პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთი სინამდვილეში - გაუწიეთ წინააღმდეგობა!“ - სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს
“უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთი სინამდვილეში - გაუწიეთ წინააღმდეგობა!“ - სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს

“ევ­რო­კავ­შირ­მა არ უნდა და­უშ­ვას, რომ ჰყავ­დეს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ერთი წლის წინ მი­ა­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ერთ წე­ლი­წად­ში ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის მო­დე­ლად იქ­ცეს - გა­უ­წი­ეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პა­რი­ზი, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე - “შეხ­ვედ­რა დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის” სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა რუ­სულ საფრ­თხე­ზე, მის სტრა­ტე­გი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სეთ­მა ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი სა­არ­ჩევ­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - " რუ­სეთ­მა თა­ვი­სი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის, ოლი­გარ­ქე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­აღ­წია სა­ხელ­მწი­ფოს თით­ქმის სრულ უზურ­პა­ცი­ას".

მან გა­აფრ­თხი­ლა ევ­რო­პე­ლე­ბი, რომ რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია ყვე­ლას ემუქ­რე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­ვაა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომზე სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას აქვთ სა­ერ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იცის, რა არის რუ­სე­თი სი­ნამ­დვი­ლე­ში, "რისი და­ვი­წყე­ბის სურ­ვი­ლიც დრო­დად­რო ჩნდე­ბა, სურ­ვი­ლი, რომ ის ნორ­მა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა", მაგ­რამ ასე არ არის.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მად­ლო­ბა საფ­რან­გეთს, რომ არის და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გლო­ბა­ლუ­რი ბრძო­ლის ავან­გარ­დში დგას.

თქვენ ახ­ლა­ხან მო­ის­მი­ნეთ ხმა უკ­რა­ი­ნი­დან. სა­ქარ­თვე­ლოს ხმა დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემ­ზა­რავ ომში, რო­მელ­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მო­ებს, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს სა­ერ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა და უკ­რა­ი­ნას, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, შე­უძ­ლია ძა­ლი­ან ვრცლად მო­გიყ­ვეთ რა არის რუ­სე­თი სი­ნამ­დვი­ლე­ში, რისი და­ვი­წყე­ბის სურ­ვი­ლიც დრო­დად­რო ჩნდე­ბა. ჩნდე­ბა იმის და­ჯე­რე­ბის სურ­ვი­ლი, რომ ის ნორ­მა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა, ნორ­მა­ლუ­რია მე­ზობ­ლებ­თან, ნორ­მა­ლუ­რია სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან … და ისევ - არა!

უკ­რა­ი­ნა­საც და სა­ქარ­თვე­ლო­საც ბევ­რი მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ- რუ­სუ­ლი აგ­რე­სია- სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს, და, რად­გან ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იყო საკ­მა­რი­სი რე­აქ­ცია, მას მოჰ­ყვა 2014 წელს აგ­რე­სია ყი­რიმ­ში და 2022 წლის აგ­რე­სია, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სეთ­მა წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია. პი­რი­ქით, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კი­ე­ვის აღე­ბა სამ დღე­ში ვერ შეძ­ლო. მან ვე­რა­ფერს მი­აღ­წია, ვერც სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბებს. რუ­სე­თის პრეს­ტი­ჟი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი მი­უღ­წე­ვე­ლი. მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბი­ან სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი, გა­ნიც­დის მა­ტე­რი­ა­ლურ და­ნა­კარ­გებს, (რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თი­სათ­ვის), ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­კარგს, და­უდ­გა კო­რე­ე­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ეს არ არის გა­მარ­ჯვე­ბა. რუ­სეთს არ აქვს რა გა­მარ­ჯვე­ბა და ხე­დავს, რომ დღეს ევ­რო­პა იაზ­რებს, რომ ისიც უნდა გა­და­ი­ა­რაღ­დეს თა­ვის და­სა­ცა­ვად და რომ მშვი­დო­ბა სა­კუ­თა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბი­თა და დაც­ვით მო­ი­პო­ვე­ბა.

რუ­სე­თი დღეს ეძებს ახალ სტრა­ტე­გი­ას, რომ­ლის ზო­გი­ერ­თი ელე­მენ­ტი თქვენ უკვე ნა­ხეთ- ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი, ნაკ­ლე­ბი პირ­და­პი­რი შე­ტე­ვა.

და კი­დევ ერთხელ, დღეს, ისე­ვე რო­გორც 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლო საც­დე­ლი ად­გი­ლია და სწო­რედ ეს გზავ­ნი­ლი მინ­და გად­მოგ­ცეთ - სა­ქარ­თვე­ლო იყო ის ად­გი­ლი, სა­დაც რუ­სეთ­მა ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი სა­არ­ჩევ­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­დაც რუ­სეთ­მა თა­ვი­სი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის, ოლი­გარ­ქე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­აღ­წია სა­ხელ­მწი­ფოს თით­ქმის სრულ უზურ­პა­ცი­ას. სა­დაც მან მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბა (ალ­ბათ ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობ­და რუ­სეთს და რო­მელ­მაც ეს პირ­და­პირ გა­ნი­ცა­და) და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა პრო­პა­გან­დამ მეტ-ნაკ­ლე­ბად იმუ­შა­ვა. ეს არის რუ­სე­თის ახა­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია. ის, რო­მელ­მაც უნდა შეც­ვა­ლოს უფრო ძვი­რი სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გია. და მე მო­ვე­დი გა­საფრ­თხი­ლებ­ლად, რომ ეს ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია ყვე­ლას ემუქ­რე­ბა. ჩვენ ამას დღეს გან­ვიც­დით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­გე­დი­ას.

თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდო­ბა 140 დღეა ქუ­ჩა­ში დგას და არ ტო­ვებს ქუ­ჩას სწო­რედ ისე, რო­გორც არ ტო­ვე­ბენ სან­გრებს ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი.

ჩვენც ჩვე­ნე­ბუ­რად ვუ­წევთ და გა­ვუ­წევთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. და მე ამ ხალ­ხის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე!

მაგ­რამ ეს გა­მოწ­ვე­ვა ყვე­ლას გა­მოწ­ვე­ვაა. ეს გა­მოწ­ვე­ვაა ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. ეს გა­მოწ­ვე­ვაა საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ყო­ფი­ლი სივ­რცის ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის - მოლ­დო­ვას, უკ­რა­ი­ნის და მრა­ვა­ლი სხვის­თვის, ვინც ახ­ლო­საა. ჩვენ ვნა­ხეთ რუ­მი­ნეთ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი. ჩვენ ვნა­ხეთ მცდე­ლო­ბე­ბი მოლ­დო­ვა­ზე. და ის, რაც გვეს­მის უკ­რა­ი­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ამას ამ­ბობს ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი, არის სურ­ვი­ლი, რომ ომის შემ­დეგ იქ(უკ­რა­ი­ნა­ში) ეს ახა­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამას უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ!

ეს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს და­კარ­გვა, (რაც არ და ვერ მოხ­დე­ბა), ვერ იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავ­კა­სია, ეს არის ევ­რო­პუ­ლი სომ­ხე­თის ბედი, ეს არის გზა ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა­კენ. ეს არის რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ინ­ტე­რე­სებთ. მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის გა­მოწ­ვე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის.

ევ­რო­კავ­შირ­მა არ უნდა და­უშ­ვას, რომ ჰყავ­დეს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც მან კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ერთი წლის წინ მი­ა­ნი­ჭა, ერთ წე­ლი­წად­ში იქ­ცეს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის მო­დე­ლად. ევ­რო­კავ­ში­რი უნდა აღი­ჭურ­ვოს თა­ვი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რათა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, რათა ჰქონ­დეს თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა და შეძ­ლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყ­ნის ხელ­ში, რომ­ლე­ბიც უკვე ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ამ გზა­ზე მოძ­რა­ო­ბენ.

ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ამ გზა­ზე ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ დე­მოკ­რა­ტია, და­ვიც­ვათ იგი ყველ­გან. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ეს არის ევ­რო­პუ­ლი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, მაგ­რამ ეს ასე­ვე არის მო­რა­ლუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ყვე­ლამ ერ­თად მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამ მო­რა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, (თუ სა­ჭი­როა) სამ­ხედ­რო გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის გზა­ზე. სა­კუ­თა­რი ბე­დის­წე­რით, რო­გორც ყო­ველ­თვის საფ­რან­გე­თი წინა ხაზ­ზეა და ჩვენ ყო­ველ­თვის მას­თან ვიქ­ნე­ბით, ჩვენ ყო­ველ­თვის შევ­ხე­დავთ მას იმე­დით და იმ ამ­ბი­ცი­ით, რომ საფ­რან­გე­თი - დე­მოკ­რა­ტი­ის დედა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სამ­შობ­ლოა და ეს მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, რაც დღეს თქვენს წი­ნა­შეა. გა­უ­წი­ეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა (ტო­ტა­ლი­ტა­რიზმს)!", - მი­მარ­თა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეკ­რე­ბი­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთი სინამდვილეში - გაუწიეთ წინააღმდეგობა!“ - სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს

“უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთი სინამდვილეში - გაუწიეთ წინააღმდეგობა!“ - სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს

“ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც ერთი წლის წინ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ერთ წელიწადში ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს - გაუწიეთ წინააღმდეგობა“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზი, ღონისძიებაზე - “შეხვედრა დემოკრატიისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსულ საფრთხეზე, მის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა - " რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას".

მან გააფრთხილა ევროპელები, რომ რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება, რაც გამოწვევაა ევროკავშირისთვის და გეოპოლიტიკურად.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო გამოცდილება, შესაბამისად, იცის, რა არის რუსეთი სინამდვილეში, "რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება, სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა", მაგრამ ასე არ არის.

"უპირველეს ყოვლისა, მადლობა საფრანგეთს, რომ არის და დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას.

თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ძალიან ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთი სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან … და ისევ - არა!

უკრაინასაც და საქართველოსაც ბევრი მსგავსი გამოცდილება აქვთ- რუსული აგრესია- საქართველოში 2008 წელს, და, რადგან ამასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი რეაქცია, მას მოჰყვა 2014 წელს აგრესია ყირიმში და 2022 წლის აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება.

უკრაინაში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირიქით, ვლადიმერ პუტინმა კიევის აღება სამ დღეში ვერ შეძლო. მან ვერაფერს მიაღწია, ვერც სამხედრო წარმატებებს. რუსეთის პრესტიჟი დისკვალიფიცირებულია, სტრატეგიული მიზნები მიუღწეველი. მუდმივად იცვლებიან სამხედრო ლიდერები, განიცდის მატერიალურ დანაკარგებს, (რადგან ადამიანური დანაკარგები დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რუსეთისათვის), ეკონომიკურ დანაკარგს, დაუდგა კორეელების შემოყვანის აუცილებლობა, ეს არ არის გამარჯვება. რუსეთს არ აქვს რა გამარჯვება და ხედავს, რომ დღეს ევროპა იაზრებს, რომ ისიც უნდა გადაიარაღდეს თავის დასაცავად და რომ მშვიდობა საკუთარი დამსახურებითა და დაცვით მოიპოვება.

რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ- ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა.

და კიდევ ერთხელ, დღეს, ისევე როგორც 2008 წელს, საქართველო საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი მინდა გადმოგცეთ - საქართველო იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა, სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას. სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება (ალბათ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა) და მიუხედავად ყველაფრისა პროპაგანდამ მეტ-ნაკლებად იმუშავა. ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია. ის, რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია. და მე მოვედი გასაფრთხილებლად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას.

თუმცა, საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.

ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე!

მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის - მოლდოვას, უკრაინის და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ვნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები. ჩვენ ვნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის, რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი, არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ(უკრაინაში) ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ!

ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა, (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.

ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

ამ მორალური, პოლიტიკური, (თუ საჭიროა) სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი - დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილებს.