მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერმერმა ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები "ზეციური მანანას" წარმოება შეძლო - რა არის ცნობილი "სუპერ საკვებზე", რომელსაც ხის ქერქიდან ჩამოსული ფისით იღებენ
ფერმერმა ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები "ზეციური მანანას" წარმოება შეძლო - რა არის ცნობილი "სუპერ საკვებზე", რომელსაც ხის ქერქიდან ჩამოსული ფისით იღებენ

სი­ცი­ლი­ა­ში, მა­დო­ნის მთებ­ში მცხოვ­რებ­მა ფერ­მერ­მა ჯუ­ლიო გე­ლარ­დიმ ბიბ­ლი­ა­ში 17-ჯერ ნახ­სე­ნე­ბი და “თეთ­რი ოქ­როს“ სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბი­ლი “სუ­პერ საკ­ვე­ბის“ - ბიბ­ლი­უ­რი მა­ნა­ნას წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

“სწორ დროს მოხ­ვე­დით, ეს არის ცნო­ბი­ლი მა­ნა­ნა", - ეუბ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რი ჯუ­ლიო გე­ლარ­დი BBC -ის გუნდს და მი­უ­თი­თებს თეთრ ტოტ­ზე.

  • თი­თო­ე­უ­ლი ხის ქერ­ქის გას­წვრივ თეთ­რი, მი­ნე­რა­ლე­ბით მდი­და­რი ფისი ჩანს - სწო­რედ ეს არის მა­ნა­ნას სქე­ლი ხა­ზე­ბი. საკ­ვე­ბი­სა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­ში 17-ჯერ არის ნახ­სე­ნე­ბი.

ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ბუ­ნებ­რივ და­მატ­კბობ­ლად და წამ­ლად. მა­ნა­ნას მო­სავ­ლის აღე­ბა (ფრაქ­სი­ნუს ორ­ნუ­სის ხე­ე­ბის ქერ­ქის მოჭ­რა მათი წვე­ნის მო­საგ­რო­ვებ­ლად) გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო მთელ ხმელ­თა­შუა ზღვა­ში. მაგ­რამ ბოლო 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ და ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ამ მისი თით­ქმის სრუ­ლი გაქ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

პო­ლი­ნა არის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია მა­დო­ნის მთე­ბით (ფოტო: Alamy)

ამ “სუ­პერ საკ­ვე­ბის“ მო­პო­ვე­ბას გე­ლარ­დი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. დღეს კი მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი და სა­კონ­დიტ­რო­ე­ბი.

  • მა­ში­ნაც კი, თუ არა­სო­დეს გა­გი­სინ­ჯავთ, აუ­ცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბათ გა­გო­ნი­ლი ფრა­ზა "ზე­ცი­უ­რი მა­ნა­ნა" - ბიბ­ლი­ა­ში მო­თხრო­ბი­ლი სას­წა­უ­ლი, რო­დე­საც უდაბ­ნო­ში მი­მა­ვა­ლი ის­რა­ე­ლე­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად, ცი­დან მა­ნა­ნას ცვე­ნა და­ი­წყო.

მა­დო­ნის მთებ­ში, მა­ნა­ნას მო­სავ­ლის სულ მცი­რე მე-9 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, რო­დე­საც კუნ­ძუ­ლი არაბ­თა მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ იყო.

რე­ნე­სან­სის დროს სი­ცი­ლი­უ­რი ფერ­მე­რე­ბი ამ ტკბილ ტო­ტებს, რომ­ლის გე­მოც ლერ­წმის შაქ­რის გე­მოს წა­ა­გავ­და ჰყიდ­დნენ. ეს იყო ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი ვაჭ­რო­ბა, რის გა­მოც XVI სა­უ­კუ­ნე­ში, ნე­ა­პო­ლის სა­მე­ფომ მას­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბი და­ა­წე­სა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე მა­ნა­ნას მოყ­ვა­ნა მრა­ვა­ლი სი­ცი­ლი­უ­რი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის წესი იყო. 1950-იან წლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა იპო­ვეს მა­ნი­ტო­ლის სინ­თე­ზის გზა და მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლებ­ში მა­ნა­ნას აღე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­წყდა.

  • 1985 წელს, რო­დე­საც 15 წლი­ა­ნი არ­ყოფ­ნის შემ­დეგ გე­ლარ­დი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ პო­ლი­ნა­ში დაბ­რუნ­და, მიხ­ვდა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი ქრე­ბა.

”რო­დე­საც მე ვიზ­რდე­ბო­დი, ყვე­ლამ იცო­და მა­ნა­ნას მი­ღე­ბა. დაბ­რუ­ნე­ბი­სას ვნა­ხე, რომ 100-ზე ნაკ­ლე­ბი ფერ­მე­რი იყო, ვინც ამას აკე­თებ­და,” - გან­მარ­ტავს ის.

მა­ნა­ნას მო­სავ­ლის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­წი­ლი არის იმის ცოდ­ნა, თუ რო­დის უნდა მო­იჭ­რას ქერ­ქი. ქერ­ქის ნა­ად­რე­ვად მოჭ­რამ შე­იძ­ლე­ბა ხე გა­ახ­მოს და მა­ნა­ნას გა­მო­მუ­შა­ვე­ბა სა­ერ­თოდ შე­წყდეს.

"ჩემი მე­გობ­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ გიჟი ვი­ყა­ვი. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ მა­ნა­ნა წარ­სულს ჩა­ბარ­და", - ამ­ბობს ფერ­მე­რი.

თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც ხან­დაზ­მუ­ლი ფერ­მე­რე­ბის­გან მა­ნა­ნას აღე­ბის წე­სე­ბი შე­ის­წავ­ლა, წარ­მა­ტე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

  • მა­ნა­ნა ძი­რი­თა­დად შედ­გე­ბა მა­ნი­ტო­ლის­გან - ბუ­ნებ­რი­ვად ტკბი­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნა­ერ­თის­გან, ასე­ვე მი­ნე­რა­ლე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა კა­ლი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი და კალ­ცი­უ­მი.

„მისი დე­კონ­გეს­ტან­ტუ­რი და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო, მა­ნა­ნა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ყაბ­ზო­ბის, ხვე­ლის, ყე­ლის ტკი­ვი­ლი­სა და კა­ნის ჭრი­ლო­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ“, - ამ­ბობს პა­ლერ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბო­ტა­ნი­კის პრო­ფე­სო­რი, ვი­ვი­ენ სპა­და­რო.

და­ბა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სის გამო, მა­ნა­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას რო­გორც და­მატ­კბო­ბე­ლი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის.

2002 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Slow Food-მა, მა­ნა­ნა და­ცულ ინ­გრე­დი­ენ­ტად გა­მო­ა­ცხა­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ფერმერმა ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები "ზეციური მანანას" წარმოება შეძლო - რა არის ცნობილი "სუპერ საკვებზე", რომელსაც ხის ქერქიდან ჩამოსული ფისით იღებენ

ფერმერმა ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები "ზეციური მანანას" წარმოება შეძლო - რა არის ცნობილი "სუპერ საკვებზე", რომელსაც ხის ქერქიდან ჩამოსული ფისით იღებენ

სიცილიაში, მადონის მთებში მცხოვრებმა ფერმერმა ჯულიო გელარდიმ ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები და “თეთრი ოქროს“ სახელწოდებით ცნობილი “სუპერ საკვების“ - ბიბლიური მანანას წარმოება დაიწყო.

“სწორ დროს მოხვედით, ეს არის ცნობილი მანანა", - ეუბნება ადგილობრივი ფერმერი ჯულიო გელარდი BBC -ის გუნდს და მიუთითებს თეთრ ტოტზე.

  • თითოეული ხის ქერქის გასწვრივ თეთრი, მინერალებით მდიდარი ფისი ჩანს - სწორედ ეს არის მანანას სქელი ხაზები. საკვებისა, რომელიც ბიბლიაში 17-ჯერ არის ნახსენები.

ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ბუნებრივ დამატკბობლად და წამლად. მანანას მოსავლის აღება (ფრაქსინუს ორნუსის ხეების ქერქის მოჭრა მათი წვენის მოსაგროვებლად) გავრცელებული პრაქტიკა იყო მთელ ხმელთაშუა ზღვაში. მაგრამ ბოლო 80 წლის განმავლობაში ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ მისი თითქმის სრული გაქრობა გამოიწვია.

პოლინა არის შუა საუკუნეების ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია მადონის მთებით (ფოტო: Alamy)

ამ “სუპერ საკვების“ მოპოვებას გელარდი 30 წლის განმავლობაში ცდილობდა. დღეს კი მას აქტიურად იყენებენ შეფ-მზარეულები და საკონდიტროები.

  • მაშინაც კი, თუ არასოდეს გაგისინჯავთ, აუცილებლად გექნებათ გაგონილი ფრაზა "ზეციური მანანა" - ბიბლიაში მოთხრობილი სასწაული, როდესაც უდაბნოში მიმავალი ისრაელელების გამოსაკვებად, ციდან მანანას ცვენა დაიწყო.

მადონის მთებში, მანანას მოსავლის სულ მცირე მე-9 საუკუნით თარიღდება, როდესაც კუნძული არაბთა მმართველობის ქვეშ იყო.

რენესანსის დროს სიცილიური ფერმერები ამ ტკბილ ტოტებს, რომლის გემოც ლერწმის შაქრის გემოს წააგავდა ჰყიდდნენ. ეს იყო ძალიან მომგებიანი ვაჭრობა, რის გამოც XVI საუკუნეში, ნეაპოლის სამეფომ მასზე გადასახადები დააწესა.

მეორე მსოფლიო ომამდე მანანას მოყვანა მრავალი სიცილიური ოჯახის ცხოვრების წესი იყო. 1950-იან წლებში მეცნიერებმა იპოვეს მანიტოლის სინთეზის გზა და მომდევნო ათწლეულებში მანანას აღება პრაქტიკულად შეწყდა.

  • 1985 წელს, როდესაც 15 წლიანი არყოფნის შემდეგ გელარდი მშობლიურ ქალაქ პოლინაში დაბრუნდა, მიხვდა, რომ ადგილობრივი კულტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ქრება.

”როდესაც მე ვიზრდებოდი, ყველამ იცოდა მანანას მიღება. დაბრუნებისას ვნახე, რომ 100-ზე ნაკლები ფერმერი იყო, ვინც ამას აკეთებდა,” - განმარტავს ის.

მანანას მოსავლის ყველაზე რთული ნაწილი არის იმის ცოდნა, თუ როდის უნდა მოიჭრას ქერქი. ქერქის ნაადრევად მოჭრამ შეიძლება ხე გაახმოს და მანანას გამომუშავება საერთოდ შეწყდეს.

"ჩემი მეგობრები ფიქრობდნენ, რომ გიჟი ვიყავი. ისინი ამბობდნენ, რომ მანანა წარსულს ჩაბარდა", - ამბობს ფერმერი.

თუმცა, მას შემდეგ რაც ხანდაზმული ფერმერებისგან მანანას აღების წესები შეისწავლა, წარმატებამაც არ დააყოვნა.

  • მანანა ძირითადად შედგება მანიტოლისგან - ბუნებრივად ტკბილი კრისტალური ნაერთისგან, ასევე მინერალებისგან, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი.

„მისი დეკონგესტანტური და დამამშვიდებელი თვისებების გამო, მანანა გამოიყენებოდა ყაბზობის, ხველის, ყელის ტკივილისა და კანის ჭრილობების სამკურნალოდ“, - ამბობს პალერმოს უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი, ვივიენ სპადარო.

დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო, მანანა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამატკბობელი დიაბეტით დაავადებულთათვის.

2002 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ Slow Food-მა, მანანა დაცულ ინგრედიენტად გამოაცხადა.

წყარო

იხილეთ ასევე: