პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს - ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია" - პაატა ბურჭულაძე
"8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს - ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია" - პაატა ბურჭულაძე

დი­ლის 04:00 სა­ათ­ზე, ჩვენ დავ­დებთ ფიცს. ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნაა რუს­თა­ველ­ზე, რომ და­ი­დოს ფიცი - ფიცი გვაძ­ლევს იმის რწმე­ნას, რომ ერ­თმა­ნეთს არ ვუ­ღა­ლა­ტოთ , - ამის შე­სა­ხებ ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც 8 აპ­რილს და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 22:00 სა­ათ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, ხოლო 00:00 სა­ათ­ზე იქ­ნე­ბა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი.

"8 აპ­რილს, 22:00 სა­ა­თის­თვის შე­ვიკ­რი­ბოთ. მა­შინ, რო­დე­საც 00:00 სა­ა­თი გახ­დე­ბა, გვექ­ნე­ბა მიკრო­ფო­ნი, იქ­ნე­ბა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი, ასე მი­ვალთ დი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე.

04:00 სა­ა­თი არის ის დრო, რო­დე­საც რო­დი­ო­ნო­ვის ჯარი შე­მო­იჭ­რა და და­ხო­ცა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი, ამ დროს, ზუს­ტად 04:00 სა­ათ­ზე და­რე­კავს ქაშ­ვე­თის ზა­რე­ბი. სა­პატ­რი­არ­ქო არის ჩვენ­თან ერ­თად, უწ­მინ­დეს­მა მოგ­ვცა კურ­თხე­ვა. ზა­რებს მოჰ­ყვე­ბა ის, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირი ჩა­ა­ტა­რებს პა­ნაშ­ვიდს გარ­დაც­ვლი­ლი სუ­ლე­ბის­თვის. ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­გა­ლო­ბებთ. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მგა­ლობ­ლე­ბი შე­მოგ­ვი­ერ­თდით.

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გვე­ყო­ლე­ბა სინ­დის პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოვ­ლენ და წა­ი­კი­თხა­ვენ წე­რი­ლებს თუ რა მოგ­ვწე­რეს ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა ცი­ხი­დან. დი­ლის 04:00 სა­ათ­ზე, ჩვენ დავ­დებთ ფიცს. ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნაა რუს­თა­ველ­ზე, რომ და­ი­დოს ფიცი. ფიცი უკვე და­წე­რი­ლია, ჩვენ უკვე ვი­ცით ში­ნა­არ­სი. ფიცი ერ­თობ­ლი­ვად და­ი­წე­რა, მაგ­რამ თავ­ში ედგა რატი ამაღ­ლო­ბე­ლი. ფიცი გვაძ­ლევს იმის რწმე­ნას, რომ ერ­თმა­ნეთს არ ვუ­ღა­ლა­ტოთ. პი­რო­ბას ვდებთ, რომ ჩვენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს არ ვუ­ღა­ლა­ტებთ, არ ვუ­ღა­ლა­ტებთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, დებს და ძმებს“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გახ­და ფი­ცის ელე­მენ­ტის შე­მო­ღე­ბა სა­ჭი­რო და რისი დას­ტუ­რია, ამა­ზე ბურ­ჭუ­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ფი­ცის და­დე­ბით უფრო ადა­მი­ა­ნი შე­მო­ე­მა­ტე­ბა პრო­ტესტს.

"ახლა ჩვენ ფი­ნა­ლურ ბრძო­ლა­ში ვართ, რუ­ბი­კო­ნი გა­და­ლა­ხუ­ლია, "ოც­ნე­ბის“ საქ­მე დაბ­ლა ეშ­ვე­ბა, ჩვენ წინ მივ­დი­ვართ, ახლა სა­ჭი­როა შე­მარ­თე­ბა. ამ ფი­ცით ჩვენ უფრო შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბა ხალ­ხი“,- გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ხვალ შე­იძ­ლე­ბა "და­ი­ბა­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა“.

"ხვალ გა­მოჩ­ნდე­ბა რა ძალა გვაქვს. ხვა­ლინ­დე­ლი დღე გვე­ტყვის, რა შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­ვა­კე­თოთ. მო­მა­ვალ­ში პრო­ტესტს კი არ ვგეგ­მავთ, ჩვენ გვინ­და ვი­ცო­დეთ რისი და­გეგ­მვის ძალა გვაქვს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა უკვე არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, აპი­რე­ბენ თუ არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან შე­უ­ერ­თდნენ ხვა­ლინ­დელ 24 - სა­ა­თი­ან აქ­ცი­ას, ბურ­ჭუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ვინც თავს ღირ­სად ჩათ­ვლის , უნდა მი­ვი­დეს.

"არ მგო­ნია, რომ ეს ისე­თი თა­რი­ღია, ვინ­მე უნდა მო­იწ­ვიო. ვი­საც უნდა, მო­ვი­დეს. ვინც ღირ­სია, რომ მო­ვი­დეს და ყვა­ვი­ლი და­დოს, ის უნდა მო­ვი­დეს. ვნა­ხავთ, ვინ ჩათ­ვლის თა­ვის თავს ღირ­სად, რომ მო­ვი­დეს იქ, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მივ­ლენ, " ხალ­ხი იქ თა­ვის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს“.

"ვნა­ხოთ ხალ­ხი იქ თა­ვის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს. მშობ­ლებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, თუ რა იქ­ნე­ბა მათი რე­ა­გი­რე­ბა, თუ ისი­ნი მოვ­ლენ.

თუ კო­ბა­ხი­ძე ფიქ­რობს, რომ ის ღირ­სია, რომ მო­ვი­დეს და ყვა­ვი­ლი და­დოს, მო­ვი­დეს. თუ მუ­რუ­სი­ძე, "ხა­რე­ბა“ ფიქ­რო­ბენ, რომ ღირ­სე­ბი არი­ან, მო­ვიდ­ნენ, რა­ტომ არა?! და­დონ ყვა­ვი­ლე­ბი, ვნა­ხოთ რა მოხ­დე­ბა“,- და­ა­მა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ბურ­ჭუ­ლა­ძემ 31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე და მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რო­დე­საც "ამ­ხე­ლა აქ­ცი­ას აა­ნონ­სებ, რა­ღაც სათ­ქმე­ლი უნდა გქონ­დეს“.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დე­ბით თუ რო­დის გა­ერ­თი­ან­დე­ბა ოპო­ზი­ცია, ერთ პარ­ტი­ად კი არა - რო­გორ გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ თა­ვი­ანთ მხედ­ვე­ლო­ბას, იგ­რძნო­ბენ რომ ერ­თად უნდა იყ­ვნენ. არ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, ეს იყო ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას იმა­ში, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ვერ შედ­გა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან მე სულ სხვა პრე­ტენ­ზია მაქვს: რო­დე­საც ამ­ხე­ლა აქ­ცი­ას აა­ნონ­სებ და მო­დის 100 000 ადა­მი­ა­ნი, რა­ღაც სათ­ქმე­ლი უნდა გქონ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხს და­უ­ძა­ხო რო­გორც 31 მარტს სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სა­დაც თქვა, რომ რა­ღაც პლატ­ფორ­მას შექ­მნის, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს და შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს. ამი­ტომ და­უ­ძა­ხა 100 000 ადა­მი­ანს. ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა იყო რუს­თა­ველ­ზე, მე რა­ტომ ავ­ვარ­დი სცე­ნა­ზე. ნა­დიმ ხმა­ლა­ძე სცე­ნა­ზე უკვე იყო. სცე­ნა­ზე იმი­ტომ ავ­ვარ­დი, რომ ვიგ­რძე­ნი თუ ეს ხალ­ხი წა­ვი­და სახ­ლში, აღარ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ამი­ტომ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რა უნდა ექნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ბურ­ჭუ­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს: "თუ სათ­ქმე­ლი არ ჰქონ­და არა­ფე­რი, ეს აქ­ცია არ უნდა და­ე­ა­ნონ­სე­ბი­ნა“

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აქვს გა­და­სა­რე­ვი მხა­რე, ეს არის სა­ზღვარ­გა­რეთ მისი ვო­ი­ა­ჟე­ბი. ამან ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი რამ გაგ­ვი­კე­თა, მაგ­რამ ქვეყ­ნის შიგ­ნით ხალ­ხის გუ­ლის გა­ტე­ხა არ შე­იძ­ლე­ბა. და­უ­ძა­ხა ხალ­ხს მო­დი­თო და მერე წა­დი­თო, მეტი არა­ფე­რი მინ­დაო და გა­მორ­თო მიკრო­ფო­ნი. ეს არ შე­იძ­ლე­ბა. ის არის ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი პი­როვ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი. მისი ლე­გი­ტი­მა­ცი­აც არ იქ­ნე­ბო­და, რომ არ იყოს რუს­თა­ვე­ლის აქ­ცი­ე­ბი. ოპო­ზი­ცია არა­ფერ შუ­ა­შია, მან და­ა­ა­ნონ­სა 31 მარ­ტი, ეს არის მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს - ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია" - პაატა ბურჭულაძე

"8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს - ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია" - პაატა ბურჭულაძე

დილის 04:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი - ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძე "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 8 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

  • როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, მოქალაქეები 22:00 საათზე შეიკრიბებიან, ხოლო 00:00 საათზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

"8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ. მაშინ, როდესაც 00:00 საათი გახდება, გვექნება მიკროფონი, იქნება სიტყვით გამოსვლები, ასე მივალთ დილის 04:00 საათამდე.

04:00 საათი არის ის დრო, როდესაც როდიონოვის ჯარი შემოიჭრა და დახოცა ჩვენი თანამემამულენი, ამ დროს, ზუსტად 04:00 საათზე დარეკავს ქაშვეთის ზარები. საპატრიარქო არის ჩვენთან ერთად, უწმინდესმა მოგვცა კურთხევა. ზარებს მოჰყვება ის, რომ სასულიერო პირი ჩაატარებს პანაშვიდს გარდაცვლილი სულებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად ვიგალობებთ. ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი მგალობლები შემოგვიერთდით.

ჩვენ ყურადღების ცენტრში გვეყოლება სინდის პატიმრების მშობლები, რომლებიც გამოვლენ და წაიკითხავენ წერილებს თუ რა მოგვწერეს ჩვენმა ბიჭებმა ციხიდან. დილის 04:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი. ფიცი უკვე დაწერილია, ჩვენ უკვე ვიცით შინაარსი. ფიცი ერთობლივად დაიწერა, მაგრამ თავში ედგა რატი ამაღლობელი. ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ. პირობას ვდებთ, რომ ჩვენს საქართველოს მომავალს არ ვუღალატებთ, არ ვუღალატებთ სინდისის პატიმრების მშობლებს, ნათესავებს, დებს და ძმებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რატომ გახდა ფიცის ელემენტის შემოღება საჭირო და რისი დასტურია, ამაზე ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ფიცის დადებით უფრო ადამიანი შემოემატება პროტესტს.

"ახლა ჩვენ ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია, "ოცნების“ საქმე დაბლა ეშვება, ჩვენ წინ მივდივართ, ახლა საჭიროა შემართება. ამ ფიცით ჩვენ უფრო შემოგვემატება ხალხი“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ხვალ შეიძლება "დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა“.

"ხვალ გამოჩნდება რა ძალა გვაქვს. ხვალინდელი დღე გვეტყვის, რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ. მომავალში პროტესტს კი არ ვგეგმავთ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რისი დაგეგმვის ძალა გვაქვს. საზოგადოებრივი მოძრაობა უკვე არსებობს, შეიძლება დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიებიდან შეუერთდნენ ხვალინდელ 24 - საათიან აქციას, ბურჭულაძე პასუხობს, რომ ვინც თავს ღირსად ჩათვლის , უნდა მივიდეს.

