საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტულია“ - შალვა პაპუაშვილი
“იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტულია“ - შალვა პაპუაშვილი

“მო­ლო­დი­ნე­ბი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე, ორ­მხრივ სან­ქცი­ებ­ზე, სა­ზღვრის და ცის ჩა­კეტ­ვა­ზე, ევ­რო­პა­ში ზო­გი­ერ­თი სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­ბუ­ტუ­ლი, ნა­წყე­ნი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, ტაშ­კენ­ტში, ბელ­გი­ის ორი­ვე პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ბელ­გი­ის პა­ლა­ტის ორი­ვე თავ­მჯდო­მა­რის­თვის გა­სა­გე­ბი იყო ხედ­ვა, რაც მათ წა­რუდ­გი­ნეს. მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რეს მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვენ ბელ­გი­ის ორი­ვე პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და, მათ შო­რის მო­ნა­წი­ლე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რეც იყო. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო-ბელ­გი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ა­ში ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ. მათ შო­რის აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა­ტომ არის გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა? - ჩვენ ავუხ­სე­ნით ის, რაც ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დის. ის, რომ სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი იყო ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის თუ ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო. მო­ლო­დი­ნე­ბი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ნამ­დე სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კას უწევ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით, ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბი დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა, სა­ზღვრე­ბი და ცა ჩაგ­ვე­კე­ტა, ანუ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დაგ­ვენგრია, ამის გამო ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პა­ში გა­ბუ­ტუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ზო­გი­ერ­თი ნა­წყე­ნი და ზო­გი­ერ­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ასე­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბია, რაც შემ­დეგ სხვა­დას­ხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს, მათ შო­რის ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, თუ რო­გორ იყო ჩარ­თუ­ლი ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ­ჩევ­ნებ­ში. ბალ­ტი­ე­ლი მი­ნის­ტრე­ბი გვახ­სოვს, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ებ­ზე იდ­გნენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნით და ვფიქ­რობ, რომ მათ­თვის გა­სა­გე­ბია ის ხედ­ვა, რაც წარ­ვუდ­გი­ნეთ. ზო­გა­დად, პარ­ლა­მენ­ტებს შო­რის ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა.

ჩვენ სწო­რედ ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იმე­დით და­ვემ­შვი­დო­ბეთ ერ­თმა­ნეთს. როცა ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ როცა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღე­ბა, რომ რუ­სეთს ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბი და­ვუ­წე­სოთ და ამა­ვე დროს, ჩვენ არა­ვინ გვაძ­ლევს უსაფრ­თხო­ე­ბის და ეკო­ნო­მი­კურ გა­რან­ტი­ებს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­თვი­საც გა­სა­გე­ბი იყო, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ქვეყ­ნის მი­მართ ასე­თი მო­თხოვ­ნე­ბის წა­ყე­ნე­ბა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი ბო­ლოს­კენ მი­დის და ამ პრო­ცესს ყვე­ლა სიფრ­თხი­ლით აკ­ვირ­დე­ბა, რად­გან ერთი მხრივ, ყვე­ლა გულ­შე­მატ­კივ­რობს უკ­რა­ი­ნას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მის­თვის და­დე­ბი­თად დას­რულ­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა ხე­დავს, რომ რის­კი დი­დია და ის იმე­დე­ბი, რაც მათ ჰქონ­დათ მშვი­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა, ეს ასე არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ჩვენ ეს წარ­სულ­ში ნა­ნა­ხი გვაქვს, ჩვე­ნი ომი რვა თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, როცა ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­და­იტ­ვირ­თა და ბრი­ტა­ნე­ლი და ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი 9 მა­ი­სის აღ­ლუმ­ზე წი­თელ მო­ე­დან­ზე იდ­გნენ, უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც, ჩვე­ნი ომის შემ­დეგ. ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენ­დო­ბით, ჩვენ ჩვენს ხალ­ხს, სა­კუ­თარ თავს და ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს უნდა ვენ­დოთ”, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტულია“ - შალვა პაპუაშვილი

“იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტულია“ - შალვა პაპუაშვილი

“მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • პაპუაშვილის თქმით, ბელგიის პალატის ორივე თავმჯდომარისთვის გასაგები იყო ხედვა, რაც მათ წარუდგინეს. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

"ჩვენ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა, მათ შორის მონაწილე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო. უპირველეს ყოვლისა, საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მისიაში მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მათ შორის აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? - ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიდის. ის, რომ სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ამის გამო ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი ნაწყენი და ზოგიერთი გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს, მათ შორის ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. ბალტიელი მინისტრები გვახსოვს, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, რომ მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ. ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა.

ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. როცა ვსაუბრობდით იმაზე, რომ როცა ევროპარლამენტში რეზოლუცია მიიღება, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ რაც შეიძლება მისთვის დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი რვა თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.