საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშვიათი დაავადებით დაღუპული მეუღლე და დიდი გაჭირვება, რომელმაც შვილთან ერთად ქუჩაში გამოიყვანა - როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ
იშვიათი დაავადებით დაღუპული მეუღლე და დიდი გაჭირვება, რომელმაც შვილთან ერთად ქუჩაში გამოიყვანა - როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ

ისე, მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი 1989 წლის 9 აპ­რილს და­უ­კავ­შირ­და. ის თა­ვი­სი ფან­დუ­რით იმ ტრა­გი­კულ ღა­მეს სიმ­ღე­რით, შე­უ­პოვ­რად დახ­ვდა რუს­თა­ველ­ზე მო­სულ რუ­სულ ჯარს და ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და... 9 აპ­რი­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ლელა ვე­ფხვა­ძე უკვე 30 წე­ლია, თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მღე­რის...

მის­თვის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ შშმ პირი ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან შებ­რძო­ლე­ბას მუდ­მი­ვად ახერ­ხებს. მას­თან ერ­თად, კი­დევ ერთხელ, თვა­ლი გა­და­ვავ­ლეთ მის არც ისე მარ­ტივ ცხოვ­რე­ბას.

- იმ აქ­ცი­ებ­ზე, იმ დღე­ებ­ში ოთხნი ვმღე­რო­დით. 9 აპ­რი­ლის სა­ღა­მო­საც წა­ვე­დით, თუმ­ცა წას­ვლა არ ვა­პი­რებ­დით, სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყვი­ტეთ. რად­გან არ მივ­დი­ო­დით, შემ­ღე­რე­ბუ­ლე­ბიც არ ვი­ყა­ვით, რუს­თა­ველ­ზე რომ მი­ვე­დით, იქვე შევმღერ­დით... ის­ტო­რი­ა­ში შეხ­ვე­დი­თო, მი­თხა­რით, - ამას რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, ყო­ველ ჯერ­ზე გული მწყდე­ბა. მარ­ტო მე არა, „ჩემი გო­გო­ე­ბიც“ - ასე ვე­ძახ­დი მათ, შე­ვიდ­ნენ. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არა­ნაკ­ლე­ბია. ჩვე­ნი ოთხე­უ­ლი­დან ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ მე ვარ. ისი­ნიც უსი­ნათ­ლო­ე­ბი იყ­ვნენ და დღეს თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან მაკ­ლია... კი, იმ ღა­მე­საც ოთხი­ვე ვმღე­რით... მერე იმ არე­უ­ლო­ბა­ში კა­ბე­ლი გა­წყდა ჩვე­ნი ხმა აღარ ის­მო­და...

- ფაქ­ტობ­რი­ვად რუს­თა­ველ­ზე მო­სულ მეტრს სიმ­ღე­რით დახ­ვდით...

- კი, ასე იყო და სიმ­ღე­რაც, რა­საც ვმღე­რო­დით, ისიც სიმ­ბო­ლუ­რია. ეს იყო "სა­ლა­ღო­ბოს" - ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სხვა ვერ­სია. ასე მოგ­წონ­და და თი­ნი­კომ, ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, ეს ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, იმ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ვა­კე­თეთ, რაც იმ ცნო­ბილ კად­რებ­ში ის­მის. ამ სიმ­ღე­რას წინა დღე­ებ­შიც ვას­რუ­ლებ­დით, ხალ­ხი სხვა­ნა­ი­რად გვხდე­ბო­და, მუხტს სწევ­და და სა­ო­ცარ ემო­ცი­ას იწ­ვევ­და... იმ ღა­მე­საც ფან­დუ­რი რომ გა­ვამ­ზა­დე, უნდა წაგ­ვემ­ღე­რა, ზვი­ად­მა და მე­რაბ­მაც ეს სიმ­ღე­რა გვთხო­ვეს...

- იმ მძი­მე წუ­თებ­ში რო­გორ გა­დარ­ჩით?

- ტან­კე­ბი რომ შე­მო­ვი­და, ტრი­ბუ­ნა­ზე ვი­ყა­ვით, ყვე­ლამ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ ამო­ი­წია და ჩვენც ნელ-ნელა უკან და­ვი­ხი­ეთ. მე, თი­ნი­კო, დო­ნა­რა და ზა­ი­რა (ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი იყო, დე­და­ჩე­მის ტოლი, მაგ­რამ შე­მარ­თუ­ლი ქალი გახ­ლდათ. კარ­გი ბანი ჰქონ­და) ერ­თად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, რომ ყვე­ლა­ნი და­ვიქ­საქ­სეთ. ერთი მო­მენ­ტში ხალ­ხის ტალ­ღამ ზე­მოთ ძა­ლი­ან ამო­ი­წია და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის კე­დელს მი­ვე­კა­რი. ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი, ყვე­ლა მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ წინ იდგა. უჰა­ე­რო­ბის­გან ვხვდე­ბო­დი, რომ გო­ნე­ბას ვა­კარ­გავ­დი. მერე არ ვიცი, რა მოხ­და, რა­ღაც­ნა­ი­რად ხალ­ხი გა­ი­ფან­ტა, და­ი­შა­ლა, ხე­ლის ცე­ცე­ბით კე­დელს გავ­ყე­ვი, ორი­ენ­ტა­ცია არ მი­ჭირს და მა­შინ­დე­ლი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დი და ასე ხე­ლით მივ­ყვე­ბო­დი. მერე პირ­ველ სკო­ლა­სა და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას შო­რის ქუ­ჩა­ზე გა­ვე­დი. უნდა ჩავმხრჩვა­ლი­ყა­ვი, მა­ღა­ლი ბორ­დი­უ­რი იყო და ჩემი დის კი­ვი­ლი მო­მეს­მა - ლე­ლა­კო, მიშ­ვე­ლეე! - ჩემი და გან­წი­რუ­ლი ხმით ყვი­რო­და...

მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის კორ­დონ­ში ისევ შევ­ბრუნ­დი, - ძლივს გა­მოხ­ვე­დი, სად მი­დი­ხარ­თო?! - მი­თხრეს. ჩემი და კი­ვის, უნდა ვი­პო­ვო და მი­ვი­დე-მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მი­ვა­გე­ნი. და, რო­მელ­საც ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და თი­ნი­კო ერ­თმა­ნეთს მიჰკვროდ­ნენ. მოვ­კი­დე მათ ხელი და იმ გზით გა­მო­ვიყ­ვა­ნე, რა გზი­თაც მე გა­მო­ვე­დი. მა­ნამ­დეც მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, თუ და­ვი­კარ­გე­ბო­დით, ჩვენს თა­ნამ­შრო­მელ­თან, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მოგ­ვე­ყა­რა თავი. სა­მი­ვე გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩის­კენ და­ვი­ძა­რით. პირ­ველ სკო­ლას­თან მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, უკან ჯა­რის­კა­ცე­ბი მოგ­ვდევ­დნენ, მათი ნა­ლე­ბი­ა­ნი ჩექ­მე­ბის ხმა ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის. უკვე ვგრძნობ­დით, რომ ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით, პა­ტა­რა გამ­ხდარ გო­გო­ებს რა შეგ­ვეძ­ლო?! მათ ვერ და­ვეხ­სნე­ბო­დით, ჯერ მარ­ტო ჩვე­ნი მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ასე­ვე ემო­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მერე ჩვენ წინ ბი­ჭებ­მა გა­ირ­ბი­ნეს, მათ გა­ე­კიდ­ნენ და ასე გა­დავ­რჩით... ერ­თმა ბიჭ­მა გვი­თხრა, მი­წის­ქვე­შა გა­და­სავ­ლელ­თან არ გა­ჩერ­დეთ, აქე­თაც და იქი­თაც ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ა­ნო და იმ მხა­რეს წა­ვე­დით, სა­ი­და­ნაც ჩა­მო­ვე­დით... ბე­სი­კის ქუ­ჩას ავუ­ყე­ვით, სა­დაც რა­ღაც ავ­ტო­ბუ­სი იდგა, დარ­ბე­ულ ხალ­ხს აგ­რო­ვებ­და და მერე იმ ავ­ტო­ბუს­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა. ცოტა ხან­ში გა­მო­ცხად­და, რომ მსხვერ­პლი იყო და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. მე­გობ­რე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყეთ. პრო­ზექ­ტუ­რა­შიც ვი­ყა­ვით, სა­დაც სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, ენით აუ­წე­რე­ლი... ვი­საც ვე­ძებ­დით, იქ არ აღ­მოჩ­ნდა...

გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უსი­ნათ­ლო­ე­ბი და­ი­ხოც­ნე­ნო. ამან უფრო და­მა­დარ­დი­ა­ნა. არა­და, ყვე­ლა მე წა­ვიყ­ვა­ნე იმ ღა­მეს, ავი­ყო­ლიე. მათ რომ რამე მოს­ვლო­დათ, თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი. მათი ქმრე­ბიც კი და­ვი­ყო­ლიე, რომ წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ნი გა­დავ­რჩით, მაგ­რამ მო­წამ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ოთხი­ვეს ცრემ­ლდე­ნა გვქონ­და და ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა... 2 კვი­რის მან­ძილ­ზე არ­სად მივ­სულ­ვართ, თით­ქოს გვე­რი­დე­ბო­და, ხალ­ხი და­ი­ხო­ცა და ჩვენ მო­წამ­ვლას ვჩი­ო­დით. ამ ტრა­გე­დი­ი­სას კარ­გი ის იყო, რომ ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო იგ­რძნო­ბო­და, ყვე­ლა გვე­ფე­რე­ბო­და... ბევ­რმა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, „9 აპ­რი­ლის“ მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, მათ შო­რის ისე­თებ­მა, სა­ერ­თოდ რომ არ ყო­ფი­ლან იქ... ჩვენ 9 აპ­რი­ლის მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სი არ გვქონ­და მა­შინ. არა­და, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში შუ­ქის და გა­ზის გა­და­სა­ხადს არ იხ­დიდ­ნენ. როცა 9 აპ­რი­ლის კო­მი­ტეტს მი­ვა­კი­თხეთ, ჩვენც მოგ­ვეხ­მა­რეთ-თქო. ცნო­ბა მოგ­ვი­ტა­ნეთ, რომ 9 აპ­რი­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხარ­თო...

- თქვე­ნი ამ­ბე­ბის თხრო­ბა­ზე გა­და­ვი­დეთ. მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა თან­და­ყო­ლი­ლია?

- კი. გე­ნე­ტი­კუ­რი კა­ტა­რაქ­ტა კია, მაგ­რამ ჩემს თავს საკ­მა­ოდ გვი­ან მივ­ხე­დე. თან ახალ­გაზ­რდა რომ ვი­ყა­ვი, ჩვენ­თან მე­დი­ცი­ნა ასე არც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ოპე­რა­ცია მერე მა­ინც გა­ვი­კე­თე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. არა­და, მხედ­ვე­ლო­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ 4-5% უნდა მქო­ნო­და. 1%-იც ვერ ვიგ­რძე­ნი. 100%-დან 1%-ის ნა­ხე­ვა­რი მაქვს. მერე ჩემს თავ­ზე აღარც მი­ფიქ­რია, შვი­ლე­ბი მყავ­და, მათ­ზე ვზრუ­ნავ­დი. ამ მხედ­ვე­ლო­ბის ფონ­ზე ჩე­მით დავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს ჩე­მით ვა­კე­თებ. 2 შვი­ლი ისე დავ­ზარ­დე, არც ხელი მო­მი­ხე­ხავს, არც ფეხი. შვი­ლე­ბი არც ჭუ­ჭყი­ა­ნი მი­ტა­რე­ბია და მათ­თვის არც გა­ნა­თე­ბა და­მიკ­ლია - ორი­ვე უმაღ­ლე­სი გა­ნა­თე­ბით არი­ან. ცხა­დია, ამ ყვე­ლა­ფერ­ში თვი­თო­ნაც წა­მომ­ყვნენ.

