მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა - საბჭომ მხარი მის მინისტრთა კაბინეტსაც დაუჭირა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა - საბჭომ მხარი მის მინისტრთა კაბინეტსაც დაუჭირა

აჭა­რის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა, 12 ხმით, და­ამ­ტკი­ცა. აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რიგ­გა­რე­შე პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს თავ­მჯდო­მა­რე - და­ვით გა­ბა­ი­ძე უძღვე­ბო­და, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა­სა და მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს, ერ­თი­ა­ნად უყა­რეს კენ­ჭი.

„სხდო­მა­ზე, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, ტუ­რიზ­მი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

კენ­ჭისყრამ­დე, კან­დი­და­ტებ­მა უპა­სუ­ხეს კა­ნონ­მდე­ბელ­თა შე­კი­თხვებს, მო­ის­მი­ნეს მათი მო­საზ­რე­ბე­ბი და წი­ნა­და­დე­ბე­ბი.

ახ­ლად დამ­ტკი­ცე­ბულ­მა მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ - სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს - და­ვით გა­ბა­ი­ძე­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წევ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნდო­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ბევ­რი სა­სი­კე­თო საქ­მის გა­კე­თე­ბას შეძ­ლე­ბენ ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის­თვის.

პლე­ნა­რულ სხდო­მამ­დე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­ი­მარ­თა სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი, ბი­უ­რო­სა და ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხდო­მე­ბი, სა­დაც მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის უც­ვლელ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად, სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და სა­მო­მავ­ლო ხედ­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა - საბჭომ მხარი მის მინისტრთა კაბინეტსაც დაუჭირა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა - საბჭომ მხარი მის მინისტრთა კაბინეტსაც დაუჭირა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი.

„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

კენჭისყრამდე, კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

ახლად დამტკიცებულმა მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.

პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.