მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი შესრულდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს
9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი შესრულდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა სუ­ლე­ბის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი აღევ­ლი­ნა.

  • პა­რაკ­ლი­სი სიმ­ბო­ლუ­რად 04:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან სან­თლე­ბით ხელ­ში ილო­ცეს.

ამას­თან, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლებ­მა გმირ­თა მე­მო­რი­ა­ლი ტი­ტე­ბით შე­ამ­კეს.

პა­რაკ­ლი­სის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ფიცი და­დეს. ფი­ცის ტექ­სტი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ წა­ი­კი­თხა და აღ­ნიშ­ნა, რომ ფიცი იქ­ნე­ბა გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი და პრო­ტეს­ტი უფრო გამ­ყარ­დე­ბა.

“დღეს 9 აპ­რილს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც 36 წლის წინ ჩვე­ნი შენი გმი­რე­ბი ლოც­ვით და სიმ­ღე­რით იბ­რძოდ­ნენ საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის პი­რის­პირ. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. მათი წა­მე­ბუ­ლი სუ­ლე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც დაგ­ვცქე­რი­ან დღეს ჩვენ ვფი­ცავთ, და­ვი­ცავთ მათ მო­ნა­პო­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, და­ვი­ცავთ თი­თო­ე­ულ მებ­რძოლს, სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს.

არ მი­ვა­ტო­ვებთ სი­მარ­თლი­სათ­ვის დევ­ნი­ლებს.

სი­ტყვით და საქ­მით სიყ­ვა­რუ­ლით ხელს გა­ვუწ­ვდით მათ და მათ ოჯა­ხებს.

მხარ­ში ამო­ვუდ­გე­ბით ერ­თმა­ნეთს. ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე ამ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის

დაე, ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი შემ­წე ამ დიდ ბრძო­ლა­ში”,- ნათ­ქვა­მია ფი­ცის ტექ­სტში.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ღამე გა­ა­თე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი შესრულდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს

9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი შესრულდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

  • პარაკლისი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლებით ხელში ილოცეს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს.

პარაკლისის შემდეგ მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ფიცი იქნება გამაერთიანებელი და პროტესტი უფრო გამყარდება.

“დღეს 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ. საქართველოს თავისუფლებისათვის. მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს.

არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს.

სიტყვით და საქმით სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს.

მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის

დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში”,- ნათქვამია ფიცის ტექსტში.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.