პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატო რომ ცაში დაიღუპა, მთელი ცხოვრება ეს მახსოვდა. მოვფრინავთ და უცებ პილოტმა გამოაცხადა, დაზიანდა თვითმფრინავი, მაგრად ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთსო..." - ინტერვიუ კირა ანდრონიკაშვილთან
"ნატო რომ ცაში დაიღუპა, მთელი ცხოვრება ეს მახსოვდა. მოვფრინავთ და უცებ პილოტმა გამოაცხადა, დაზიანდა თვითმფრინავი, მაგრად ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთსო..." - ინტერვიუ კირა ანდრონიკაშვილთან

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი აღი­ა­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბად, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის გარ­და, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი სი­ლა­მა­ზი­თაც ახ­სოვს. "მტრე­დე­ბი", "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი", "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა", "მო­ლან­დე­ბა", "სი­ნე­მა", "თა­მუ­ნია", "ჩვე­ნი ჯე­რია, ბი­ჭე­ბო!" იმ ფილ­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბი­თაც მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი კი­ნო­ლე­გენ­დის ნატო ვაჩ­ნა­ძის შე­სა­ხებ არა­ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­სა თუ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მისი ნა­ამ­ბო­ბი მა­მი­დე­ბის შე­სა­ხებ კვლავ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის სა­გა­ნია. ამ­ჯე­რად კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას" მა­მი­დე­ბი­სა და ბავ­შვო­ბის წლე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბობს.

  • მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი პა­ტა­რა ბიჭს

- მა­ხა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით, სო­ლო­ლაკ­ში, პა­ტა­რა აი­ვა­ნი ჰქონ­და ჩვენს სახ­ლს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ზე გა­დი­ო­და. სამი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩემ­მა ნათ­ლი­ამ პი­ა­ნი­ნოს სა­ყი­დე­ლი ფული მა­ჩუ­ქა, პა­ტა­რა ლა­მაზ ჩან­თა­ში ვი­ნა­ხავ­დი. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან სამი-ოთხი წე­ლია გა­სუ­ლი და ქვე­ყა­ნა­ში დიდი გა­ჭირ­ვე­ბაა. გა­გე­ბუ­ლი მქონ­და, რომ ბავ­შვე­ბი მო­წყა­ლე­ბას ითხოვ­დნენ. სახ­ლის აი­ვან­ზე ხში­რად გავ­დი­ო­დი, ერთხე­ლაც ვხე­დავ პა­ტა­რა ბიჭს, დგას და მღე­რის. უცებ ავი­ღე ჩემი ჩან­თა, რო­მელ­შიც პი­ა­ნი­ნოს ფულს ვი­ნა­ხავ­დი, კიბე ჩა­ვირ­ბი­ნე და გა­ვუ­წო­დე. მახ­სოვს იმ ბი­ჭის ბედ­ნი­ე­რი სახე, ჩა­იკ­რა გულ­ში ჩან­თა და წა­ვი­და. ეს ამ­ბა­ვი დე­და­ჩე­მის­თვის არ მით­ქვამს, მაგ­რამ როცა გა­ი­გო, არ გა­მიბ­რაზ­და, შენ ძა­ლი­ან დიდსუ­ლო­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნე და არ გვინ­და პი­ა­ნი­ნოო.

12 წლის კირა

ჩემი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში ძა­ლი­ან დიდი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ მა­მი­დებს - კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს (მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­მარ­ქვეს კირა) და ნატო ვაჩ­ნა­ძეს. კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, მისი პირ­ვე­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლია ფილმში "ელი­სო". მე­უღ­ლე ზუს­ტად "ელი­სოს" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნო. სამ­წუ­ხა­როდ, კი­რას სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს - ის გა­და­ა­სახ­ლეს და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის ცო­ლებ­თან ერ­თად მო­ა­თავ­სეს. მი­ზე­ზი მისი ქმა­რი იყო, რუსი მწე­რა­ლი ბო­რის პილ­ნი­ა­კი. მან სტა­ლინს მის­წე­რა წე­რი­ლი პოეტ და მწე­რალ ბო­რის პას­ტერ­ნა­კის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც და­ი­ჭი­რეს და დახ­ვრი­ტეს, ხოლო კირა გა­და­ა­სახ­ლეს. რო­დე­საც კი­რა­ზე ვსა­უბ­რობ, არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო ჩემი მე­ო­რე მა­მი­და - ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი, სი­ლა­მა­ზით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ნატო ვაჩ­ნა­ძე. ნა­ტოს სამი ბიჭი ჰყავ­და და მე მის­თვის ქა­ლიშ­ვი­ლი­ვით ვი­ყა­ვი, მე­ო­თხე შვი­ლი­ვით. კირა რომ გა­და­ა­სახ­ლეს, მას შემ­დეგ მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ე­ბი ჩა­ტარ­და. 1937 წე­ლია, რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ო­დი. ნატო ვალ­დე­ბუ­ლი იყო ჩა­სუ­ლი­ყო. არის­ტოკ­რა­ტუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ნატო ვაჩ­ნა­ძე, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძე და თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი ერთ ლო­ჟა­ში ბრძან­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც სტა­ლი­ნი შე­სუ­ლა მათ სა­ნა­ხა­ვად და უთ­ქვამს, ამ­დე­ნი თა­ვა­დის ქა­ლიო... რო­დე­საც სტა­ლი­ნი გა­დი­ო­და ლო­ჟი­დან, ნატო გაჰ­ყო­ლია და ჩურ­ჩუ­ლით უთხო­ვია, ჩემი და დამ­ნა­შა­ვე არ არის და დაგ­ვეხ­მა­რე­თო. მისი თხოვ­ნის შემ­დეგ კირა მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვეს.

  • ბოლო შეხ­ვედ­რა ნატო ვაჩ­ნა­ძეს­თან

- ნატო ვაჩ­ნა­ძის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი შოკი იყო. ის 1953 წლის 14 ივ­ნისს მოს­კო­ვი­დან მოფ­რი­ნავ­და, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა რომ მო­ეს­წრო. ჭექა-ქუ­ხი­ლის გამო თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლის­მა არ მი­ი­ღო, ამი­ტომ სო­ხუ­მის­კენ გაფ­რინ­და. იქაც ცუდი ამინ­დი დახ­ვდათ და პი­ლოტ­მა გეზი სა­მეგ­რე­ლოს­კენ აიღო, სა­დაც უკვე საწ­ვა­ვი აღარ ეყო და ცაში აფეთ­ქდა. მა­შინ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რო­დე­საც ფილმ "სი­ნე­მას" გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი სა­მეგ­რე­ლო­ში, იქა­ურ­მა მო­ხუ­ცებ­მა დაგვპა­ტი­ჟეს და უცებ ერთი მათ­გა­ნი ამ­ბობს, აქ და­ი­ღუ­პა ნატო ვაჩ­ნა­ძე, გაჩ­ვე­ნებთ იმ ად­გილს, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­დაო. უხ­მოდ გავ­ყე­ვი მო­ხუცს. ჩაის პლან­ტა­ცი­ებ­ში მი­მიყ­ვა­ნა და მი­ამ­ბო, რო­გორ ჩა­მო­ვარ­და მის თვალ­წინ ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი.

nato_vachnadze
ნატო ვაჩ­ნა­ძე

ნა­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ასე­თი რამ შე­მორ­ჩა: მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჩვენ­თან მო­ვი­და ხელ­ში ია­სამ­ნე­ბით. ჩაი დავ­ლი­ეთ, ვი­სა­უბ­რეთ. შემ­დეგ თქვა, დაღ­ლი­ლი ვარ და ცოტა ხანს და­ვის­ვე­ნე­ბო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ნატო რომ ცაში დაიღუპა, მთელი ცხოვრება ეს მახსოვდა. მოვფრინავთ და უცებ პილოტმა გამოაცხადა, დაზიანდა თვითმფრინავი, მაგრად ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთსო..." - ინტერვიუ კირა ანდრონიკაშვილთან

"ნატო რომ ცაში დაიღუპა, მთელი ცხოვრება ეს მახსოვდა. მოვფრინავთ და უცებ პილოტმა გამოაცხადა, დაზიანდა თვითმფრინავი, მაგრად ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთსო..." - ინტერვიუ კირა ანდრონიკაშვილთან

ქართველი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი აღიარებულია ქართული კინოს მშვენებად, რომელიც მაყურებელს მისი შესრულებული როლების გარდა, არისტოკრატული სილამაზითაც ახსოვს. "მტრედები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "მოლანდება", "სინემა", "თამუნია", "ჩვენი ჯერია, ბიჭებო!" იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც მსახიობი მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა. კირა ანდრონიკაშვილის მოგონებები ქართული კინოლეგენდის ნატო ვაჩნაძის შესახებ არაერთ სატელევიზიო გადაცემასა თუ ბეჭდურ მედიაში ყოფილა, თუმცა მისი ნაამბობი მამიდების შესახებ კვლავ საზოგადოებისთვის აღფრთოვანების საგანია. ამჯერად კირა ანდრონიკაშვილი "კვირის პალიტრას" მამიდებისა და ბავშვობის წლების შესახებ უამბობს.

