მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეტყვიან ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებენ "ოპოზიციას", თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს "ოპოზიციაში" - მმართველი გუნდი ემზადება ახალი არჩევნებისთვის" - ახვლედიანი
"ეტყვიან ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებენ "ოპოზიციას", თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს "ოპოზიციაში" - მმართველი გუნდი ემზადება ახალი არჩევნებისთვის" - ახვლედიანი

"ტრი­უ­კე­ბის“ დი­დოს­ტა­ტი ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღის წეს­რი­გით ჩა­ტა­რე­ბის­თვის რა­ხა­ნია ემ­ზა­დე­ბა. ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ნიშ­ნავს ახალ, ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოპო­ზი­ცი­ა­ში. თუ მას ეს დას­ჭირ­და, ამა­ზეც წამ­სვლე­ლია, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის მიერ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი შე­საძ­ლოა 2026 წელს და­ი­ნიშ­ნოს, ხოლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა „ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია“ შექ­მნას და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხოთ და „ისე დარ­ჩნენ“, [ოპო­ზი­ცი­ა­ში] თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. ამა­ვე კონ­ტექ­სტში კა­ხიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც ახ­სე­ნა, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, „მოვა დრო და წავა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“.

  • რო­გორც ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ნიშ­ნულ ისეთ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლად „სა­თა­ვი­სოდ მო­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბა“, ოპო­ზი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ფი­ას­კო გა­ნი­ცა­დოს.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ნიშ­ნავ­და ახალ, ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, ოღონდ არა ჩვე­ნი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის დღის წეს­რი­გით, არა­მედ სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გით. ამას ის გა­ა­კე­თებს მა­შინ და ზუს­ტად მა­შინ, როცა ჩათ­ვლის, რომ ყვე­ლა საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი აქვს იმის­თვის, რომ შეხ­ვდეს ამ არ­ჩევ­ნებს შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მი­ი­ღოს მი­ნი­მუმ ის შე­დე­გი, რაც მი­ი­ღო მი­ტა­ცე­ბით გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში. თუმ­ცა მისი ამო­ცა­ნაა, რომ ეს შე­დე­გი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. ჩვენ უნდა ვხვდე­ბო­დეთ, რომ ის არ და­ნიშ­ნავს [ახალ არ­ჩევ­ნებს] მიმ­დი­ნა­რე წელს და მეც მაქვს ვა­რა­უ­დი, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ წელს და­ნიშ­ნავს, იმი­ტომ არა, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ეს იქ­ნე­ბა მისი დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლი. „ტრი­უ­კე­ბის“ დი­დოს­ტა­ტი ივა­ნიშ­ვი­ლი ამის­თვის რა­ხა­ნია ემ­ზა­დე­ბა. ამით რას გა­ა­კე­თებს: 1. ის აჩ­ვე­ნებს შიგ­ნით და გა­რეთ ყვე­ლას, რომ ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა შე­ი­ძი­ნა ბო­ლოს და ბო­ლოს, მისი აზ­რით. 2. სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს შე­დეგს. 3. იტყვის: - რა­საც ელო­დით ამ­დე­ნი ხანი, მი­ი­ღეთ. ხომ გინ­დო­დათ არ­ჩე­ვე­ბი?- ა, ბა­ტო­ნო არ­ჩევ­ნე­ბი. სხვა საქ­მეა რა რე­აქ­ცია უნდა გვქონ­დეს ამა­ზე.

ივა­ნიშ­ვილ­სა და მის დღე­ვან­დელ უც­ნა­ურ პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბას ახა­სი­ა­თებს, რომ ხან ვისი და ხან ვისი მეშ­ვე­ო­ბით, რომ არ ელო­დე­ბი ისე­თი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, გვე­ტყვის თა­ვის სათ­ქმელს. ხა­ნაც ამ სათ­ქმელს პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა კო­ბა­ხი­ძე. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ამ­ბა­ვი უკვე ისე მომ­წიფ­და, სათ­ქმე­ლად ღირ­და. კახა კა­ხიშ­ვი­ლი მარ­თა­ლია არ არის მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, მაგ­რამ წინა პარ­ლა­მენ­ტში ის იყო გუნ­დის აქ­ტი­უ­რი წევ­რი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და შე­სა­ბა­მი­სად, ის არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ზერვში. კაც­მა არ იცის, ხვალ სად იქ­ნე­ბა, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. რომც არ იყოს, მა­ინც ის იქა­უ­რია და საკ­მა­რი­სად სარ­წმუ­ნოდ მეჩ­ვე­ნე­ბა ეს მო­საზ­რე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ასე და­ნიშ­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­თა­ვი­სოდ მო­წყო­ბი­ლი სრუ­ლად, ოპო­ზი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს ფი­ას­კო.

ყვე­ლა ის ცვლი­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­ლუ­აშ­ვილ­თან, რიჟ­ვა­ძეს­თან, ცვლი­ლე­ბე­ბი რაც უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში იქ­ნე­ბა, ერ­თა­დერთ რა­მეს უკავ­შირ­დე­ბა, ერთი მხრივ ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თგულ ადა­მი­ა­ნებს, ჩვენ­თვის უც­ნა­უ­რად და ალო­გი­კუ­რად ელე­ვა არა იმი­ტომ, რომ მათ მო­ნუ­რი ერ­თგუ­ლე­ბა აკ­ლი­ათ, არა­მედ იმი­ტომ, რომ დღეს მას სჭირ­დე­ბა უფრო მე­ტად და­უნ­დო­ბე­ლი, რეპ­რე­სი­ულ მან­ქა­ნა­ზე სრუ­ლად მორ­გე­ბუ­ლი, ცივ­სის­ხლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე აჭა­რა­ში, სუს-ში. ასე­თია ოხა­ნაშ­ვი­ლი, თა­მა­ზაშ­ვი­ლი... მათ რე­ზერვში ამ­ყო­ფებს. ივა­ნიშ­ვილს არ აქვს დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და უხ­დე­ბა მი­სი­ვე გუნ­დი­დან ვი­ღაც გა­ამ­წე­სოს ოპო­ზი­ცი­ა­ში. შე­საძ­ლოა, კა­ხიშ­ვი­ლიც აღ­მოჩ­ნდეს იმ ე.წ ოპო­ზი­ცი­ა­ში. ლი­ლუ­აშ­ვილ­სა და რიჟ­ვა­ძეს რამე კი არ და­უ­წუ­ნეს, მათ სი­სუს­ტედ ჩა­უთ­ვა­ლეს ის, სრუ­ლად ჯა­ლა­თე­ბად რომ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. არ აწყობ­დათ თუნ­დაც ასე­თი ლო­ი­ა­ლუ­რი რიჟ­ვა­ძე - რიჟ­ვა­ძე, რო­მე­ლიც მზად იყო ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ იქ სჭირ­დე­ბათ პირ­და­პირ პო­ლი­ცი­ე­ლი. მე მაქვს ასე­თი მო­ლო­დი­ნი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ყვე­ლა საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ი­სა და სუს-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ანუ ივა­ნიშ­ვილს სჭირ­დე­ბა არა უბ­რა­ლოდ ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნე­ბი, არა­მედ მას სჭირ­დე­ბა ისე­თი ხალ­ხი, ვინც მზად იქ­ნე­ბა და იძა­ლა­დებს ოპო­ნენ­ტებ­ზე.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­საშ­ვე­ბად მი­მაჩ­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც და სხვე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ ამ ე.წ. სა­ტე­ლიტ ახალ ოპო­ზი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ში. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოპო­ზი­ცი­ა­ში, თუ მას ეს დას­ჭირ­და, ამა­ზეც წამ­სვლე­ლია. ამა­ზე მას ჩემ­თან უსა­უბ­რია ბევ­რი წლის წინ. მას ჰქონ­და ეს გეგ­მა. ეს მა­შინ ხდე­ბა, როცა თით­ქოს მოღ­რუბ­ლუ­ლი ცა არ იყო ჩვენს თავ­ზე ვი­ღა­ცე­ბის­თვის, ჩემ­თვის მა­ში­ნაც იყო ნამ­დვი­ლად. რა პრობ­ლე­მაა, ეტყვის ღა­რი­ბაშ­ვილს, რიჟ­ვა­ძეს, ლი­ლუ­აშ­ვილს და შე­აქ­მნე­ვი­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით ახალ სა­ტე­ლიტ ოპო­ზი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბულ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს, ახვლე­დი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, „დღეს ოპო­ზი­ცია იქცა გან­ვი­თა­რე­ბის მუხ­რუ­ჭად“.

"ასეთ მუხ­რუ­ჭად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს, 31 მარ­ტის აქ­ცია საკ­მა­რი­სად ცუ­დად და­ი­გეგ­მა. ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვე­დით გუ­ლან­თე­ბუ­ლე­ბი. მე ვარ უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გზავ­ნი­ლე­ბით და იმით, რაც მერე მოხ­და. ხომ და­ა­ნონსდა რომ ხვა­ლი­დან ვი­წყებთ? რა და­ი­წყეს და რა გა­ა­კე­თეს? ჩა­ვარ­დნა არის ქვეყ­ნის შიგ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ის სრუ­ლად ემიჯ­ნე­ბა დღე­ვან­დელ ოპო­ზი­ცი­ას.

„მე არ წარ­მო­ვად­გენ ამ ოპო­ზი­ცი­ას, მე მას ვე­მიჯ­ნე­ბი, იმი­ტომ, რომ ასე რო­გორც იქ­ცე­ვა ახლა ოპო­ზი­ცია, ეს არის სირ­ცხვი­ლი და და­ნა­შა­უ­ლიც. ამათ ხელ­ში ჩვენ ვართ შავ დღე­ში. ისი­ნიც კი ვინც დღეს რუს­თა­ველ­ზე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ გმი­რუ­ლად, სა­მა­გა­ლი­თოდ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ ოპო­ზი­ცი­ას მხარს არ უჭერს. ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ის გამო კი არ დგა­ნან იქ, იმი­ტომ დგა­ნან რომ ამ ოპო­ზი­ცი­ა­მაც მოგ­ვა­ბეზ­რა თავი და ამ ოპო­ზი­ცი­ით ამ ჯა­ლათ ივა­ნიშ­ვილს ვერ გა­ვის­ტუმ­რებთ...

რძის სკან­და­ლი რომ ასე გა­და­გორ­და, ესაა ოპო­ზი­ცი­ის სირ­ცხვი­ლი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ნე­ბის­მი­ერ ოდ­ნავ ნორ­მა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ქვე­ყა­ნა­ში ამის გამო მთავ­რო­ბა პა­სუხს აგებ­და. ჩვენ ეს გა­ვა­ტა­რეთ. ჩემ­თვის პი­რა­დად ამა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა არაა. როცა რძის სკან­დალს ასე გა­ა­ტა­რებთ და რძის რე­ვო­ლუ­ცი­ას არ მო­ვუ­წყობთ ამ ნა­ძი­რა­ლებს, ყვე­ლაფ­რის ღირ­სი ვართ მა­შინ“, - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეტყვიან ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებენ "ოპოზიციას", თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს "ოპოზიციაში" - მმართველი გუნდი ემზადება ახალი არჩევნებისთვის" - ახვლედიანი

"ეტყვიან ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებენ "ოპოზიციას", თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს "ოპოზიციაში" - მმართველი გუნდი ემზადება ახალი არჩევნებისთვის" - ახვლედიანი

"ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ახალი არჩევნების „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ჩატარებისთვის რახანია ემზადება. ის აუცილებლად დანიშნავს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში. თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.

  • როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ისეთ არჩევნებში, რომელიც სრულად „სათავისოდ მოწყობილი იქნება“, ოპოზიციამ შეიძლება ფიასკო განიცადოს.

"არჩევნების შემდეგ, ამ თვეების განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილი აუცილებლად დანიშნავდა ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ არა ჩვენი, მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების დღის წესრიგით, არამედ საკუთარი დღის წესრიგით. ამას ის გააკეთებს მაშინ და ზუსტად მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ყველა საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შეხვდეს ამ არჩევნებს შესაბამისად მომზადებული და მიიღოს მინიმუმ ის შედეგი, რაც მიიღო მიტაცებით გასული წლის ოქტომბერში. თუმცა მისი ამოცანაა, რომ ეს შედეგი გაიუმჯობესოს მნიშვნელოვნად. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ის არ დანიშნავს [ახალ არჩევნებს] მიმდინარე წელს და მეც მაქვს ვარაუდი, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს დანიშნავს, იმიტომ არა, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინა, ეს იქნება მისი დღის წესრიგის ნაწილი. „ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ამისთვის რახანია ემზადება. ამით რას გააკეთებს: 1. ის აჩვენებს შიგნით და გარეთ ყველას, რომ ლეგიტიმურობა შეიძინა ბოლოს და ბოლოს, მისი აზრით. 2. სავარაუდოდ გაიუმჯობესებს შედეგს. 3. იტყვის: - რასაც ელოდით ამდენი ხანი, მიიღეთ. ხომ გინდოდათ არჩევები?- ა, ბატონო არჩევნები. სხვა საქმეა რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე.

ივანიშვილსა და მის დღევანდელ უცნაურ პოლიტიკურ დაჯგუფებას ახასიათებს, რომ ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით, რომ არ ელოდები ისეთი პირების მეშვეობითაც, გვეტყვის თავის სათქმელს. ხანაც ამ სათქმელს პირდაპირ გვეუბნება კობახიძე. მიმაჩნია, რომ ეს ამბავი უკვე ისე მომწიფდა, სათქმელად ღირდა. კახა კახიშვილი მართალია არ არის მოქმედი თანამდებობის პირი, მაგრამ წინა პარლამენტში ის იყო გუნდის აქტიური წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ის არის „ქართული ოცნების“ რეზერვში. კაცმა არ იცის, ხვალ სად იქნება, რა თანამდებობაზე. რომც არ იყოს, მაინც ის იქაურია და საკმარისად სარწმუნოდ მეჩვენება ეს მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილის მიერ ასე დანიშნულ არჩევნებში, რომელიც იქნება სათავისოდ მოწყობილი სრულად, ოპოზიციამ შეიძლება განიცადოს ფიასკო.

ყველა ის ცვლილება დაკავშირებული ლილუაშვილთან, რიჟვაძესთან, ცვლილებები რაც უახლოეს ხანებში იქნება, ერთადერთ რამეს უკავშირდება, ერთი მხრივ ივანიშვილი ერთგულ ადამიანებს, ჩვენთვის უცნაურად და ალოგიკურად ელევა არა იმიტომ, რომ მათ მონური ერთგულება აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება უფრო მეტად დაუნდობელი, რეპრესიულ მანქანაზე სრულად მორგებული, ცივსისხლიანი სახელმწიფო მოხელეები უმაღლეს თანამდებობებზე აჭარაში, სუს-ში. ასეთია ოხანაშვილი, თამაზაშვილი... მათ რეზერვში ამყოფებს. ივანიშვილს არ აქვს დიდი ადამიანური რესურსი და უხდება მისივე გუნდიდან ვიღაც გაამწესოს ოპოზიციაში. შესაძლოა, კახიშვილიც აღმოჩნდეს იმ ე.წ ოპოზიციაში. ლილუაშვილსა და რიჟვაძეს რამე კი არ დაუწუნეს, მათ სისუსტედ ჩაუთვალეს ის, სრულად ჯალათებად რომ ვერ ჩამოყალიბდნენ. არ აწყობდათ თუნდაც ასეთი ლოიალური რიჟვაძე - რიჟვაძე, რომელიც მზად იყო ნებისმიერი დავალება შეესრულებინა, მაგრამ იქ სჭირდებათ პირდაპირ პოლიციელი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი, აბსოლუტურად საფუძვლიანი, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნება პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენელი. ანუ ივანიშვილს სჭირდება არა უბრალოდ ყურმოჭრილი მონები, არამედ მას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მზად იქნება და იძალადებს ოპონენტებზე.

აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილიც და სხვებიც აღმოჩნდნენ ამ ე.წ. სატელიტ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებში. თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია. ამაზე მას ჩემთან უსაუბრია ბევრი წლის წინ. მას ჰქონდა ეს გეგმა. ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს მოღრუბლული ცა არ იყო ჩვენს თავზე ვიღაცებისთვის, ჩემთვის მაშინაც იყო ნამდვილად. რა პრობლემაა, ეტყვის ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებს ნებისმიერი კონფიგურაციით ახალ სატელიტ ოპოზიციას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ სპექტრს, ახვლედიანის შეფასებით, „დღეს ოპოზიცია იქცა განვითარების მუხრუჭად“.

"ასეთ მუხრუჭად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, 31 მარტის აქცია საკმარისად ცუდად დაიგეგმა. ადამიანები მოვედით გულანთებულები. მე ვარ უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით და იმით, რაც მერე მოხდა. ხომ დაანონსდა რომ ხვალიდან ვიწყებთ? რა დაიწყეს და რა გააკეთეს? ჩავარდნა არის ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ის სრულად ემიჯნება დღევანდელ ოპოზიციას.

„მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ. მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ამ ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ...

რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გაატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

წაიკითხეთ ასევე: