პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შევამოწმეთ კომპანია, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია“ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, დარღვევა არ გამოვლინდა
“შევამოწმეთ კომპანია, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია“ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, დარღვევა არ გამოვლინდა

“შე­ვა­მოწ­მეთ კომ­პა­ნია “მი­ლაც“, რო­მე­ლიც სას­კო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ბაგა-ბა­ღე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლია. დარ­ღვე­ვა არ გა­მოვ­ლინ­და“, - ამის შე­სა­ხებ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­სულ წელს კომ­პა­ნია “სოფ­ლის ნო­ბათ­ში” 15 სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ჩა­ტარ­და.

“სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ებს წე­ლი­წად­ში სულ მცი­რე 4-ჯერ ამოწ­მებს. შე­დე­გად, გა­სულ წელს სა­ა­გენ­ტომ რძის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი და­ახ­ლო­ე­ბით, 1500-ჯერ შე­ა­მოწ­მა და 1031 ნი­მუ­ში აიღო. რაც შე­ე­ხე­ბა “სოფ­ლის ნო­ბათს“, გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ა­ში 15 სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ჩა­ტარ­და, რაც მო­ი­ცავს რო­გორც ინ­სპექ­ტი­რე­ბას, დო­კუ­მენ­ტურ შე­მოწ­მე­ბა­სა და ნი­მუ­შე­ბის აღე­ბას, ასე­ვე ჰას­პის (HACCP) აუ­დიტს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა.

  • სეს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­ვიდ­ნენ “სოფ­ლის ნო­ბა­თის“ შე­სა­მოწ­მებ­ლად. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად მცი­რე პარ­ტი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა კა­ნო­ნით და­საშ­ვე­ბი ზღვრუ­ლი ოდე­ნო­ბის გა­და­მე­ტე­ბა (0.1-იდან 0,32 მკგ/ლ-მდე).

“კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ა­გენ­ტოს­თან. ბაზ­რი­დან მყი­სი­ე­რად და­ი­წყო პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­თხო­ვა. სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და რე­გი­ო­ნულ სამ­სა­ხუ­რებს და­ვა­ვა­ლეთ სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის კი­დევ ერთხელ შე­მოწ­მე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რათა დავ­რწმუნ­დეთ, რომ ამ პარ­ტი­ის სურ­სა­თი დახ­ლე­ბი­დან მოხ­სნი­ლია და გა­ყიდ­ვა­ში არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერთ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია აღარ იყი­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“შევამოწმეთ კომპანია, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია“ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, დარღვევა არ გამოვლინდა

“შევამოწმეთ კომპანია, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია“ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, დარღვევა არ გამოვლინდა

“შევამოწმეთ კომპანია “მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია. დარღვევა არ გამოვლინდა“, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს კომპანია “სოფლის ნობათში” 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. შედეგად, გასულ წელს სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო. რაც შეეხება “სოფლის ნობათს“, გასულ წელს კომპანიაში 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, რაც მოიცავს როგორც ინსპექტირებას, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშების აღებას, ასევე ჰასპის (HACCP) აუდიტს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

  • სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შევიდნენ “სოფლის ნობათის“ შესამოწმებლად. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები ზღვრული ოდენობის გადამეტება (0.1-იდან 0,32 მკგ/ლ-მდე).

“კომპანია თანამშრომლობს სააგენტოსთან. ბაზრიდან მყისიერად დაიწყო პროდუქციის გამოთხოვა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ პარტიის სურსათი დახლებიდან მოხსნილია და გაყიდვაში არ არის“, - განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არცერთ დასახლებულ პუნქტში აღნიშნული პროდუქცია აღარ იყიდება.

აღნიშნულ კომენტარს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.