საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - გაიაშვილი რუსულ RBC-სთან ამბობს, რომ Georgian Airways-ი რუსეთში ფრენების დამატებას, ჩინეთში კი ფრენის დაწყებას გეგმავს
"რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - გაიაშვილი რუსულ RBC-სთან ამბობს, რომ Georgian Airways-ი რუსეთში ფრენების დამატებას, ჩინეთში კი ფრენის დაწყებას გეგმავს

Georgian Airways ზა­ფხუ­ლი­დან რე­ი­სებს რუ­სე­თის ქა­ლაქ ეკა­ტე­რინ­ბურ­გი­და­ნაც შე­ას­რუ­ლებს. ამის შე­სა­ხებ რუ­სულ RBC-სთან ინ­ტერ­ვი­უს დროს ავი­ა­კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად Georgian Airways რუ­სე­თის სამ ქა­ლაქ­ში, მოს­კოვ­ში, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გსა და ნო­ვო­სი­ბირსკში დაფ­რი­ნავს. ნო­ვო­სი­ბირსკში ზამ­თრის სე­ზონ­ზე რე­ი­სე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა აპ­რილ­ში გა­ნახ­ლდა.

"გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უნდა ეფ­რი­ნათ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს სამ­შობ­ლო­ში მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი­დან?! ეს მთლად სა­მარ­თლი­ა­ნი არ არის...

“ვნა­ხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მგზავ­რთა ნა­კა­დი. ზო­გა­დად, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნა­კა­დი რუ­სეთ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. რე­ი­სე­ბით, ძი­რი­თა­დად, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა სარ­გებ­ლობს, რო­მელ­თაც სამ­შობ­ლო­ში ჩას­ვლა ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნამ­დე მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი­დან უწევ­და,” - ამ­ბობს გა­ი­აშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აირ­ჩია ნო­ვო­სი­ბირსკი, გა­ი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ “ციმ­ბი­რი ყო­ველ­თვის დიდ როლს თა­მა­შობ­და რუ­სე­თის­თვის და იქ ის­ტო­რი­უ­ლი ფრე­ნე­ბის ამო­ცა­ნას “ქარ­თუ­ლი ავი­ა­რაზ­მი” საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ას­რუ­ლებ­და. ამ­დე­ნად, ავი­ა­კომ­პა­ნია ამ “ის­ტო­რი­ულ უწყვე­ტო­ბას” უზ­რუნ­ველ­ყოფს.

გა­ი­აშ­ვი­ლის თქმით, Georgian Airways-ს საკ­მა­რი­სი პარ­კი აქვს, რომ კვი­რა­ში ორი-სამი რე­ი­სი შე­ას­რუ­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მი­მართ მოქ­მედ უკ­რა­ი­ნულ სან­ქცი­ებს, გა­ი­აშ­ვი­ლი ამას “არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ნა­ბიჯს” უწო­დებს.

“როცა, ასე­ვე, იყო კონ­ფლიქ­ტი 2008 წელს, უკ­რა­ი­ნას არ შე­უ­წყვე­ტია ფრე­ნე­ბი. უკ­რა­ი­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 რე­ისს ას­რუ­ლებ­და და არა­ვინ იმ­ჩნევ­და ქარ­თულ კონ­ფლიქტს. ისი­ნი დაფ­რი­ნავ­დნენ, თით­ქოს, არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ამის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ი­კო­ტი არა­ვის გა­მო­უ­ცხა­დე­ბია… გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უნდა ეფ­რი­ნათ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს სამ­შობ­ლო­ში მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი­დან?! ეს მთლად სა­მარ­თლი­ა­ნი არ არის,” - აცხა­დებს გა­ი­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნულ სან­ქცი­ებს ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ზე პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში ფრე­ნე­ბი არ ჰქო­ნია და ეს სან­ქცი­ე­ბი უფრო "მო­რა­ლუ­რად არის არას­წო­რი და ცუდი, რაც ერებს ერ­თმა­ნე­თის­გან ყოფს.“ გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - გაიაშვილი რუსულ RBC-სთან ამბობს, რომ Georgian Airways-ი რუსეთში ფრენების დამატებას, ჩინეთში კი ფრენის დაწყებას გეგმავს

"რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - გაიაშვილი რუსულ RBC-სთან ამბობს, რომ Georgian Airways-ი რუსეთში ფრენების დამატებას, ჩინეთში კი ფრენის დაწყებას გეგმავს

Georgian Airways ზაფხულიდან რეისებს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდანაც შეასრულებს. ამის შესახებ რუსულ RBC-სთან ინტერვიუს დროს ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთის სამ ქალაქში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში დაფრინავს. ნოვოსიბირსკში ზამთრის სეზონზე რეისები შეჩერებული იყო, თუმცა აპრილში განახლდა.

"გაუგებარია, რატომ უნდა ეფრინათ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?! ეს მთლად სამართლიანი არ არის...

“ვნახოთ, როგორი იქნება მგზავრთა ნაკადი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკადი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. რეისებით, ძირითადად, ქართული დიასპორა სარგებლობს, რომელთაც სამშობლოში ჩასვლა ფრენების აღდგენამდე მესამე ქვეყნებიდან უწევდა,” - ამბობს გაიაშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ნოვოსიბირსკი, გაიაშვილი პასუხობს, რომ “ციმბირი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა რუსეთისთვის და იქ ისტორიული ფრენების ამოცანას “ქართული ავიარაზმი” საბჭოთა პერიოდში ასრულებდა. ამდენად, ავიაკომპანია ამ “ისტორიულ უწყვეტობას” უზრუნველყოფს.

გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ს საკმარისი პარკი აქვს, რომ კვირაში ორი-სამი რეისი შეასრულოს.

რაც შეეხება, ავიაკომპანიის მიმართ მოქმედ უკრაინულ სანქციებს, გაიაშვილი ამას “არაკეთილსინდისიერ ნაბიჯს” უწოდებს.

“როცა, ასევე, იყო კონფლიქტი 2008 წელს, უკრაინას არ შეუწყვეტია ფრენები. უკრაინული ავიაკომპანია დღეში, დაახლოებით, 20 რეისს ასრულებდა და არავინ იმჩნევდა ქართულ კონფლიქტს. ისინი დაფრინავდნენ, თითქოს, არაფერი ხდებოდა. ამის გამო საქართველოში ბოიკოტი არავის გამოუცხადებია… გაუგებარია, რატომ უნდა ეფრინათ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?! ეს მთლად სამართლიანი არ არის,” - აცხადებს გაიაშვილი.

მისი თქმით, უკრაინულ სანქციებს ავიაკომპანიაზე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან უკრაინაში ფრენები არ ჰქონია და ეს სანქციები უფრო "მორალურად არის არასწორი და ცუდი, რაც ერებს ერთმანეთისგან ყოფს.“ გააგრძელეთ კითხვა