მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებენ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში რძის ნიმუშებში აფლატოქსინის დაფიქსირებაზე?
რას აცხადებენ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში რძის ნიმუშებში აფლატოქსინის დაფიქსირებაზე?

შე­უ­სა­ბა­მო­ბა მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და და მა­შინ­ვე მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ანა გე­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც იმ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა რომ „სოფ­ლის ნო­ბა­თის“ რძის ნი­მუ­შებ­ში აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

  • რო­გორც ანა გე­მა­ზაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რძის მწარ­მო­ებ­ლე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან მა­ღა­ლი რის­კის მწარ­მო­ებ­ლებს, ამი­ტომ მსგავს ობი­ექტს მი­ნი­მუმ 4-ჯერ ამოწ­მე­ბენ.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუდ­მი­ვი, ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­ტრო­ლი რძის მე­წარ­მე ყვე­ლა ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორ­თან. რძის მწარ­მო­ებ­ლე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან მა­ღა­ლი რის­კის მწარ­მო­ებ­ლებს, ამი­ტომ ასეთ ობი­ექტს მი­ნი­მუმ 4-ჯერ ვა­მოწ­მებთ, ეს ნიშ­ნავს 4-ჯერ გეგ­მურ შე­მოწ­მე­ბას, 4 გა­და­მოწ­მე­ბას.

ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ღა­ლი რის­კის სა­წარ­მო­ებ­ში კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყო­ველ 2 თვე­ში ერთხელ. გარ­და იმი­სა, რომ სა­წარ­მოო პრო­ცე­სი მოწ­მდე­ბა, კონ­ტროლ­დე­ბა ასე­ვე ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის რძის ნა­წარ­მი.

მათ შო­რის რძე და ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის რძეც არა­ერ­თხელ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი. არა­ერთ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ხდე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა და სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე გა­მოკ­ვლე­ვა. მათ შო­რის ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც გა­მოკ­ვლე­ულ იქნა რო­გორც შარ­შან, ასე­ვე შარ­შან­წინ „ვიმ-ბილ-დან სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­ე­ბუ­ლი რძე და ამ დრომ­დე არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აფ­ლა­ტოქ­სი­ნის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბა.

ეს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ებ­თან, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა შე­უ­სა­ბა­მო­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დის შე­დე­გად. სა­ა­გენ­ტოს მიერ მყი­სი­ე­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ იმი­ტომ, რომ დაგ­ვეც­ვა მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბა. თა­ვად ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ა­გენ­ტოს­თან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და იმა­ვე დღეს­ვე და­ი­წყო ამ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­მო­თხო­ვა ბაზ­რი­დან. მინ­და და­ვა­წყნა­რო ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუკი რა­ი­მე დარ­ჩე­ნი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­დან, მათი გა­მო­თხო­ვა ბაზ­რი­დან,“ - აღ­ნიშ­ნავს ანა გე­მა­ზაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გუ­შინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუშ­ში აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბა და და­ლუქ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. „აფ­ლა­ტოქ­სი­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა „სოფ­ლის ნო­ბა­თის“ რძის ნი­მუ­შებ­ში გა­მოვ­ლინ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას აცხადებენ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში რძის ნიმუშებში აფლატოქსინის დაფიქსირებაზე?

რას აცხადებენ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში რძის ნიმუშებში აფლატოქსინის დაფიქსირებაზე?

შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.

  • როგორც ანა გემაზაშვილი აღნიშნავს, რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ მსგავს ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ამოწმებენ.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას.

ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი.

მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.

ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ - აღნიშნავს ანა გემაზაშვილი.

ინფორმაციისთვის, გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.