"არ მგონია, რომ ეს ისეთი თარიღია, ვინმე უნდა მოიწვიო. ვისაც უნდა, მოვიდეს. ვინც ღირსია, რომ მოვიდეს და ყვავილი დადოს, ის უნდა მოვიდეს. ვნახავთ, ვინ ჩათვლის თავის თავს ღირსად, რომ მოვიდეს იქ, ეს ძალიან საინტერესოა“, - აღნიშნა მან.

ბურჭულაძის თქმით, თუ "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც მივლენ, " ხალხი იქ თავის რეაგირებას მოახდენს“.

"ვნახოთ ხალხი იქ თავის რეაგირებას მოახდენს. მშობლებმა გამოაცხადეს, თუ რა იქნება მათი რეაგირება, თუ ისინი მოვლენ.

თუ კობახიძე ფიქრობს, რომ ის ღირსია, რომ მოვიდეს და ყვავილი დადოს, მოვიდეს. თუ მურუსიძე, "ხარება“ ფიქრობენ, რომ ღირსები არიან, მოვიდნენ, რატომ არა?! დადონ ყვავილები, ვნახოთ რა მოხდება“,- დაამატა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, ბურჭულაძემ 31 მარტის აქციაზე და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, როდესაც "ამხელა აქციას აანონსებ, რაღაც სათქმელი უნდა გქონდეს“.

"ჩვენ ყველანი ველოდებით თუ როდის გაერთიანდება ოპოზიცია, ერთ პარტიად კი არა - როგორ გააერთიანებენ თავიანთ მხედველობას, იგრძნობენ რომ ერთად უნდა იყვნენ. არ მოხდა ეს ამბავი, ეს იყო ჩემი უკმაყოფილება. ჩემი უკმაყოფილება მდგომარეობას იმაში, რომ გაერთიანება ვერ შედგა.

სალომე ზურაბიშვილთან მე სულ სხვა პრეტენზია მაქვს: როდესაც ამხელა აქციას აანონსებ და მოდის 100 000 ადამიანი, რაღაც სათქმელი უნდა გქონდეს. არ შეიძლება ხალხს დაუძახო როგორც 31 მარტს სიტყვით გამოსვლისას, სადაც თქვა, რომ რაღაც პლატფორმას შექმნის, რომელიც მომავალში რაღაცას გააკეთებს და შეიძლება, კარგი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ დაუძახა 100 000 ადამიანს. ვერ წარმოიდგენთ რა იყო რუსთაველზე, მე რატომ ავვარდი სცენაზე. ნადიმ ხმალაძე სცენაზე უკვე იყო. სცენაზე იმიტომ ავვარდი, რომ ვიგრძენი თუ ეს ხალხი წავიდა სახლში, აღარ დაბრუნდებიან, ამიტომ მოხდა ეს ამბავი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რა უნდა ექნა სალომე ზურაბიშვილს, ბურჭულაძე ასე პასუხობს: "თუ სათქმელი არ ჰქონდა არაფერი, ეს აქცია არ უნდა დაეანონსებინა“

"სალომე ზურაბიშვილს აქვს გადასარევი მხარე, ეს არის საზღვარგარეთ მისი ვოიაჟები. ამან ჩვენ ძალიან კარგი რამ გაგვიკეთა, მაგრამ ქვეყნის შიგნით ხალხის გულის გატეხა არ შეიძლება. დაუძახა ხალხს მოდითო და მერე წადითო, მეტი არაფერი მინდაო და გამორთო მიკროფონი. ეს არ შეიძლება. ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პიროვნება, პრეზიდენტი. მისი ლეგიტიმაციაც არ იქნებოდა, რომ არ იყოს რუსთაველის აქციები. ოპოზიცია არაფერ შუაშია, მან დააანონსა 31 მარტი, ეს არის მისი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.