  • მოულოდნელი საჩუქარი პატარა ბიჭს

- მახარაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, სოლოლაკში, პატარა აივანი ჰქონდა ჩვენს სახლს, რომელიც ქუჩაზე გადიოდა. სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ნათლიამ პიანინოს საყიდელი ფული მაჩუქა, პატარა ლამაზ ჩანთაში ვინახავდი. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამი-ოთხი წელია გასული და ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა. გაგებული მქონდა, რომ ბავშვები მოწყალებას ითხოვდნენ. სახლის აივანზე ხშირად გავდიოდი, ერთხელაც ვხედავ პატარა ბიჭს, დგას და მღერის. უცებ ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც პიანინოს ფულს ვინახავდი, კიბე ჩავირბინე და გავუწოდე. მახსოვს იმ ბიჭის ბედნიერი სახე, ჩაიკრა გულში ჩანთა და წავიდა. ეს ამბავი დედაჩემისთვის არ მითქვამს, მაგრამ როცა გაიგო, არ გამიბრაზდა, შენ ძალიან დიდსულოვანი საქციელი ჩაიდინე და არ გვინდა პიანინოო.

12 წლის კირა

ჩემი ბავშვობის მოგონებებში ძალიან დიდი ადგილი უკავიათ მამიდებს - კირა ანდრონიკაშვილს (მის პატივსაცემად დამარქვეს კირა) და ნატო ვაჩნაძეს. კირა ანდრონიკაშვილი მსახიობი იყო, მისი პირველი და უმნიშვნელოვანესი როლია ფილმში "ელისო". მეუღლე ზუსტად "ელისოს" გადაღებებზე გაიცნო. სამწუხაროდ, კირას სევდიანი ისტორია აქვს - ის გადაასახლეს და სამშობლოს მოღალატეების ცოლებთან ერთად მოათავსეს. მიზეზი მისი ქმარი იყო, რუსი მწერალი ბორის პილნიაკი. მან სტალინს მისწერა წერილი პოეტ და მწერალ ბორის პასტერნაკის შესახებ. ამიტომაც დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო კირა გადაასახლეს. როდესაც კირაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი მეორე მამიდა - ქართული კინოს ვარსკვლავი, სილამაზით სახელგანთქმული ნატო ვაჩნაძე. ნატოს სამი ბიჭი ჰყავდა და მე მისთვის ქალიშვილივით ვიყავი, მეოთხე შვილივით. კირა რომ გადაასახლეს, მას შემდეგ მოსკოვში საქართველოს დღეები ჩატარდა. 1937 წელია, რეპრესიების პერიოდი. ნატო ვალდებული იყო ჩასულიყო. არისტოკრატული წარმომავლობის ქართველი მსახიობები ნატო ვაჩნაძე, თამარ ჭავჭავაძე და თამარ ციციშვილი ერთ ლოჟაში ბრძანდებოდნენ, როდესაც სტალინი შესულა მათ სანახავად და უთქვამს, ამდენი თავადის ქალიო... როდესაც სტალინი გადიოდა ლოჟიდან, ნატო გაჰყოლია და ჩურჩულით უთხოვია, ჩემი და დამნაშავე არ არის და დაგვეხმარეთო. მისი თხოვნის შემდეგ კირა მალევე გამოუშვეს.

  • ბოლო შეხვედრა ნატო ვაჩნაძესთან

- ნატო ვაჩნაძის დაღუპვის ამბავი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი შოკი იყო. ის 1953 წლის 14 ივნისს მოსკოვიდან მოფრინავდა, თავის დაბადების დღეზე თბილისში ჩამოსვლა რომ მოესწრო. ჭექა-ქუხილის გამო თვითმფრინავი თბილისმა არ მიიღო, ამიტომ სოხუმისკენ გაფრინდა. იქაც ცუდი ამინდი დახვდათ და პილოტმა გეზი სამეგრელოსკენ აიღო, სადაც უკვე საწვავი აღარ ეყო და ცაში აფეთქდა. მაშინ ბევრი ადამიანი დაიღუპა. როდესაც ფილმ "სინემას" გადაღებაზე ვიყავი სამეგრელოში, იქაურმა მოხუცებმა დაგვპატიჟეს და უცებ ერთი მათგანი ამბობს, აქ დაიღუპა ნატო ვაჩნაძე, გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდაო. უხმოდ გავყევი მოხუცს. ჩაის პლანტაციებში მიმიყვანა და მიამბო, როგორ ჩამოვარდა მის თვალწინ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი.

nato_vachnadze
ნატო ვაჩნაძე

ნატოს გარდაცვალებამდე ჩემს მეხსიერებას ასეთი რამ შემორჩა: მოსკოვში გამგზავრებამდე ჩვენთან მოვიდა ხელში იასამნებით. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ. შემდეგ თქვა, დაღლილი ვარ და ცოტა ხანს დავისვენებო. გააგრძელეთ კითხვა