პარტნიორები:
    ავტორი:

    პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

    პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

    პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

    აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „დგება ხალხის გაზაფხული“.

    აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

    საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 128-ე დღეა მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.