- მშობ­ლებ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მამა იმე­რე­თი­დან იყო, დედა მო­ხე­ვე მყავს, ყაზ­ბე­გი­დან. ფი­ლო­ლო­გი მამა თა­ვი­სი ქვეყ­ნის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი, პატ­რი­ო­ტი გახ­ლდათ. სამი გო­გოს სა­ქარ­თვე­ლოს მოყ­ვა­რუ­ლად გვზრდი­და... თა­ვა­დაც უსი­ნათ­ლო იყო...

ჩემი უფ­რო­სი და მხედ­ვე­ლია, ამი­ტომ მამა მას სთხოვ­და, რომ ჩემ­თვის და მე­ო­რე დის­თვის, რო­მელ­საც ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, სა­ნამ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, ზღაპ­რე­ბი, ლექ­სე­ბი წა­ე­კი­თხა. მამა თვი­თო­ნაც კარგ ლექ­სებს წერ­და... უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით, იქ კი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი იყო, რა­საც ვის­მენ­დით. წიგ­ნე­ბის კი­თხვა თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და. სა­ერ­თოდ გა­ნათ­ლე­ბას და ინ­ტე­ლექტს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს... ჩვენს სკო­ლა­ში იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც მხედ­ვე­ლო­ბა არ ჰქონ­დათ და ძა­ლი­ან წუხ­დნენ. ეს მეც მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვამ­ბობ­დი, ოღონდ, წიგ­ნის კი­თხვა შე­მეძ­ლოს და მეტი არა­ფე­რი მინ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ მე მა­ინც ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის წრე­ში გა­ვი­ზარ­დე და ასე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გან­ვიც­დი­დი.

- სკო­ლის შემ­დეგ რა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეთ?

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე და მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ მხედ­ვე­ლო­ბის გამო, გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბა მქონ­და. ამ პრობ­ლე­მამ საკ­მა­ოდ იჩი­ნა თავი, რად­გან წა­სა­კი­თხი ბევ­რი იყო. კარ­გი კურ­სი მყავ­და, მი­კი­თხავ­დნენ და მოკ­ლე ში­ნა­არს ვუყ­ვე­ბო­დი, - გა­მოც­დებს ასე ვა­ბა­რებ­დი. ძნე­ლია, როცა თვი­თონ ვერ კი­თხუ­ლობ, ასეთ დროს აღ­ქმა ჭირს.ინ­სტი­ტუ­ტში რომ ჩა­ვა­ბა­რე, ნატო უკვე მყავ­და და მაგ პე­რი­ოდ­ში ისიც სკო­ლა­ში შე­ვი­და. ამი­ტომ სკო­ლა­სა და ინ­სტი­ტუტს შო­რის ვი­ყა­ვი გაჭ­რი­ლი. თან 1993-1994 წლე­ბი იყო, შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვის, უშუ­ქო­ბის, უგა­ზო­ბის პე­რი­ო­დი... აუ­დი­ტო­რი­ე­ბი გა­ყი­ნუ­ლი იყო... ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი გვას­წავ­ლი­და. აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ისე ცი­ო­და, როცა ვმღე­რო­დით, ორ­თქლი ამოგ­ვდი­ო­და. ნატო ხში­რად მში­ე­რი იყო, მე ვიკ­ლებ­დი და მას ვაჭ­მევ­დი, დე­დის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ასა­ტა­ნად კა­ტას­ტრო­ფაა... თან მაგ პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რე­ბიც და­ი­ხუ­რა, არა­და, კა­პე­ლა­ში ვმღე­რო­დი, მაგ­რამ სახ­ლში დაჯ­დო­მამ მოგ­ვი­წია...

- 90-იანი წლებ­ში ყვე­ლას უჭირ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, თქვენ გა­მორ­ჩე­უ­ლად რთუ­ლი პე­რი­ო­დი გქო­ნი­ათ...

- ასე იყო... ლო­ბიო 90-ია­ნებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მო­სახ­მა­რი პრო­დუქ­ტი იყო და ერთხე­ლაც რომ მოვ­ხარ­შე, შუქი ჩაქ­რა. ტა­ფა­ზე დაჭ­რი­ლი ხახ­ვი ქუ­რა­ზე შე­მოდ­გმუ­ლი დამ­რჩა. ამა­სო­ბა­ში ბავ­შვსაც და­ე­ძი­ნა, რომ გა­იღ­ვი­ძა იტი­რა, მივხდე, დე­ნიც მო­ვი­და. ქუ­რა­ზე დად­გმუ­ლი ტაფა აღარ მახ­სოვ­და და ხახ­ვი და­იწ­ვა. რა­ღაც ვი­ზამ­დი?! მეტი ხახ­ვი არც მქონ­და და ლო­ბიო ვერ შე­ვა­ნე­ლე... შემ­დეგ სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, - მორ­ჩა, ჩემი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მენ­ტა­ლი­ტე­ტი - ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე უნდა გა­დავ­დო. შვი­ლი მში­ე­რი აღარ უნდა იყოს. სა­კუ­თარ თავ­თან მძი­მე ბრძო­ლა გა­ვი­ა­რე, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ვიზ­რდე­ბო­დით, მა­შინ ქუ­ჩა­ში გას­ვლა და მღე­რა, სირ­ცხვი­ლად ით­ვლე­ბო­და.

- ქუ­ჩა­ში სამ­ღერ­ლად პირ­ვე­ლად მა­შინ გახ­ვე­დით?

- კი. ვთქვი, შვი­ლის შიმ­შილს ვე­ღარ და­ვუშ­ვებ-მეთ­ქი და მე და ნა­ტა­ლია ქუ­ჩა­ში ერ­თად გა­ვე­დით. სა­ერ­თოდ, წლი­სა და სამი თვი­დან კარ­გად მღე­რო­და და დედა-შვი­ლი ის­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ვე­დით. მე ფან­დურ­ზე ვუკ­რავ­დი და ის მღე­რო­და, - ასე და­ვი­წყეთ. ის რომ მღე­რო­და, მე ვტი­რო­დი... მა­საც მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და ჩემს ტი­რილს ვერ ხე­დავ­და... თვე­ზე მეტი ხმას ვერ ვი­ღებ­დი, მხო­ლოდ ვუკ­რავ­დი, ბოღ­მა მახ­რჩობ­და, ვდარ­დობ­დი, რომ ბავ­შვი ქუ­ჩა­ში გა­მო­საყ­ვა­ნად გა­ვი­მე­ტე... თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად შიმ­ში­ლის­გან გვიხ­სნა.

ლელა და ნა­ტა­ლი

- და იმ წუ­თის­თვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გაზა თქვენ­თვის სწო­რედ ეს აღ­მოჩ­ნდა, ხომ?

- კი, ფაქ­ტობ­რი­ვად ორი­ვეს მიერ გა­დად­გმუ­ლი... თუ ფი­ზი­კუ­რად არ გა­დარ­ჩი, რამ­დე­ნიც გინ­და, სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი იყა­ვი, - ფი­ზი­კუ­რო­ბა თუ არ მოგ­ყვე­ბა, გა­გი­ჭირ­დე­ბა. ნა­ტა­ლი­ას­თვი­საც რო­გო­რი იყო? მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ, მას კი უნდა ემ­ღე­რა. მარ­თა­ლია იქ დიდ­ხანს არ ვრჩე­ბო­დით, მაქ­სი­მუმ 2 სა­ა­თი, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას და ხმას ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში ხომ ვი­ყა­ვით?! მერე უკვე სიმ­ღე­რა­ში მეც ჩა­ვე­ნაც­ვლე. გა­ბე­დუ­ლე­ბაც მო­მე­მა­ტა, თავ­შიც ძალა ვი­პო­ვე, რომ მემ­ღე­რა.იქ დგო­მა მარ­ტი­ვი ბევ­რი კუ­თხით არ იყო. შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ფრა­ზებს ვის­მენ­დით, არ გვა­ჩე­რებ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან გვაგ­დებ­დნენ... ნა­ტა­ლია 14-15 წლის რომ გახ­და, მივ­ხვდი, იქ მყო­ფი ბი­ჭე­ბი უკვე სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ­დნენ და ვთქვი, მორ­ჩა, ქუ­ჩა­ში აღარ იდ­გე­ბა-მეთ­ქი და სიმ­ღე­რა მარ­ტომ გა­ვაგ­რძე­ლე... მერე მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლიც შე­მე­ძი­ნა...

- ქუ­ჩამ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შეგ­მა­ტათ?

- კი, სტი­მუ­ლიც მომ­ცა და იმა­ში და­მარ­წმუ­ნა, რომ მე შე­მიძ­ლია. შვი­ლე­ბი მშივ­რე­ბი არ მყავ­და და ჩა­საც­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დათ. არა­და, ნატო იქ პირ­ვე­ლად და­ხე­უ­ლი ბო­ტა­სით და და­ხე­უ­ლი ქურ­თუ­კით გა­ვიყ­ვა­ნე, რად­გან მეტი არ ჰქონ­და... ქუ­ჩამ გარ­და იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რად გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მე მომ­ღერ­ლად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა. გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა.

- სა­ერ­თოდ მუ­სი­კა რო­გორ გაჩ­ნდა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სკო­ლა, სა­დაც დავ­დი­ო­დით, ყო­ველ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო. პე­და­გო­გე­ბიც საკ­მა­ოდ კარ­გი გვყავ­და. იქ იყო პა­ტა­რე­ბის და დი­დე­ბის სიმ­ღე­რის გუნ­დი. ცოტა ხანს ვი­ყა­ვი პა­ტა­რე­ბის გუნდში, მერე დი­დი­ებ­თან გა­და­მიყ­ვა­ნეს. მე-7 კლას­ში რომ გა­და­ვე­დი, სკო­ლა­ში პე­და­გო­გი - ავთო მოდ­რე­კი­ლა­ძე მო­ვი­და. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­ვი­ლი იყო, სკო­ლა­ში ხალ­ხურ საკ­რავ­თა ორ­კესტრი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო. ორ­კესტრში ამიყ­ვა­ნეს, ფან­დუ­რი შე­მას­წავ­ლეს და ამ ინ­სტრუ­მენტზე ვუკ­რავ­დი. სა­ლა­მუ­რის შეს­წავ­ლაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, - გოგო და სა­ლა­მუ­რი ერ­თად არ გა­მო­ვაო. მა­ნამ­დე ორ­კესტრში სა­ლა­მურ­ზე ბიჭი უკ­რავ­და და მას ვთხოვ­დი, რა­ღა­ცე­ბი აეხ­სნა, ეს­წავ­ლე­ბი­ნა. მას­წავ­ლი­და. იმ ბიჭ­მა სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა და წა­ვი­და, მას­წავ­ლე­ბელს და­ვუმ­ტკი­ცე, რომ გო­გო­საც შე­ეძ­ლო სა­ლა­მუ­რის დაკ­ვრა. უკვე ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი ვი­ცო­დი და ორ­კესტრში სა­ლა­მურ­ზე ვუკ­რავ­დი... სა­ერ­თოდ მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­მის­გა­ნაც მომ­ყვე­ბა, საკ­მა­ოდ კარ­გად მღე­რო­და. დე­და­საც კარ­გი სმე­ნა ჰქონ­და. მოკ­ლედ, მუ­სი­კა ჩემ­თან ასე მო­ვი­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 9 აპ­რი­ლის მო­ნა­წი­ლე მომ­ღე­რა­ლი ლელა ვე­ფხვა­ძე ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა - 2022 წელი

- მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვით?

- მე­უღ­ლე 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და - ტვი­ნის ქერ­ქის ატრო­ფია. ისიც უსი­ნათ­ლო იყო. 4 წელი მე და ჩემ­მა უმ­ცროს­მა გო­გომ მას­თან ერ­თად სრულ ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­ვი­ა­რეთ. რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს, ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზეზს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მე­დი­ცი­ნა ვერ ად­გენს. ექი­მი არ და­მი­ტო­ვე­ბია, ყვე­ლას­თან მყავ­და. ქერ­ქის ატრო­ფია ტვი­ნის იმ სფე­რო­ში იყო, რო­მე­ლიც გო­ნე­ბას მარ­თავს... ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ვე­რა­ვის გვცნობ­და. 61 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

- რამ­დე­ნი რამ გაქვთ გა­და­ტა­ნი­ლი...

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ოპ­ტი­მიზ­მი შემ­რჩა. პე­სი­მის­ტი არ ვარ. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა. თუ შენ ცხოვ­რე­ბას სწო­რად მიჰ­ყვე­ბი, უფა­ლიც მო­გეხ­მა­რე­ბა და ფეხ­ზე მა­ინც დად­გე­ბი. ჩემი უმ­ცრო­სი გო­გო­ნა მხედ­ვე­ლია და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც მხედ­ვე­ლი მყავს. ნა­ტა­ლი­სა­გან ერთი მყავს და ანა­ნოს­გან ერთი. ქუ­ჩა­ში რომ გა­ვე­დი, სწო­რედ იმა­ზეც ვფიქ­რობ­დი, რომ რამ­დე­ნად სწო­რი იქ­ნე­ბო­და ხალ­ხის რე­აქ­ცია ჩემ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. მად­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს მათ­მა სით­ბომ და სიყ­ვა­რულ­მა გა­მაძ­ლე­ბი­ნა დღემ­დე. დიდი სით­ბო მო­დის. ეს დიდი სტი­მულს და ენერ­გი­ას მაძ­ლევს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ვიმ­ღე­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

იშვიათი დაავადებით დაღუპული მეუღლე და დიდი გაჭირვება, რომელმაც შვილთან ერთად ქუჩაში გამოიყვანა - როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ

იშვიათი დაავადებით დაღუპული მეუღლე და დიდი გაჭირვება, რომელმაც შვილთან ერთად ქუჩაში გამოიყვანა - როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ

ისე, მოხდა, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი 1989 წლის 9 აპრილს დაუკავშირდა. ის თავისი ფანდურით იმ ტრაგიკულ ღამეს სიმღერით, შეუპოვრად დახვდა რუსთაველზე მოსულ რუსულ ჯარს და ისტორიაში შევიდა... 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალბატონი, ლელა ვეფხვაძე უკვე 30 წელია, თბილისის მეტროში მღერის...

მისთვის ცხოვრება მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ შშმ პირი ყველა წინააღმდეგობასთან შებრძოლებას მუდმივად ახერხებს. მასთან ერთად, კიდევ ერთხელ, თვალი გადავავლეთ მის არც ისე მარტივ ცხოვრებას.

- იმ აქციებზე, იმ დღეებში ოთხნი ვმღეროდით. 9 აპრილის საღამოსაც წავედით, თუმცა წასვლა არ ვაპირებდით, სპონტანურად გადავწყვიტეთ. რადგან არ მივდიოდით, შემღერებულებიც არ ვიყავით, რუსთაველზე რომ მივედით, იქვე შევმღერდით... ისტორიაში შეხვედითო, მითხარით, - ამას რომ მეუბნებიან, ყოველ ჯერზე გული მწყდება. მარტო მე არა, „ჩემი გოგოებიც“ - ასე ვეძახდი მათ, შევიდნენ. მათი დამსახურებაც არანაკლებია. ჩვენი ოთხეულიდან ცოცხალი მხოლოდ მე ვარ. ისინიც უსინათლოები იყვნენ და დღეს თითოეული ძალიან მაკლია... კი, იმ ღამესაც ოთხივე ვმღერით... მერე იმ არეულობაში კაბელი გაწყდა ჩვენი ხმა აღარ ისმოდა...

- ფაქტობრივად რუსთაველზე მოსულ მეტრს სიმღერით დახვდით...

- კი, ასე იყო და სიმღერაც, რასაც ვმღეროდით, ისიც სიმბოლურია. ეს იყო "სალაღობოს" - ხალხური სიმღერის სხვა ვერსია. ასე მოგწონდა და თინიკომ, ერთ-ერთმა მეგობარმა, ეს ვერსია შემოგვთავაზა, იმ ინტერპრეტაციით გავაკეთეთ, რაც იმ ცნობილ კადრებში ისმის. ამ სიმღერას წინა დღეებშიც ვასრულებდით, ხალხი სხვანაირად გვხდებოდა, მუხტს სწევდა და საოცარ ემოციას იწვევდა... იმ ღამესაც ფანდური რომ გავამზადე, უნდა წაგვემღერა, ზვიადმა და მერაბმაც ეს სიმღერა გვთხოვეს...

- იმ მძიმე წუთებში როგორ გადარჩით?

- ტანკები რომ შემოვიდა, ტრიბუნაზე ვიყავით, ყველამ პარლამენტის შენობისკენ ამოიწია და ჩვენც ნელ-ნელა უკან დავიხიეთ. მე, თინიკო, დონარა და ზაირა (ჩვენ შორის ყველაზე ასაკოვანი იყო, დედაჩემის ტოლი, მაგრამ შემართული ქალი გახლდათ. კარგი ბანი ჰქონდა) ერთად ვიყავით, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა, რომ ყველანი დავიქსაქსეთ. ერთი მომენტში ხალხის ტალღამ ზემოთ ძალიან ამოიწია და პარლამენტის შენობის კედელს მივეკარი. ვეღარ ვსუნთქავდი, ყველა მაღალი ადამიანი ჩემ წინ იდგა. უჰაერობისგან ვხვდებოდი, რომ გონებას ვაკარგავდი. მერე არ ვიცი, რა მოხდა, რაღაცნაირად ხალხი გაიფანტა, დაიშალა, ხელის ცეცებით კედელს გავყევი, ორიენტაცია არ მიჭირს და მაშინდელი მილიციელების ჯავშანჟილეტებს ვებღაუჭებოდი და ასე ხელით მივყვებოდი. მერე პირველ სკოლასა და პარლამენტის შენობას შორის ქუჩაზე გავედი. უნდა ჩავმხრჩვალიყავი, მაღალი ბორდიური იყო და ჩემი დის კივილი მომესმა - ლელაკო, მიშველეე! - ჩემი და განწირული ხმით ყვიროდა...

მილიციელების კორდონში ისევ შევბრუნდი, - ძლივს გამოხვედი, სად მიდიხართო?! - მითხრეს. ჩემი და კივის, უნდა ვიპოვო და მივიდე-მეთქი. წარმოიდგინეთ, რომ მივაგენი. და, რომელსაც ასევე მხედველობის პრობლემა აქვს და თინიკო ერთმანეთს მიჰკვროდნენ. მოვკიდე მათ ხელი და იმ გზით გამოვიყვანე, რა გზითაც მე გამოვედი. მანამდეც მოვილაპარაკეთ, თუ დავიკარგებოდით, ჩვენს თანამშრომელთან, გრიბოედოვის ქუჩაზე მოგვეყარა თავი. სამივე გრიბოედოვის ქუჩისკენ დავიძარით. პირველ სკოლასთან მიწისქვეშა გადასასვლელს რომ მივუახლოვდით, უკან ჯარისკაცები მოგვდევდნენ, მათი ნალებიანი ჩექმების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. უკვე ვგრძნობდით, რომ ვერ გავექცეოდით, პატარა გამხდარ გოგოებს რა შეგვეძლო?! მათ ვერ დავეხსნებოდით, ჯერ მარტო ჩვენი მხედველობიდან გამომდინარე და ასევე ემოციებიდან გამომდინარე.

მერე ჩვენ წინ ბიჭებმა გაირბინეს, მათ გაეკიდნენ და ასე გადავრჩით... ერთმა ბიჭმა გვითხრა, მიწისქვეშა გადასავლელთან არ გაჩერდეთ, აქეთაც და იქითაც ჯარისკაცები არიანო და იმ მხარეს წავედით, საიდანაც ჩამოვედით... ბესიკის ქუჩას ავუყევით, სადაც რაღაც ავტობუსი იდგა, დარბეულ ხალხს აგროვებდა და მერე იმ ავტობუსმა უნივერსიტეტში გადაგვიყვანა. ცოტა ხანში გამოცხადდა, რომ მსხვერპლი იყო და გარდაცვლილები პროზექტურაში გადაჰყავდათ. მეგობრების ძებნა დავიწყეთ. პროზექტურაშიც ვიყავით, სადაც საოცარი ამბები ხდებოდა, ენით აუწერელი... ვისაც ვეძებდით, იქ არ აღმოჩნდა...

გვეუბნებოდნენ, რომ უსინათლოები დაიხოცნენო. ამან უფრო დამადარდიანა. არადა, ყველა მე წავიყვანე იმ ღამეს, ავიყოლიე. მათ რომ რამე მოსვლოდათ, თავს ვერ ვაპატიებდი. მათი ქმრებიც კი დავიყოლიე, რომ წამოსულიყვნენ. საბოლოოდ ყველანი გადავრჩით, მაგრამ მოწამლულები ვიყავით. ოთხივეს ცრემლდენა გვქონდა და ღებინების შეგრძნება... 2 კვირის მანძილზე არსად მივსულვართ, თითქოს გვერიდებოდა, ხალხი დაიხოცა და ჩვენ მოწამვლას ვჩიოდით. ამ ტრაგედიისას კარგი ის იყო, რომ ხალხისგან დიდი სითბო იგრძნობოდა, ყველა გვეფერებოდა... ბევრმა დაზარალებულის, „9 აპრილის“ მონაწილის სტატუსი მიიღო, მათ შორის ისეთებმა, საერთოდ რომ არ ყოფილან იქ... ჩვენ 9 აპრილის მონაწილის სტატუსი არ გვქონდა მაშინ. არადა, შევარდნაძის პერიოდში შუქის და გაზის გადასახადს არ იხდიდნენ. როცა 9 აპრილის კომიტეტს მივაკითხეთ, ჩვენც მოგვეხმარეთ-თქო. ცნობა მოგვიტანეთ, რომ 9 აპრილის მონაწილეები ხართო...

- თქვენი ამბების თხრობაზე გადავიდეთ. მხედველობის პრობლემა თანდაყოლილია?

- კი. გენეტიკური კატარაქტა კია, მაგრამ ჩემს თავს საკმაოდ გვიან მივხედე. თან ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩვენთან მედიცინა ასე არც განვითარებული იყო, თუმცა ოპერაცია მერე მაინც გავიკეთე, მაგრამ უშედეგოდ. არადა, მხედველობა ოპერაციის შემდგომ 4-5% უნდა მქონოდა. 1%-იც ვერ ვიგრძენი. 100%-დან 1%-ის ნახევარი მაქვს. მერე ჩემს თავზე აღარც მიფიქრია, შვილები მყავდა, მათზე ვზრუნავდი. ამ მხედველობის ფონზე ჩემით დავდივარ, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. 2 შვილი ისე დავზარდე, არც ხელი მომიხეხავს, არც ფეხი. შვილები არც ჭუჭყიანი მიტარებია და მათთვის არც განათება დამიკლია - ორივე უმაღლესი განათებით არიან. ცხადია, ამ ყველაფერში თვითონაც წამომყვნენ.

- მშობლებზე გვიამბეთ...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამა იმერეთიდან იყო, დედა მოხევე მყავს, ყაზბეგიდან. ფილოლოგი მამა თავისი ქვეყნის დიდი მოყვარული, პატრიოტი გახლდათ. სამი გოგოს საქართველოს მოყვარულად გვზრდიდა... თავადაც უსინათლო იყო...

ჩემი უფროსი და მხედველია, ამიტომ მამა მას სთხოვდა, რომ ჩემთვის და მეორე დისთვის, რომელსაც ასევე მხედველობის პრობლემა აქვს, სანამ პატარები ვიყავით, ზღაპრები, ლექსები წაეკითხა. მამა თვითონაც კარგ ლექსებს წერდა... უსინათლოთა სკოლაში ვსწავლობდით, იქ კი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნები იყო, რასაც ვისმენდით. წიგნების კითხვა თავიდანვე მიყვარდა. საერთოდ განათლებას და ინტელექტს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... ჩვენს სკოლაში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მხედველობა არ ჰქონდათ და ძალიან წუხდნენ. ეს მეც მაწუხებდა, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვამბობდი, ოღონდ, წიგნის კითხვა შემეძლოს და მეტი არაფერი მინდა-მეთქი, მაგრამ მე მაინც ჩემნაირი ადამიანების წრეში გავიზარდე და ასე მნიშვნელოვნად არ განვიცდიდი.

- სკოლის შემდეგ რა განათლება მიიღეთ?

- სკოლა რომ დავამთავრე, კულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე და მაშინ ვიგრძენი, რომ მხედველობის გამო, გარკვეული შეფერხება მქონდა. ამ პრობლემამ საკმაოდ იჩინა თავი, რადგან წასაკითხი ბევრი იყო. კარგი კურსი მყავდა, მიკითხავდნენ და მოკლე შინაარს ვუყვებოდი, - გამოცდებს ასე ვაბარებდი. ძნელია, როცა თვითონ ვერ კითხულობ, ასეთ დროს აღქმა ჭირს.ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ნატო უკვე მყავდა და მაგ პერიოდში ისიც სკოლაში შევიდა. ამიტომ სკოლასა და ინსტიტუტს შორის ვიყავი გაჭრილი. თან 1993-1994 წლები იყო, შიმშილის, სიცივის, უშუქობის, უგაზობის პერიოდი... აუდიტორიები გაყინული იყო... ხალხურ სიმღერებს ანზორ ერქომაიშვილი გვასწავლიდა. აუდიტორიებში ისე ციოდა, როცა ვმღეროდით, ორთქლი ამოგვდიოდა. ნატო ხშირად მშიერი იყო, მე ვიკლებდი და მას ვაჭმევდი, დედისთვის ეს ყველაფერი ასატანად კატასტროფაა... თან მაგ პერიოდში სამსახურებიც დაიხურა, არადა, კაპელაში ვმღეროდი, მაგრამ სახლში დაჯდომამ მოგვიწია...

- 90-იანი წლებში ყველას უჭირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ გამორჩეულად რთული პერიოდი გქონიათ...

- ასე იყო... ლობიო 90-იანებში ყველაზე აქტიურად მოსახმარი პროდუქტი იყო და ერთხელაც რომ მოვხარშე, შუქი ჩაქრა. ტაფაზე დაჭრილი ხახვი ქურაზე შემოდგმული დამრჩა. ამასობაში ბავშვსაც დაეძინა, რომ გაიღვიძა იტირა, მივხდე, დენიც მოვიდა. ქურაზე დადგმული ტაფა აღარ მახსოვდა და ხახვი დაიწვა. რაღაც ვიზამდი?! მეტი ხახვი არც მქონდა და ლობიო ვერ შევანელე... შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, - მორჩა, ჩემი თავმოყვარეობა, მენტალიტეტი - ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო. შვილი მშიერი აღარ უნდა იყოს. საკუთარ თავთან მძიმე ბრძოლა გავიარე, რადგან სხვანაირად ვიზრდებოდით, მაშინ ქუჩაში გასვლა და მღერა, სირცხვილად ითვლებოდა.

- ქუჩაში სამღერლად პირველად მაშინ გახვედით?

- კი. ვთქვი, შვილის შიმშილს ვეღარ დავუშვებ-მეთქი და მე და ნატალია ქუჩაში ერთად გავედით. საერთოდ, წლისა და სამი თვიდან კარგად მღეროდა და დედა-შვილი ისნის ბაზრობაზე გავედით. მე ფანდურზე ვუკრავდი და ის მღეროდა, - ასე დავიწყეთ. ის რომ მღეროდა, მე ვტიროდი... მასაც მხედველობის პრობლემა აქვს და ჩემს ტირილს ვერ ხედავდა... თვეზე მეტი ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ვუკრავდი, ბოღმა მახრჩობდა, ვდარდობდი, რომ ბავშვი ქუჩაში გამოსაყვანად გავიმეტე... თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად შიმშილისგან გვიხსნა.

