სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული რაკეტის ყველაზე პატარა მსხვერპლი 3 წლის ბიჭია... ასევე გავრცელებულ ვიდეოში ჩანან მშობლები, 15 წლის ბიჭის ცხედართან" - კრივოი როგის ტრაგედია
"რუსული რაკეტის ყველაზე პატარა მსხვერპლი 3 წლის ბიჭია... ასევე გავრცელებულ ვიდეოში ჩანან მშობლები, 15 წლის ბიჭის ცხედართან" - კრივოი როგის ტრაგედია

ქა­ლაქ კრი­ვი-რიჰზე გუ­შინ სა­ღა­მოს რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმის შე­დე­გად, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 19-მდე გა­ი­ზარ­და, მათ შო­რის 9 ბავ­შვია.

რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად კრი­ვი-რიჰ­ში 61 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის 12 ბავ­შვი. თავ­დას­ხმის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მსხვერ­პლი 3 თვი­საა. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმა ბავ­შვთა სა­თა­მა­შო მო­ედ­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნა­ში მოხ­და.

  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა: ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ სხე­დან ბე­ბია და მშობ­ლე­ბი 15 წლის ბი­ჭის ცხე­დარ­თან

ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის ერთ-ერთი მსხვერ­პლი 3 წლის ბი­ჭია - რო­გორც გა­ირ­კვა, იგი ბე­ბი­ას­თან ერ­თად სა­თა­მა­შო მო­ედ­ნი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც თავ­დას­ხმა მოხ­და.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის კი­დევ ერთი დარ­ღვე­ვით, მზაკ­ვრუ­ლი მტე­რი ცხად­ყოფს, რომ იგი სუ­ლაც არ ის­წრაფ­ვის მშვი­დო­ბის­თვის, არა­მედ მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნაგ­რძოს აგ­რე­სი­უ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი ომი უკ­რა­ი­ნი­სა და ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „რუ­სეთს ომი სურს და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა­ზე უარს პუ­ტი­ნი ამ­ბობს“.

„რუ­სე­თის ყო­ვე­ლი და­პი­რე­ბა რა­კე­ტე­ბით ან დრო­ნე­ბით მთავ­რდე­ბა. მათ­თვის დიპ­ლო­მა­ტია არა­ფერს ნიშ­ნავს. ამე­რი­კის, ევ­რო­პი­სა და სხვა პარტნი­ო­რე­ბის იმე­დი გვაქვს, რათა ამ ომის ერ­თა­დერთ მი­ზეზ­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ: რუ­სე­თის სურ­ვილ­ზე მოკ­ლას და გა­ა­ნად­გუ­როს“, - და­წე­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა X-ზე.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"რუსული რაკეტის ყველაზე პატარა მსხვერპლი 3 წლის ბიჭია... ასევე გავრცელებულ ვიდეოში ჩანან მშობლები, 15 წლის ბიჭის ცხედართან" - კრივოი როგის ტრაგედია

"რუსული რაკეტის ყველაზე პატარა მსხვერპლი 3 წლის ბიჭია... ასევე გავრცელებულ ვიდეოში ჩანან მშობლები, 15 წლის ბიჭის ცხედართან" - კრივოი როგის ტრაგედია

ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.

რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. თავდასხმის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 3 თვისაა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმა ბავშვთა სათამაშო მოედნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ ზონაში მოხდა.

  • სოციალურ ქსელში თავდასხმის ადგილიდან კადრები ვრცელდება: ვიდეოში ჩანს, როგორ სხედან ბებია და მშობლები 15 წლის ბიჭის ცხედართან

ბალისტიკური რაკეტის ერთ-ერთი მსხვერპლი 3 წლის ბიჭია - როგორც გაირკვა, იგი ბებიასთან ერთად სათამაშო მოედნიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების კიდევ ერთი დარღვევით, მზაკვრული მტერი ცხადყოფს, რომ იგი სულაც არ ისწრაფვის მშვიდობისთვის, არამედ მიზნად ისახავს განაგრძოს აგრესიული დამანგრეველი ომი უკრაინისა და ყველა უკრაინელის წინააღმდეგ“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“.

„რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.

წყარო