პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქო ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქარ­თველ ტამ­პლი­ერ­თა ორ­დე­ნის და­არ­სე­ბა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით არ მომ­ხდა­რა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­ა­როს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ტამ­პლი­ერ­თა, ასე­ვე, სხვა ორ­დე­ნე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­რო­სათ­ვის, მისი ტრა­დი­ცი­ი­სა და კა­ნო­ნი­კი­სათ­ვის უცხო და მი­უ­ღე­ბე­ლია.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის, ილია მე­ო­რის ინ­გლის­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში და­ფუძნ­და ტამ­პლი­ერ­თა ორ­დე­ნი, რო­მელ­საც ფარ­თო რეკ­ლა­მა გა­უ­წია მე­დი­ამ. გავ­რცელ­და აზრი იმის შე­სა­ხე­ბაც, თით­ქოს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით შე­იქ­მნა და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბიც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ქარ­თველ ტამ­პლი­ერ­თა ორ­დე­ნის და­არ­სე­ბა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით არ მომ­ხდა­რა. ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა.

სა­ერ­თოდ, რო­გორც ტამ­პლი­ერ­თა, ისე სხვა ორ­დე­ნე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­რო­სათ­ვის, მისი ტრა­დი­ცი­ი­სა და კა­ნო­ნი­კის­თვის უცხოა და მი­უ­ღე­ბე­ლი. ისი­ნი თა­ვის დრო­ზე კა­თო­ლი­კურ სამ­ყა­რო­ში რო­მის პა­პის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, მაგ­რამ ტამ­პლი­ერ­თა ორ­დე­ნი XIV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პა­პის მი­ერ­ვე ანა­თე­მას გა­და­ე­ცა და აიკ­რძა­ლა.

ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პის ეკ­ლე­სი­ებს ამ ორ­დენ­თან არა­ნა­ი­რი იერ­არ­ქი­ულ-სტრუქ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ.

შევ­ნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს, რო­მელ­თაც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან კავ­ში­რი არ აქვთ. მათ რი­ცხვს მი­ე­მა­ტა სწო­რედ ტამ­პლი­ერ­თა ორ­დე­ნიც, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ით ცდი­ლო­ბენ ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას და თა­ვის წევრთა რი­ცხვის ამ გზით გაზ­რდას", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოს საპატრიარქო ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიაროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტამპლიერთა, ასევე, სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისათვის უცხო და მიუღებელია.

"როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ინგლისში ყოფნის პერიოდში თბილისში დაფუძნდა ტამპლიერთა ორდენი, რომელსაც ფართო რეკლამა გაუწია მედიამ. გავრცელდა აზრი იმის შესახებაც, თითქოს ეს ორგანიზაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ამის დასამტკიცებლად გარკვეული კადრებიც იყო გამოყენებული. გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისთვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ტამპლიერთა ორდენი XIV საუკუნის დასაწყისში პაპის მიერვე ანათემას გადაეცა და აიკრძალა.

ამ დროიდან მოყოლებული ევროპის ეკლესიებს ამ ორდენთან არანაირი იერარქიულ-სტრუქტურული ურთიერთობა არ აქვთ.

შევნიშნავთ, რომ საქართველოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. მათ რიცხვს მიემატა სწორედ ტამპლიერთა ორდენიც, რომლის წარმომადგენლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ ხალხის მოტყუებას და თავის წევრთა რიცხვის ამ გზით გაზრდას", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"