მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში "თანასწორობის კუთხე" გახსნა
ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში "თანასწორობის კუთხე" გახსნა

3 აპ­რილს, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, ახალ­ცი­ხე­ში “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე” გა­იხ­სნა და დე­მოკ­რატ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას 100-მდე წიგ­ნი გა­და­ე­ცა თა­ნას­წო­რო­ბის, ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

“ახალ­ცი­ხე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ქა­ლა­ქია. ახალ­გაზ­რდებს, ჩვენს რე­გი­ონ­ში, არ აქვთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სკო­ლის გა­რეთ მი­ი­ღონ ცოდ­ნა თა­ნას­წო­რო­ბის ან სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ,” - ამ­ბობს 16 წლის საბა ზედ­გი­ნი­ძე. მისი აზ­რით, ქა­ლაქ­ში “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხის” გახ­სნა და­ეხ­მა­რე­ბა მო­ზარ­დებს და ახალ­გაზ­რდებს პერ­სო­ნა­ლურ და აკა­დე­მი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ი­მარ­თა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი დის­კუ­სია იმა­ზე, თუ რო­გორ აძ­ლი­ე­რე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რი და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებს და რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ნორ­მებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებს. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი მო­ზარ­დებ­მა და ახალ­გარზდებ­მა, ელჩთან ერ­თად ითა­მა­შეს UNFPA-ს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და პა­ლიტ­რა L-ის მხარ­და­ღე­რით შექ­მნი­ლი სა­მა­გი­დო თა­მა­ში “პერ­სო­ნა”.

"ახალ­გაზ­რდე­ბი და ქა­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­თა­ვე­ში დგა­ნან, ამი­ტო­მაც, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, მათ­თვის უსაფრ­თხო სივ­რცეს წარ­მო­ად­გენს და აძ­ლი­ე­რებს ახალ­გაზ­რდებს, შექ­მნან კი­დევ უფრო თა­ნას­წო­რი მო­მა­ვა­ლი” - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ მო­ზარ­დებ­თან და ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი მა­რი­კა ქურ­და­ძეც აღ­ნიშ­ნავს, რომ:

UNFPA-თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ინ­ფორ­მა­ცი­ით და სა­ჭი­რო უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვა, რათა მათ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის და კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ხებ.

“ღრმად გვწამს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც თა­ნას­წო­რო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბებს მოგ­ვი­თხრობს, ის უნი­ვერ­სა­ლუ­რი რე­სურ­სია, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ნამ­გზავ­რად იქ­ცე­ვა მათი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. სწო­რედ ამ მი­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხის გახ­სნა, ევ­რო­კავ­ში­რის და გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მხარ­და­ჭე­რით და ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და კერ­ძო სექ­ტო­რის მყა­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის” - ამ­ბობს მა­რი­კა.

ახალ­ცი­ხე­ში გახ­სნი­ლი “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე” რი­გით 28-ეა სა­ქარ­თვე­ლო­ში და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სამმხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძლი­ერ მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს.

“თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე” მხო­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კა არ არის. ეს არის სივ­რცე, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს შე­უძ­ლი­ათ იკი­თხონ წიგ­ნე­ბი, იმ­სჯე­ლონ მათ წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, გაც­ვა­ლონ იდე­ე­ბი და გა­მარ­თონ სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­უბ­რე­ბი.

“ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და ღი­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა „თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე­ე­ბის“ მო­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, რად­გან წიგ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არა­მარ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო, არა­მედ ღრმა კულ­ტუ­რუ­ლი, ემო­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა და­არ­სე­ბის დღი­დან ცდი­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­ზარ­დოს და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იკი­თხოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა” - ამ­ბობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, თაკო ცი­რე­კი­ძე.

“ჩვე­ნი და UNFPA-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და იმე­დი გვაქვს სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რას შევ­ძლებთ” - დას­ძენს ის.

დე­მოკ­რატ ქალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის, ნანა გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია, მუ­დამ მზად არის, მხა­რი და­უ­ჭი­როს ახალ­გაზ­რდებს, ხელი შე­უ­წყოს მათ გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის აქ­ტო­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

“თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე” არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ახალ­ცი­ხე­სა და ზო­გა­დად, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, გა­ეც­ნონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას, შე­იკ­რი­ბონ, გა­მარ­თონ დის­კუ­სი­ე­ბი, იმ­სჯე­ლონ, და­გეგ­მონ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ერ­თმა­ნეთ­ში გაც­ვა­ლონ იდე­ე­ბი და მი­ი­ღონ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნას­წო­რო­ბი­სა და სხვა უნი­ვერ­სა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ” - აღ­ნიშ­ნავს ის.

15 წლის ნინო გო­გო­ლა­უ­რი ქა­ლაქ ახალ­ცი­ხე­დან ერთ-ერ­თია, ვინც “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხის” გახ­სნას და­ეს­წრო და სა­მა­გი­დო თა­მა­ში “პერ­სო­ნაც” ითა­მა­შა.

“დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ და­ვეს­წა­რი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ელჩთან შეხ­ვედ­რა და კო­მუ­ნი­კა­ცია. მინ­და, ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხში­რად იყოს ჩვენს ქა­ლაქ­ში, რად­გან ეს ხელს გვი­წყობს ახალ­გაზ­რდებს, გვქონ­დეს მეტი ცოდ­ნა, რაც მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა” - ამ­ბობს ნინო და დასძნს, რომ “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხეს” ხში­რად ეწ­ვე­ვა წიგ­ნე­ბის წა­სა­კი­თხად.

ნი­ნოს თქმით, მის ირ­გვლივ უამ­რა­ვი სტე­რე­ო­ტი­პია და ცდი­ლობს, მათ­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს: “სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ყო­ველ­თვის იყო, არის და შე­იძ­ლე­ბა კვლა­ვაც იყოს, მაგ­რამ ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, რომ მათი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ვექ­ცეთ”.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი, პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, 2018 წლი­დან ხსნის “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე­ებს” სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, რათა სკო­ლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის სივ­რცე­ებ­ში, მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებს ჰქონ­დეთ წვდო­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე.

წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც “თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხე­ებს” გა­და­ე­ცე­მა, თე­მა­ტუ­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ნას­წო­რო­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას­თან, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მო­ზარ­დებს, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით აი­მაღ­ლონ ცნო­ბი­ე­რე­ბა უნი­ვერ­სა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა პროგ­რა­მის “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში” ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც აფი­ნან­სებს ევ­რო­კავ­ში­რი და ერ­თობ­ლი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (UN Women) და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) მიერ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში "თანასწორობის კუთხე" გახსნა

ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში "თანასწორობის კუთხე" გახსნა

3 აპრილს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალციხეში “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა და დემოკრატ ქალთა საზოგადოებას 100-მდე წიგნი გადაეცა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

“ახალციხე ძალიან პატარა ქალაქია. ახალგაზრდებს, ჩვენს რეგიონში, არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სკოლის გარეთ მიიღონ ცოდნა თანასწორობის ან სტერეოტიპებთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ,” - ამბობს 16 წლის საბა ზედგინიძე. მისი აზრით, ქალაქში “თანასწორობის კუთხის” გახსნა დაეხმარება მოზარდებს და ახალგაზრდებს პერსონალურ და აკადემიურ განვითარებაში.

ღონისძიებაზე გაიმართა ინტერაქციული დისკუსია იმაზე, თუ როგორ აძლიერებენ ევროკავშირი და გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში მოზარდებსა და ახალგაზრდებს და როგორ უმკლავდებიან ისინი სოციალურ ნორმებსა და სტერეოტიპებს. შეხვედრის შემდეგ კი მოზარდებმა და ახალგარზდებმა, ელჩთან ერთად ითამაშეს UNFPA-ს ინიციატივით, ევროკავშირისა და პალიტრა L-ის მხარდაღერით შექმნილი სამაგიდო თამაში “პერსონა”.

"ახალგაზრდები და ქალები სოციალური ცვლილებების სათავეში დგანან, ამიტომაც, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მსგავსი ინიციატივები, მათთვის უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს და აძლიერებს ახალგაზრდებს, შექმნან კიდევ უფრო თანასწორი მომავალი” - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერი მარიკა ქურდაძეც აღნიშნავს, რომ:

UNFPA-თვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინფორმაციით და საჭირო უნარებით აღჭურვა, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, საკუთარი მომავლის და კეთილდღეობის შესახებ.

“ღრმად გვწამს, რომ ლიტერატურა, რომელიც თანასწორობის და თავისუფლების ამბებს მოგვითხრობს, ის უნივერსალური რესურსია, რომელიც ახალგაზრდების თანამგზავრად იქცევა მათი განვითარებისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამ მისიას ემსახურება დღევანდელი თანასწორობის კუთხის გახსნა, ევროკავშირის და გამომცემლობა პალიტრა L-ის მხარდაჭერით და ნათელი მაგალითია საზოგადოებრივი და კერძო სექტორის მყარი თანამშრომლობის” - ამბობს მარიკა.

ახალციხეში გახსნილი “თანასწორობის კუთხე” რიგით 28-ეა საქართველოში და გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სამმხრივი თანამშრომლობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს.

“თანასწორობის კუთხე” მხოლოდ ბიბლიოთეკა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ იკითხონ წიგნები, იმსჯელონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, გაცვალონ იდეები და გამართონ სიღრმისეული საუბრები.

“ჩვენი გამომცემლობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ღირებული ინიციატივაა „თანასწორობის კუთხეების“ მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რადგან წიგნი ადამიანებისთვის არამარტო ინფორმაციის წყარო, არამედ ღრმა კულტურული, ემოციური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. გამომცემლობა დაარსების დღიდან ცდილობის საქართველოს ნებისმიერ წერტილში წიგნზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა იკითხოს მისთვის სასურველი ლიტერატურა” - ამბობს გამომცემლობა პალიტრა L-ის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო ცირეკიძე.

“ჩვენი და UNFPA-ს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს სამომავლოდ კიდევ ბევრი კარგი პროექტის მხარდაჭერას შევძლებთ” - დასძენს ის.

დემოკრატ ქალთა ასოციაციის დირექტორის, ნანა გელაშვილის თქმით, მისი ორგანიზაცია, მუდამ მზად არის, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, ხელი შეუწყოს მათ გაძლიერებასა და ცვლილებების აქტორებად ჩამოყალიბებას.

“თანასწორობის კუთხე” არის შესაძლებლობა ახალციხესა და ზოგადად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას, შეიკრიბონ, გამართონ დისკუსიები, იმსჯელონ, დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები, ერთმანეთში გაცვალონ იდეები და მიიღონ სწორი ინფორმაცია თანასწორობისა და სხვა უნივერსალური ღირებულებების შესახებ” - აღნიშნავს ის.

15 წლის ნინო გოგოლაური ქალაქ ახალციხედან ერთ-ერთია, ვინც “თანასწორობის კუთხის” გახსნას დაესწრო და სამაგიდო თამაში “პერსონაც” ითამაშა.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დავესწარი. ძალიან მომეწონა ელჩთან შეხვედრა და კომუნიკაცია. მინდა, ასეთი ღონისძიებები ხშირად იყოს ჩვენს ქალაქში, რადგან ეს ხელს გვიწყობს ახალგაზრდებს, გვქონდეს მეტი ცოდნა, რაც მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება” - ამბობს ნინო და დასძნს, რომ “თანასწორობის კუთხეს” ხშირად ეწვევა წიგნების წასაკითხად.

ნინოს თქმით, მის ირგვლივ უამრავი სტერეოტიპია და ცდილობს, მათთან გამკლავებისას სიმშვიდე შეინარჩუნოს: “სტერეოტიპები ყოველთვის იყო, არის და შეიძლება კვლავაც იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მათი ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ”.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2018 წლიდან ხსნის “თანასწორობის კუთხეებს” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა სკოლებში, ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ლიტერატურაზე.

წიგნები, რომლებიც “თანასწორობის კუთხეებს” გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით.

ღონისძიება გაიმართა პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.

R