Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებლობა "საქართველოს ბანკისგან" გააგრძელოთ სწავლა დიდ ბრიტანეთში - ინტერვიუ პროგრამის მონაწილე ნანა გელაშვილთან
შესაძლებლობა "საქართველოს ბანკისგან" გააგრძელოთ სწავლა დიდ ბრიტანეთში - ინტერვიუ პროგრამის მონაწილე ნანა გელაშვილთან

მათ, ვი­საც გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ აში­ნებს და გა­ნათ­ლე­ბის გზა­ზე გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ „ჩივ­ნინ­გის პროგ­რა­მას­თან“ პარტნი­ო­რო­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ერ­თწ­ლი­ან სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა.

„ჩივ­ნინ­გი“ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის გლო­ბა­ლუ­რი სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც 1983 წლი­დან დღემ­დე 118 ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ერ­თწ­ლი­ან სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სტი­პენ­დი­ა­ტებს სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გარ­და, მგზავ­რო­ბის, ცხოვ­რე­ბი­სა და ვი­ზის ხარ­ჯე­ბიც უფი­ნანსდე­ბათ.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ჩივ­ნინ­გის სტი­პენ­დია უკვე 30-ზე მეტ სტუ­დენტს აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. მათ შო­რის არის პე­და­გო­გი ნანა გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც „ლიდსის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

ნა­ნამ სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო, თუმ­ცა ყო­ველ­თვის სურ­და, სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ასე­ვე, მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რის­თვი­საც რო­გორც პე­და­გო­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

რა გზა გა­ი­ა­რა „ჩივ­ნინ­გის პროგ­რა­მამ­დე“, რას ნიშ­ნავს მის­თვის ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს მას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და რას ურ­ჩევთ მათ, ვი­საც „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა სურს, ამის შე­სა­ხებ ნანა გე­ლაშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს:

ნანა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბო­დეს, ეც­ნო­ბო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას და რა გზას გა­დი­ხართ თქვენ ამის­თვის?

რო­გორც პე­და­გო­გი აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დე. „ჩივ­ნინ­გის პროგ­რა­მამ­დე“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე eTwinning პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მხარ­და­ჭე­რით 2018-2019 წლებ­ში, ორ­ჯერ – სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სე­მი­ნა­რებ­ში. 2023 წელს კი Fulbright TEA სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, გავ­დი­ო­დი სტა­ჟი­რე­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის „გრინსბო­როს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“.

მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა და შეს­წავ­ლა რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე პი­როვ­ნუ­ლი ზრდის შე­უც­ვლე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, გა­ვიღ­რმაო ჩემი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, რათა განვვი­თარ­დე რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბე­ბი ქმნი­ან ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს, და მას­წავ­ლებ­ლის როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბის თა­ო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გვი­ამ­ბეთ, რო­გორ გახ­დით „ჩივ­ნინ­გის“ სტი­პენ­დი­ა­ტი? რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებს მუდ­მი­ვად ვა­დევ­ნებ თვალს. „ჩივ­ნინ­გის“ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­ვი­ტყვე, ხოლო 2024 წელს გა­დავ­წყვი­ტე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო მას­ში და გა­მე­ზარ­და ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ სტი­პენ­დი­ამ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, რაც ჩემ­თვის არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაძ­ლევს თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნას, კვლე­ვით გა­მოც­დი­ლე­ბას და მეხ­მა­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის კი­დევ უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რაც ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს, გავ­ხდე უფრო ეფექ­ტუ­რი ლი­დე­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნო მას­ში. მი­ღე­ბულ ცოდ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ, რათა ხელი შე­ვუ­წყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე რა გაძ­ლევ­დათ მო­ტი­ვა­ცი­ას, გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ სა­კუ­თარ თავ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა?

მუდ­მი­ვად ვგრძნობ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რაც დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა ჩემ­თვის, რათა კი­დევ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო. გა­მოწ­ვე­ვე­ბი სკო­ლის ასა­კი­დან­ვე მომ­წონ­და, ამი­ტო­მაც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სვლა. ვფიქ­რობ, რომ სტი­პენ­დი­ის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში დის­ციპ­ლი­ნა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და­მეხ­მა­რა. სტი­პენ­დი­ას მო­პო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბამ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა. პე­და­გო­გის პრო­ფე­სია მო­ი­თხოვს დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუმ­ცა ის ასე­ვე ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. იყო პე­და­გო­გი, ნიშ­ნავს მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბას თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

რო­გორ აპი­რებთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას?

სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, ვგეგ­მავ რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ჩემი და სხვა სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის და­საქ­მე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მარ­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პა­რა­დიგ­მის და­ნერგვა­ში.

რას ურ­ჩევ­დით მათ, ვინც ახლა დგამს მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვის კუ­თხით, ისე კა­რი­ე­რუ­ლად, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მო­ტი­ვა­ცია, რომ არ გა­ჩერ­დნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე?

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­მენ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვის ან კა­რი­ე­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მიზ­ნის­კენ ჯი­უ­ტად ია­რონ და ჰქონ­დეთ მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი. ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ და­კარ­გოთ მო­ტი­ვა­ცია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ჯი­უ­ტე და გჯე­რო­დეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. ხში­რად გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლია. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი ხედ­ვა, დრო­დად­რო შე­ა­ფა­სეთ სა­კუ­თა­რი პროგ­რე­სი და არ შე­გე­შინ­დეთ შეც­დო­მე­ბის­გან სწავ­ლა. ასე­ვე, მო­ი­ძი­ეთ ადა­მი­ა­ნე­ბი და შექ­მე­ნით წრე, რო­მე­ლიც მხარს და­გი­ჭერთ, რომ არ შე­ჩერ­დეთ და მუდ­მი­ვად გა­აგ­რძე­ლოთ სწრაფ­ვა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­კენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ჩივ­ნინ­გის“ სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი უკვე მო­ი­პო­ვეს.

„ჩივ­ნინ­გის“ პროგ­რა­მის სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სის­თვის გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა ზა­ფხულ­ში გა­ნახ­ლდე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ბმულს

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის CSR მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის უკვე 5 წელ­ზე მე­ტია გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, ბან­კი 40-ზე მეტ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს და უჭერს მხარს, რი­თაც 500 000-ზე მეტი მოს­წავ­ლის­თვის, სტუ­დენ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის ქმნის გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ბან­კის CSR მი­მარ­თუ­ლე­ბის პორ­ტფე­ლი მო­ი­ცავს ისეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს, რო­გო­რე­ბიც არის: სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სტი­პენ­დი­ე­ბი; გი­ორ­გი ჩა­ხა­ვას სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია; დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-სა და გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა; იდე­ა­თე­კე­ბი – სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის პრო­ექ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა და კო­მა­რო­ვის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი – STEM სკო­ლა; სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ოლიმ­პი­ა­დე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის: STEM ოლიმ­პი­ა­და, ეკო­ნო­მი­კის ოლიმ­პი­ა­და, Kings-ის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ოლიმ­პი­ა­და, ევე­რეს­ტი. ამას­თან, სა­ჯა­რო მე­ტყვე­ლე­ბის კონ­კურ­სი, და სხვა. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს csr.bog.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

შესაძლებლობა "საქართველოს ბანკისგან" გააგრძელოთ სწავლა დიდ ბრიტანეთში - ინტერვიუ პროგრამის მონაწილე ნანა გელაშვილთან

შესაძლებლობა "საქართველოს ბანკისგან" გააგრძელოთ სწავლა დიდ ბრიტანეთში - ინტერვიუ პროგრამის მონაწილე ნანა გელაშვილთან

მათ, ვისაც გამოწვევები არ აშინებს და განათლების გზაზე გაჩერებას არ აპირებს, „საქართველოს ბანკი“ „ჩივნინგის პროგრამასთან“ პარტნიორობით შესაძლებლობას აძლევს, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე დიდ ბრიტანეთში, სრულიად უფასოდ გააგრძელოს სწავლა.

„ჩივნინგი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

„საქართველოს ბანკის“ ჩივნინგის სტიპენდია უკვე 30-ზე მეტ სტუდენტს აქვს მოპოვებული. მათ შორის არის პედაგოგი ნანა გელაშვილი, რომელიც „ლიდსის უნივერსიტეტში“ განათლების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

ნანამ საბაკალავრო საფეხურზე განათლება საქართველოში მიიღო, თუმცა ყოველთვის სურდა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. ასევე, მუდმივად ზრუნავდა პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც როგორც პედაგოგი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად არის ჩართული.

რა გზა გაიარა „ჩივნინგის პროგრამამდე“, რას ნიშნავს მისთვის ბრიტანული განათლება, როგორ გამოიყენებს მას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და რას ურჩევთ მათ, ვისაც „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მოპოვება სურს, ამის შესახებ ნანა გელაშვილი დეტალურად საუბრობს:

ნანა, რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგი მუდმივად ვითარდებოდეს, ეცნობოდეს საერთაშორისო პრაქტიკას და რა გზას გადიხართ თქვენ ამისთვის?

როგორც პედაგოგი აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, მუდმივად ვცდილობ პროფესიულად განვითარდე. „ჩივნინგის პროგრამამდე“ მონაწილეობა მივიღე eTwinning პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით 2018-2019 წლებში, ორჯერ – საერთაშორისო საგანმანათლებლო სემინარებში. 2023 წელს კი Fulbright TEA საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში პროფესიული განვითარების მიზნით, გავდიოდი სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის „გრინსბოროს უნივერსიტეტში“.

მუდმივი განვითარება, სიახლეების მიღება და შესწავლა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდის შეუცვლელი კომპონენტია. როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი, მუდმივად ვცდილობ, გავიღრმაო ჩემი ცოდნა და უნარები, რათა განვვითარდე როგორც პროფესიონალი. განათლებული თაობები ქმნიან ქვეყნის წარმატებულ მომავალს, და მასწავლებლის როლი საზოგადოებაზე განათლების თაობის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

გვიამბეთ, როგორ გახდით „ჩივნინგის“ სტიპენდიატი? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს შესაძლებლობა?

განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს მუდმივად ვადევნებ თვალს. „ჩივნინგის“ პროგრამის შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, ხოლო 2024 წელს გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო მასში და გამეზარდა ჩემი პროფესიული შესაძლებლობები. ამ სტიპენდიამ დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა მომცა, რაც ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული განვითარებისთვის, არამედ საერთაშორისო გამოცდილების მიღებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

ბრიტანული განათლება მაძლევს თანამედროვე ცოდნას, კვლევით გამოცდილებას და მეხმარება კრიტიკული აზროვნების უნარის კიდევ უფრო ჩამოყალიბებაში, რაც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მომცემს, გავხდე უფრო ეფექტური ლიდერი განათლების სფეროში და პოზიტიური ცვლილებები შევიტანო მასში. მიღებულ ცოდნას საქართველოში გამოვიყენებ, რათა ხელი შევუწყო მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რა გაძლევდათ მოტივაციას, გაგეგრძელებინათ საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობა და განვითარება?

მუდმივად ვგრძნობ ჩემი საყვარელი ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერას, რაც დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რათა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. გამოწვევები სკოლის ასაკიდანვე მომწონდა, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი, განვითარების გზაზე გამეგრძელებინა სვლა. ვფიქრობ, რომ სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობაში დისციპლინა და ორგანიზებულობა დამეხმარა. სტიპენდიას მოპოვება ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ კონკურსში გამარჯვებამ უფრო მეტი წარმატების მიღწევის მოტივაცია მომცა. პედაგოგის პროფესია მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, თუმცა ის ასევე ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. იყო პედაგოგი, ნიშნავს მუდმივად მუშაობას თვითგანვითარებაზე.

როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის სამომავლოდ გამოყენებას?

სწავლის დასრულების შემდგომ, ვგეგმავ როგორც აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას და საქართველოს რეგიონულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას, ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში განათლების პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი და სხვა სტიპენდიატების დასაქმებას საჯარო უწყებებში, რაც დაგვეხმარება სფეროს განვითარებასა და მართვის დემოკრატიული პარადიგმის დანერგვაში.

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს როგორც საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის კუთხით, ისე კარიერულად, როგორ შეინარჩუნონ მოტივაცია, რომ არ გაჩერდნენ განათლებისა და პროფესიული განვითარების გზაზე?

როდესაც ადამიანები დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ან კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისას, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიზნისკენ ჯიუტად იარონ და ჰქონდეთ მუდმივი განვითარების სურვილი. ჩემი რჩევა იქნება: მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ მოტივაცია, შეინარჩუნოთ სიჯიუტე და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ხშირად გამოწვევები და სირთულეები განვითარების ნაწილია. შეინარჩუნეთ პოზიტიური ხედვა, დროდადრო შეაფასეთ საკუთარი პროგრესი და არ შეგეშინდეთ შეცდომებისგან სწავლა. ასევე, მოიძიეთ ადამიანები და შექმენით წრე, რომელიც მხარს დაგიჭერთ, რომ არ შეჩერდეთ და მუდმივად გააგრძელოთ სწრაფვა ახალი შესაძლებლობებისკენ.

აღსანიშნავია, რომ „ჩივნინგის“ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ბაკალავრის ხარისხი უკვე მოიპოვეს.

„ჩივნინგის“ პროგრამის სასტიპენდიო კონკურსისთვის განაცხადების მიღება ზაფხულში განახლდება. მონაწილეობის მისაღებად და ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

R