ლელა და ნატალი

- და იმ წუთისთვის გადარჩენის ერთადერთი გაზა თქვენთვის სწორედ ეს აღმოჩნდა, ხომ?

- კი, ფაქტობრივად ორივეს მიერ გადადგმული... თუ ფიზიკურად არ გადარჩი, რამდენიც გინდა, სულიერად ძლიერი იყავი, - ფიზიკურობა თუ არ მოგყვება, გაგიჭირდება. ნატალიასთვისაც როგორი იყო? მისი თანატოლები ეზოში თამაშობდნენ, მას კი უნდა ემღერა. მართალია იქ დიდხანს არ ვრჩებოდით, მაქსიმუმ 2 საათი, ბავშვის ჯანმრთელობას და ხმას ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ქუჩაში ხომ ვიყავით?! მერე უკვე სიმღერაში მეც ჩავენაცვლე. გაბედულებაც მომემატა, თავშიც ძალა ვიპოვე, რომ მემღერა.იქ დგომა მარტივი ბევრი კუთხით არ იყო. შეურაცხმყოფელ ფრაზებს ვისმენდით, არ გვაჩერებდნენ, გარკვეული ადგილებიდან გვაგდებდნენ... ნატალია 14-15 წლის რომ გახდა, მივხვდი, იქ მყოფი ბიჭები უკვე სხვანაირად უყურებდნენ და ვთქვი, მორჩა, ქუჩაში აღარ იდგება-მეთქი და სიმღერა მარტომ გავაგრძელე... მერე მეორე ქალიშვილიც შემეძინა...

- ქუჩამ თავდაჯერებულობა შეგმატათ?

- კი, სტიმულიც მომცა და იმაში დამარწმუნა, რომ მე შემიძლია. შვილები მშივრები არ მყავდა და ჩასაცმელიც მეტ-ნაკლებად ჰქონდათ. არადა, ნატო იქ პირველად დახეული ბოტასით და დახეული ქურთუკით გავიყვანე, რადგან მეტი არ ჰქონდა... ქუჩამ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გადაგვარჩინა, მე მომღერლად ჩამომაყალიბა. გამოცდილება შემძინა.

- საერთოდ მუსიკა როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- უსინათლო ბავშვთა სკოლა, სადაც დავდიოდით, ყოველმხრივ განვითარებული იყო. პედაგოგებიც საკმაოდ კარგი გვყავდა. იქ იყო პატარების და დიდების სიმღერის გუნდი. ცოტა ხანს ვიყავი პატარების გუნდში, მერე დიდიებთან გადამიყვანეს. მე-7 კლასში რომ გადავედი, სკოლაში პედაგოგი - ავთო მოდრეკილაძე მოვიდა. განათლების სამინისტროს სურვილი იყო, სკოლაში ხალხურ საკრავთა ორკესტრი ჩამოყალიბებულიყო. ორკესტრში ამიყვანეს, ფანდური შემასწავლეს და ამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი. სალამურის შესწავლაც მაინტერესებდა. მასწავლებელმა მითხრა, - გოგო და სალამური ერთად არ გამოვაო. მანამდე ორკესტრში სალამურზე ბიჭი უკრავდა და მას ვთხოვდი, რაღაცები აეხსნა, ესწავლებინა. მასწავლიდა. იმ ბიჭმა სკოლა რომ დაამთავრა და წავიდა, მასწავლებელს დავუმტკიცე, რომ გოგოსაც შეეძლო სალამურის დაკვრა. უკვე ყველა ნაწარმოები ვიცოდი და ორკესტრში სალამურზე ვუკრავდი... საერთოდ მუსიკალური მონაცემები მამისგანაც მომყვება, საკმაოდ კარგად მღეროდა. დედასაც კარგი სმენა ჰქონდა. მოკლედ, მუსიკა ჩემთან ასე მოვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მონაწილე მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა - 2022 წელი

- მეუღლეზე რას გვეტყვით?

- მეუღლე 2016 წელს გარდაიცვალა. უმძიმესი დაავადება ჰქონდა - ტვინის ქერქის ატროფია. ისიც უსინათლო იყო. 4 წელი მე და ჩემმა უმცროსმა გოგომ მასთან ერთად სრულ ჯოჯოხეთში გავიარეთ. როგორც ექიმებმა მითხრეს, ამ დაავადების გამომწვევ მიზეზს მსოფლიოს მასშტაბით მედიცინა ვერ ადგენს. ექიმი არ დამიტოვებია, ყველასთან მყავდა. ქერქის ატროფია ტვინის იმ სფეროში იყო, რომელიც გონებას მართავს... ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერავის გვცნობდა. 61 წლის ასაკში გარდაიცვალა...

- რამდენი რამ გაქვთ გადატანილი...

- მადლობა ღმერთს, რომ ოპტიმიზმი შემრჩა. პესიმისტი არ ვარ. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. თუ შენ ცხოვრებას სწორად მიჰყვები, უფალიც მოგეხმარება და ფეხზე მაინც დადგები. ჩემი უმცროსი გოგონა მხედველია და შვილიშვილებიც მხედველი მყავს. ნატალისაგან ერთი მყავს და ანანოსგან ერთი. ქუჩაში რომ გავედი, სწორედ იმაზეც ვფიქრობდი, რომ რამდენად სწორი იქნებოდა ხალხის რეაქცია ჩემთან დამოკიდებულებაში. მადლობა ადამიანებს მათმა სითბომ და სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე. დიდი სითბო მოდის. ეს დიდი სტიმულს და ენერგიას მაძლევს, რომ რაც შეიძლება კარგად ვიმღერო.