის არალეგალური გადაკვეთის შემცირებას ისახავდა. დეკემბრის ბოლოსთვის, CBP One-ის მეშვეობით 936,500 ადამიანს ჰქონდა მოპოვებული უფლება, რომ მექსიკის საზღვრის გადაკვეთის პუნქტების გავლით ამერიკაში შესულიყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBP One-ით შემომსვლელებისთვის უფლება გაპრეზიდენტების პირველივე დღეებში შეზღუდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი, რომელიც აშშ-ს საზღვარზე უნდა გადასულიყო, მექსიკაში ჩარჩა.

ტრამპმა დროებითი სტატუსი მრავალი ისეთი ადამიანისთვის გააუქმა, რომლებმაც ბაიდენის პოლიტიკის შედეგად მიიღეს სარგებელი. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებამ "კიდევ უფრო გააღვივა საზღვრის ყველაზე მძიმე კრიზისი აშშ-ის ისტორიაში".

ჯარიმები, სავარაუდოდ, აშშ-ში 1.6 მილიონ მიგრანტზე გავრცელდება. ადმინისტრაცია ასევე გეგმავს, ამოიღოს იმ პირთა ქონება, რომლებიც ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობენ. აშშ-ის თანამდებობის პირები მიგრანტებისთვის გაგზავნილ ელ. ფოსტაში განიხილავდნენ, თუ როგორ შეიძლება მიგრანტების აქტივების ამოღება იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო აქტივების ჩამორთმევის განყოფილების დახმარებით.

წყარო