პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბზის მოჭ­რა­ზე კონ­ტროლს ამ­კაც­რებს. ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბზის მოჭ­რა, ამო­ძირ­კვა ან ტო­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა. სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია და 500-დან 2000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი 1000 ლარს აჭარ­ბებს, საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის კვა­ლი­ფი­კა­ცია ენი­ჭე­ბა.

ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ახ­სე­ნებს, რომ ბზის მო­პო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნერ­გე­ე­ბი­დან და ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბუ­ლი პლან­ტა­ცი­ე­ბი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მიერ გა­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

„კოლ­ხუ­რი ბზა წი­თე­ლი ნუს­ხით და­ცუ­ლი სა­ხე­ო­ბაა და მისი მო­პო­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია. ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ და­არ­ღვე­ვენ კა­ნონს, რად­გან გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, თი­თო­ე­ულ გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვა­ზე გა­ტარ­დე­ბა მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი”, - აცხა­დებს ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი კახა ცერ­ცვა­ძე.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბზის ხმო­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. გარ­და პა­თო­გე­ნუ­რი სო­კო­სა, კოლ­ხუ­რი ბზის ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბის კო­რო­მებს დიდ საფრ­თხეს უქ­მნი­და ინ­ვა­ზი­უ­რი მავ­ნე­ბე­ლი - ბზის ალუ­რა.

ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო მარ­თვას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კოლ­ხუ­რი ბზის კო­რო­მებ­ში კომ­პლექ­სურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს 2016 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს, რაც, მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის გარ­და, სა­ხე­ო­ბის სა­კონ­სერ­ვა­ციო ქმე­დე­ბებ­საც მო­ი­ცავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მავ­ნებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.