მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა" - პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი
"ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა" - პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი
  • ფო­ტო­ზე: ლე­ლუ­კა ლაშ­ხი

ქარ­თველ ქალს რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­ლა­ნო­მი­სა და სწო­რი ნაწ­ლა­ვის მე­სა­მე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზე­ბი და­უს­ვეს, საფ­რან­გეთ­ში არც ერთი არ და­უ­დას­ტურ­და და პო­ლიპ­ზე უმ­კურ­ნა­ლეს.

  • ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ლუ­კა ლაშ­ხი წერს, რო­მე­ლიც პა­რი­ზის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მე­რი­ის სა­მე­დი­ცი­ნო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობს.

"ისე­თი ამ­ბა­ვია, ერ­თდრო­უ­ლად რომ გა­გაბ­რა­ზებს და გა­გამ­წა­რებს. ჩემი სამი კლი­ნი­კი­დან ერთ-ერ­თში ე.წ. სეფ­სის სექ­ტო­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ და­მი­რე­კა მდი­ვან­მა, მა­დამ გა­ლე­რის თქვე­ნი ნახ­ვა უნ­დაო. არ ვი­ცო­დი ვინ იყო ეს ქალი და კად­რებ­ში მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია. სეფ­სის-ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყო­ფი­ლა. რომ ავე­დი მისი ასის­ტენ­ტი დამ­ხვდა. თვი­თონ ოპე­რა­ცი­ა­ზე. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი ქალი ჰყო­ლი­ათ, ვერ­ცერთ სხვა ენა­ზე ვერ ლა­პა­რა­კობს და გუ­გლით ვე­რა­ფერს გვა­გე­ბი­ნებს, თუ შეძ­ლებ დაგ­ვეხ­მა­რეო. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ.

ახლა მოკ­ლედ დავ­წერ და გავ­რცო­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ უბ­რა­ლოდ. ეს ქალი ორი დი­აგ­ნო­ზი­თაა. მთხო­ვა სა­ხე­ლი და გვა­რი არ­სად მი­ვუ­თი­თო ჯერ­ჯე­რო­ბით, მაგ­რამ ამ ამ­ბავს ასე არ და­ვა­ტო­ვე­ბი­ნებ! მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­ლა­ნო­მა და სწო­რი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე მე­სა­მე სტა­დია. მე­ლა­ნო­მა­ზე მკურ­ნა­ლობ­და ორი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში და თურ­ქეთ­ში. ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე 7 თვის წინ და­უდ­გი­ნეს და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ნა­თე­სა­ვის ქმარ­მა უთხრა, მე დაგ­ხვდე­ბი პა­რიზ­შიო. ის ბე­დოვ­ლა­თი და­უ­ჭე­რი­ათ იმ დი­ლას, ეს ქალი რომ ჩა­მო­დი­ო­და სა­ღა­მოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ­ცერ­თი არ და­უ­დას­ტურ­და და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის პო­ლი­პე­ბის გამო, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი­აო ექიმ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ლი­პი იყო სწორ ნაწ­ლავ­ზე­ცო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ლა­ნო­მას, პა­ცი­ენტს ჰქო­ნია თან­და­ყო­ლი­ლი ხალი ბარ­ძა­ყის არე­ში, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, პლაჟ­ზე და­ი­ზი­ა­ნა და ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრში "უმ­კურ­ნა­ლეს". ერთ-ერთ დიდ და სა­ხელ­გან­თქმულ კლი­ნი­კა­ში ავ­თვი­სე­ბი­ან მე­ლა­ნო­მად შე­რა­ცხეს, სახლ-კარი გა­ა­ყი­დი­ნეს და პრე­ვენ­ცი­ას შე­უდ­გნენ ხან იქ და ხან თურ­ქეთ­ში, მათ მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ ექი­მებ­თან.

ამიხ­სნეს, რომ ხა­ლის მორ­ფო­ლო­გია და­ირ­ღვა, იმ შემ­თხვე­ვის დროს და რად­გან სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ჰქონ­და იწ­ვევ­და მის გარ­კვე­ულ დეგ­რა­და­ცი­ა­სო. და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი მყავს მე პი­რა­დად გაც­ნო­ბი­ლი, და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი და "გზა­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი", რომ­ლე­ბიც პირ­და­პი­რი გა­გე­ბით გა­მო­ექ­ცნენ სიკ­ვდილს !კი, ეს ქალი გა­დარ­ჩა და კი­დევ უკე­თე­სად იქ­ნე­ბა მალე. ხვა­ლაც ავალ და მო­ვი­ნა­ხუ­ლებ, და­ვუ­ტო­ვე ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბი. მაგ­რამ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც არ აქვს აქ ჩა­მოს­ვლის არა­ნა­ი­რი გზა და ხო­ცავთ ცხო­ვე­ლე­ბი­ვით! ან რა ფიცი და­დეთ ასე­თი, ამ რით ვე­ღარ გე­ყოთ სხვი­სი უბე­დუ­რე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი აგა­რა­კე­ბი?! რამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბა­ში ცხოვ­რობს ქვე­ყა­ნა, ჯერ კი­დევ ვერ იაზ­რებთ!" - წერს ლაშ­ხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა" - პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი

"ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა" - პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი
  • ფოტოზე: ლელუკა ლაშხი

ქართველ ქალს რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის მელანომისა და სწორი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არც ერთი არ დაუდასტურდა და პოლიპზე უმკურნალეს.

  • ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლელუკა ლაშხი წერს, რომელიც პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში მერიის სამედიცინო კულინარიული სექტორის ხელმძღვანელად მუშაობს.

"ისეთი ამბავია, ერთდროულად რომ გაგაბრაზებს და გაგამწარებს. ჩემი სამი კლინიკიდან ერთ-ერთში ე.წ. სეფსის სექტორია განთავსებული. შესვენების შემდეგ დამირეკა მდივანმა, მადამ გალერის თქვენი ნახვა უნდაო. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი და კადრებში მოვიძიე ინფორმაცია. სეფსის-ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ყოფილა. რომ ავედი მისი ასისტენტი დამხვდა. თვითონ ოპერაციაზე. რეანიმაციაში ქართველი ქალი ჰყოლიათ, ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს და გუგლით ვერაფერს გვაგებინებს, თუ შეძლებ დაგვეხმარეო. არც დავფიქრებულვარ.

ახლა მოკლედ დავწერ და გავრცობისგან თავს შევიკავებ უბრალოდ. ეს ქალი ორი დიაგნოზითაა. მთხოვა სახელი და გვარი არსად მივუთითო ჯერჯერობით, მაგრამ ამ ამბავს ასე არ დავატოვებინებ! მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია. მელანომაზე მკურნალობდა ორი წელი საქართველოში და თურქეთში. ნაწლავის სიმსივნე 7 თვის წინ დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

ნათესავის ქმარმა უთხრა, მე დაგხვდები პარიზშიო. ის ბედოვლათი დაუჭერიათ იმ დილას, ეს ქალი რომ ჩამოდიოდა საღამოს. რასაკვირველია არცერთი არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო, რომელიც სრულიად უწყინარიაო ექიმმა. სავარაუდოდ პოლიპი იყო სწორ ნაწლავზეცო. რაც შეეხება მელანომას, პაციენტს ჰქონია თანდაყოლილი ხალი ბარძაყის არეში, რომელიც ბათუმში, პლაჟზე დაიზიანა და ესთეტიკურ ცენტრში "უმკურნალეს". ერთ-ერთ დიდ და სახელგანთქმულ კლინიკაში ავთვისებიან მელანომად შერაცხეს, სახლ-კარი გააყიდინეს და პრევენციას შეუდგნენ ხან იქ და ხან თურქეთში, მათ მიერ რეკომენდებულ ექიმებთან.

ამიხსნეს, რომ ხალის მორფოლოგია დაირღვა, იმ შემთხვევის დროს და რადგან სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა იწვევდა მის გარკვეულ დეგრადაციასო. დაახლოებით 200 ადამიანი მყავს მე პირადად გაცნობილი, დაბინავებული და "გზაზე დაყენებული", რომლებიც პირდაპირი გაგებით გამოექცნენ სიკვდილს !კი, ეს ქალი გადარჩა და კიდევ უკეთესად იქნება მალე. ხვალაც ავალ და მოვინახულებ, დავუტოვე ჩემი კონტაქტები. მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს აქ ჩამოსვლის არანაირი გზა და ხოცავთ ცხოველებივით! ან რა ფიცი დადეთ ასეთი, ამ რით ვეღარ გეყოთ სხვისი უბედურებით აშენებული აგარაკები?! რამხელა უსამართლობაში ცხოვრობს ქვეყანა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ!" - წერს ლაშხი.