პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალენსიამ" "რეალს" სტუმრად სძლია: აღებული თერთმეტმეტრიანი და არაერთი მოგერიებული ბურთი - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"ვალენსიამ" "რეალს" სტუმრად სძლია: აღებული თერთმეტმეტრიანი და არაერთი მოგერიებული ბურთი - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ლა ლი­გის" 30-ე ტურ­ში "ვა­ლენ­სი­ამ" "რე­ა­ლი" სტუმ­რად, "ბერ­ნა­ბე­უ­ზე" და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში 1:2 და­ა­მარ­ცხა, რა­შიც გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლეს.

მე-12 წუთ­ზე სა­ჯა­რი­მო­ში ტა­რე­გამ მბა­პე წა­აქ­ცია, მე-13 წუთ­ზე ვი­ნი­სი­უ­სის დარ­ტყმუ­ლი პე­ნალ­ტი კი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ფე­ხით მო­ი­გე­რია, რის შემ­დე­გაც სტუმ­რე­ბი დი­ა­ხა­ბიმ და­ა­წი­ნა­უ­რა, რო­მელ­მაც 19 წლის გონ­სა­ლე­სის კარი და­ლაშ­ქრა. ცოტა ხან­ში დი­ა­ხა­ბიმ სა­კუ­თარ კარ­ში ჩაჭ­რა ბურ­თი, მაგ­რამ თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა და­ფიქ­სირ­და. მას­პინ­ძლებ­მა შე­ტე­ვე­ბი გა­აგ­რძე­ლეს, მბა­პეს დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი „ცხრი­ა­ნი­დან“ ისევ გი­ორ­გიმ "გა­მო­აძ­რო“, მერე რუ­დი­გერ­მა ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა, ბე­ლინ­გემ­მა ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ გა­ი­ტა­ნა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 0:1 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი "რე­ა­ლის" უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო და 50-ე წუთ­ზე ვი­ნი­სი­უს­მა სხვა­ო­ბა აღად­გი­ნა, ამის შემ­დეგ ან­ჩე­ლო­ტის გუნ­დმა შე­ტე­ვე­ბი გა­აგ­რძე­ლა, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ფედე ვალ­ვერ­დეს ახ­ლო­დან დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია და "ვა­ლენ­სია" გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის­გან იხ­სნა. 94-ე წუთ­ზე "ღა­მუ­რებ­მა" ბრწყინ­ვა­ლე კონ­ტრშე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, უგო დუ­რომ "ვა­ლენ­სია" წინ გა­იყ­ვა­ნა და მთე­ლი ძა­ლე­ბით შე­ტე­ვა­ში წა­სუ­ლი მად­რი­დის "რე­ა­ლი" და­სა­ჯა. 96-ე წუთ­ზე რუ­დი­გე­რი "მა­მარ­დას­თან" პი­რის­პირ დარ­ჩა, თუმ­ცა ქარ­თველ­მა მა­საც აჯო­ბა და სა­კუ­თარ გუნდს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მა­მარ­დაშ­ვი­ლის თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს: Flashscore - 8.5; Whoscored - 8.4; Sofascore - 8.5.

"ვა­ლენ­სია“ 34 ქუ­ლით მე-15 ად­გილ­ზეა და 11 აპ­რილს "სე­ვი­ლი­ას“ უმას­პინ­ძლებს. "რე­ა­ლი" 63 ქუ­ლით მე-2 ად­გილ­ზეა და პირ­ვე­ლო­ბის­თვის ამ მატ­ჩის გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვალენსიამ" "რეალს" სტუმრად სძლია: აღებული თერთმეტმეტრიანი და არაერთი მოგერიებული ბურთი - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ვალენსიამ" "რეალს" სტუმრად სძლია: აღებული თერთმეტმეტრიანი და არაერთი მოგერიებული ბურთი - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ლა ლიგის" 30-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალი" სტუმრად, "ბერნაბეუზე" დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დაამარცხა, რაშიც გიორგი მამარდაშვილის დიდი დამსახურებაა. შესაბამისად, გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.

მე-12 წუთზე საჯარიმოში ტარეგამ მბაპე წააქცია, მე-13 წუთზე ვინისიუსის დარტყმული პენალტი კი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია, რის შემდეგაც სტუმრები დიახაბიმ დააწინაურა, რომელმაც 19 წლის გონსალესის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში დიახაბიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. მასპინძლებმა შეტევები გააგრძელეს, მბაპეს დარტყმული ბურთი „ცხრიანიდან“ ისევ გიორგიმ "გამოაძრო“, მერე რუდიგერმა ბურთი ძელს გაარტყა, ბელინგემმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი "რეალის" უპირატესობით დაიწყო და 50-ე წუთზე ვინისიუსმა სხვაობა აღადგინა, ამის შემდეგ ანჩელოტის გუნდმა შეტევები გააგრძელა, გიორგი მამარდაშვილმა ფედე ვალვერდეს ახლოდან დარტყმული მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან იხსნა. 94-ე წუთზე "ღამურებმა" ბრწყინვალე კონტრშეტევა განახორციელეს, უგო დურომ "ვალენსია" წინ გაიყვანა და მთელი ძალებით შეტევაში წასული მადრიდის "რეალი" დასაჯა. 96-ე წუთზე რუდიგერი "მამარდასთან" პირისპირ დარჩა, თუმცა ქართველმა მასაც აჯობა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore - 8.5; Whoscored - 8.4; Sofascore - 8.5.

"ვალენსია“ 34 ქულით მე-15 ადგილზეა და 11 აპრილს "სევილიას“ უმასპინძლებს. "რეალი" 63 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველობისთვის ამ მატჩის გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.