პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო -  დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო -  დაკავებულია სამი პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ., რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა. და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.პ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: „მე­თა­დო­ნი" „ალფა პვპ“ და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „გა­მომშრა­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა“.

ამო­ღე­ბულ ნარ­კო­ტი­კებს შო­რი­საა ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ი.პ-ს მიერ ბა­თუმ­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი, კან­ფე­ტის ქა­ღალ­დში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კი.

პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად, ასე­ვე, ამო­ი­ღო ელექტრო სას­წო­რე­ბი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კე­ტე­ბი და წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო -  დაკავებულია სამი პირი

პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო -  დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დ.კ., რუსეთის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ი.ა. და უკრაინის მოქალაქე 2006 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი" „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის ი.პ-ს მიერ ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი.

პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: