საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე პი­რე­ბი უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით ლექ­ცი­ის, სე­მი­ნა­რის ან სხვა მსგავ­სი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

პარ­ლა­მენტს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­სა­ხილ­ვე­ლად „მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნა, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ე­ბის­თვის ლექ­ცი­ე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის და სხვა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“.

ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია შე­მო­წი­რუ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე ფი­ზი­კუ­რი პი­რის­გან და სა­ქარ­თვე­ლო­ში ან სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბის გა­რეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ან პირ­თა სხვა სა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­გან, გარ­და ლექ­ცი­ის, სე­მი­ნა­რის ან მსგავ­სი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის უსას­ყიდ­ლოდ მო­წყო­ბი­სა. მოქ­მე­დი კა­ნო­ნი ამ­ბობს იმა­საც, რომ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და იმ იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნი პარ­ტი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა, რაც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხარ­და­ჭე­რას ან მხარ­და­ჭე­რის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი­დან ამო­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ

პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

პროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა. მოქმედი კანონი ამბობს იმასაც, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით აღნიშნული ჩანაწერი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონიდან ამოდის.