მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებას ითხოვს
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებას ითხოვს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რა 20 000-ლა­რი­ან გი­რა­ოს­თან ერ­თად და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ითხოვს. კერ­ძოდ კი, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ნა­თია თა­თი­აშ­ვილ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, გი­რა­ოს­თან ერ­თად, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თის აკ­რძალ­ვა უნდა და­უ­წეს­დეს.

თა­თი­აშ­ვი­ლის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს.

  • მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი გა­ეგ­ზავ­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა, ის არ გა­მო­ცხად­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევ­და.

თა­თი­აშ­ვი­ლის თქმით, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მხრი­დან მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

ასე­ვე, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში ყოფ­ნა პირ­ვე­ლი არ არის, ის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და ამას­თან, ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის წარ­მო­ე­ბა. თა­თი­აშ­ვი­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ ეს ფაქ­ტე­ბი მის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის ნა­წილ­ში უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე. რო­გორც ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მხრი­დან მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ის იმ საქ­მე­ზეც კი, სა­დაც დიდი სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბო­და, არ მი­მა­ლუ­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩა­მო­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის სა­ხით არა­სა­პა­ტიმ­რო სან­ქცი­ა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის საფრ­თხე გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ამას­თან, ჭა­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ოქ­რუ­აშ­ვი­ლის არ მის­ვლა სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­აა და არა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს. ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებას ითხოვს

პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პროკურატურა 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებასაც ითხოვს. კერძოდ კი, როგორც პროკურორმა ნათია თათიაშვილმა შუამდგომლობაში აღნიშნა, გირაოსთან ერთად, თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვა უნდა დაუწესდეს.

თათიაშვილის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

  • მისივე განმარტებით, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების თაობაზე, თუმცა, ის არ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.

თათიაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

ასევე, პროკურორის განმარტებით, ოქრუაშვილისთვის კანონთან კონფლიქტში ყოფნა პირველი არ არის, ის წარსულში ნასამართლევია და ამასთან, ახლაც მიმდინარეობს მის წინააღმდეგ საქმის წარმოება. თათიაშვილი შუამდგომლობაში აცხადებდა, რომ ეს ფაქტები მის პიროვნული მახასიათებლის ნაწილში უნდა იყოს გათვალისწინებული.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ის იმ საქმეზეც კი, სადაც დიდი სასჯელი ემუქრებოდა, არ მიმალულა, საქართველოში არ იმყოფებოდა და ჩამოვიდა, შესაბამისად, ამ საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არასაპატიმრო სანქციასაც ითვალისწინებს, ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე გამორიცხულია.

ამასთან, ჭაბაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე ოქრუაშვილის არ მისვლა სამოქალაქო პოზიციაა და არა დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.