მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მოვითხოვოთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩეს პროდუქტების ნიმუშები და შესამოწმებლად დასავლურ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებში გაიგზავნოს“ - ჯაბა ზარქუა
“მოვითხოვოთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩეს პროდუქტების ნიმუშები და შესამოწმებლად დასავლურ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებში გაიგზავნოს“ - ჯაბა ზარქუა

გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხის უფრო მკაც­რი კონ­ტრო­ლი უნდა მო­ი­თხო­ვოს.

“თურ­მე არ ყო­ფი­ლა უვ­ნე­ბე­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი!

მო­ვი­თხო­ვოთ შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით აირ­ჩეს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ნი­მუ­შე­ბი და გა­იგ­ზავ­ნოს და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში შე­სა­მოწ­მებ­ლად. მე პი­რა­დად, არ მაქვს ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ნდო­ბა, რად­გან სის­ტე­მა კო­რუფ­ცი­უ­ლია!

წლე­ბის წი­ნან­დე­ლი საქ­მის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, დღეს აფ­ლა­ტოქ­სი­ნებს ან აღ­მო­ა­ჩენ­დნენ რძის პრო­დუქ­ტებ­ში ან არა!“ - წერს ჯაბა ზარ­ქუა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ვიმ-ბილ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში" (ს/კ 204546553 (სოფ­ლის ნო­ბა­თი) ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტავს, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუშ­ში (რომ­ლი­და­ნაც ერთი არის ბავ­შვთა კვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი) აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "სოფ­ლის ნო­ბათ­მა“ - მათი თქმით, “მო­ცე­მუ­ლი პრო­დუქ­ტი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გეს“.

მა­ნამ­დე კი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მო­ამ­ზა­და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ". მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნეს­და­ვას. კერ­ძოდ, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნედ­ლი რძის მწარ­მო­ე­ბე­ლი უდი­დე­სი ფერ­მის "ყვარ­ლის ბაგა“ მფლო­ბე­ლი, ქათ­მის ხორ­ცის ყვე­ლა­ზე მსხვილ მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია “ჩი­რი­ნას” შე­უ­თან­ხმდა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც “ყვარ­ლის ბა­გას” “ჩი­რი­ნას­გან” ქათ­მის ნა­კე­ლი უნდა ეყი­და. “ყვარ­ლის ბა­გამ” ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში “ჩი­რი­ნას­გან” და­ახ­ლო­ე­ბით 2700 ტონა ქათ­მის ნედ­ლი, გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ნა­კე­ლი შე­ი­ძი­ნა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, რად­გან რო­გორც მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ყვარ­ლის ბა­გას" მიერ ნედ­ლი რძე მი­ე­წო­დე­ბო­და ისეთ კომ­პა­ნი­ებს, რო­გო­რი­ცაა: "სან­ტე", "სოფ­ლის ნო­ბა­თი", ასე­ვე ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი "აგ­რო­ჰა­ბი", რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

“მოვითხოვოთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩეს პროდუქტების ნიმუშები და შესამოწმებლად დასავლურ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებში გაიგზავნოს“ - ჯაბა ზარქუა

“მოვითხოვოთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩეს პროდუქტების ნიმუშები და შესამოწმებლად დასავლურ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებში გაიგზავნოს“ - ჯაბა ზარქუა

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, საზოგადოებამ საკვები პროდუქტების ხარისხის უფრო მკაცრი კონტროლი უნდა მოითხოვოს.

“თურმე არ ყოფილა უვნებელი სასურსათო პროდუქტები!

მოვითხოვოთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩეს საკვები პროდუქტების ნიმუშები და გაიგზავნოს დასავლურ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებში შესამოწმებლად. მე პირადად, არ მაქვს ადგილზე შემოწმებული პროდუქტების ნდობა, რადგან სისტემა კორუფციულია!

წლების წინანდელი საქმის ჟურნალისტური გამოძიება რომ არ მომხდარიყო, დღეს აფლატოქსინებს ან აღმოაჩენდნენ რძის პროდუქტებში ან არა!“ - წერს ჯაბა ზარქუა.

  • შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტო "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "სოფლის ნობათმა“ - მათი თქმით, “მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს“.

მანამდე კი სპეციალური გამოძიება მოამზადა "რადიო თავისუფლებამ". მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეეხება, საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე ბიზნესდავას. კერძოდ, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში საქართველოში ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის "ყვარლის ბაგა“ მფლობელი, ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანია “ჩირინას” შეუთანხმდა, რის საფუძველზეც “ყვარლის ბაგას” “ჩირინასგან” ქათმის ნაკელი უნდა ეყიდა. “ყვარლის ბაგამ” ერთი წლის განმავლობაში “ჩირინასგან” დაახლოებით 2700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.

"რადიო თავისუფლების" მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან როგორც მათ მიერ მომზადებულ გამოძიებაში იყო აღნიშნული, "ყვარლის ბაგას" მიერ ნედლი რძე მიეწოდებოდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: "სანტე", "სოფლის ნობათი", ასევე ჰიპერმარკეტების ქსელი "აგროჰაბი", რომელთაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

იხილეთ ასევე: