სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება" - ჩაერთეთ მასშტაბურ კამპანიაში "ბიბლუსთან" ერთად
"აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება" - ჩაერთეთ მასშტაბურ კამპანიაში "ბიბლუსთან" ერთად

მსოფ­ლიო 23 აპ­რილს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდ ქსელს „ბიბ­ლუსს“ სურს, მთე­ლი თვე, აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ აქ­ცი­ოს, რის­თვი­საც და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია - „აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ .

კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა. 23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღედ UNESCO-მ 1995 წელს გა­მო­ა­ცხა­და. კომ­პა­ნია „ბიბ­ლუ­სი“ კი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად, 2019 წლი­დან შე­უ­ერ­თდა ამ ტრა­დი­ცი­ას.

რო­გორც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, წელს კამ­პა­ნი­ის­თვის შე­ირ­ჩა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მა­ტი­კა:

„აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ით გვსურს, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა არა მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ადა­მი­ა­ნებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ფარ­თო­ონ ჰო­რი­ზონ­ტი, შე­იც­ნონ სამ­ყა­რო და ამ გზით, იგ­რძნონ თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ – გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ბიბ­ლუ­სის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­ი­ღო ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ­ლის მთა­ვარ გმირს წარ­მო­ად­გენს მარო მა­ყაშ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო, რომ­ლის დღი­ურ­შიც ნათ­ლად ჩანს აზ­როვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის როლი, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია.

„ბიბ­ლუ­სის“ ოპე­რა­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი სოფო გორ­და­ძე კამ­პა­ნი­ა­ში მარო მა­ყაშ­ვი­ლის იდე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

„მარო მა­ყაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გმი­რია, რო­მე­ლიც 1921 წელს, 19 წლის ასაკ­ში, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­და. მარო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეროვ­ნულ გმი­რად აღი­ა­რეს. მისი დღი­უ­რე­ბი დღემ­დე პირ­ვან­დე­ლი სა­ხი­თაა შე­ნა­ხუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფა­სე­უ­ლია, რად­გან ასა­ხავს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის გან­ცდებს ომის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. მისი სი­ტყვე­ბი დღემ­დე აჟ­ღე­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის იდე­ას. სწო­რედ ამი­ტომ, „ბიბ­ლუ­სის“ კამ­პა­ნი­ა­ში მისი ჩა­ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად უს­ვამს ხაზს წიგ­ნის, აზ­როვ­ნე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის კავ­შირს“ – აღ­ნიშ­ნა სოფო გორ­და­ძემ.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და კომ­პა­ნია უერ­თდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს წიგ­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა „ბიბ­ლუ­სის“ მარ­კე­ტერ­მა ანა გოგ­სა­ძე­მაც:

„წელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად ვაგ­რძე­ლებთ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის, კი­თხვის და გა­ნათ­ლე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კამ­პა­ნი­ამ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და დღეს უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში. კამ­პა­ნია ჩვენ­თვის, რო­გორც წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან წლე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ე­ბი თა­ვად გა­მო­ხა­ტა­ვენ სურ­ვილს, ჩა­ერ­თონ კამ­პა­ნი­ა­ში, შე­ი­ძი­ნონ წიგ­ნე­ბი და გა­დას­ცენ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თუ თა­ნამ­შრომ­ლებს. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ვხე­დავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასეთ ჩარ­თუ­ლო­ბას, წელს სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ ახალ ტენ­დენ­ცი­ას – წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ვაქ­ცი­ეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­მოწ­ვე­ვად, რო­მელ­შიც უკვე ბევ­რი მწე­რა­ლი, რე­ჟი­სო­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ჩა­ერ­თო და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვამ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი შე­მო­უ­ერ­თა ტრა­დი­ცი­ას“, – გან­მარ­ტა ანა გოგ­სა­ძემ.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ტყობს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება" - ჩაერთეთ მასშტაბურ კამპანიაში "ბიბლუსთან" ერთად

"აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება" - ჩაერთეთ მასშტაბურ კამპანიაში "ბიბლუსთან" ერთად

მსოფლიო 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს, საქართველოში კი წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს „ბიბლუსს“ სურს, მთელი თვე, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ აქციოს, რისთვისაც დაიწყო მასშტაბური კამპანია - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ .

კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარება, როგორც შინაგანი თავისუფლების უმთავრესი საშუალება. 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. კომპანია „ბიბლუსი“ კი გიორგი კეკელიძესთან ერთად, 2019 წლიდან შეუერთდა ამ ტრადიციას.

როგორც გიორგი კეკელიძე განმარტავს, წელს კამპანიისთვის შეირჩა ძალიან აქტუალური და ყველასთვის მნიშვნელოვანი - თავისუფლების თემატიკა:

„აღნიშნული კამპანიით გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ წიგნის ჩუქება არა მხოლოდ სასიამოვნო ჟესტი, არამედ შესაძლებლობაა, ადამიანებს მივცეთ საშუალება, გაიფართოონ ჰორიზონტი, შეიცნონ სამყარო და ამ გზით, იგრძნონ თავისუფლება“ – გიორგი კეკელიძე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი

კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.

„ბიბლუსის“ ოპერაციული დირექტორი სოფო გორდაძე კამპანიაში მარო მაყაშვილის იდეების წარმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„მარო მაყაშვილი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გმირია, რომელიც 1921 წელს, 19 წლის ასაკში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძოდა. მარო პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს. მისი დღიურები დღემდე პირვანდელი სახითაა შენახული და განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან ასახავს ახალგაზრდა ადამიანის განცდებს ომის, თავისუფლებისა და განათლების მნიშვნელობის შესახებ. მისი სიტყვები დღემდე აჟღერებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას. სწორედ ამიტომ, „ბიბლუსის“ კამპანიაში მისი ჩანახატების გამოყენება სიმბოლურად უსვამს ხაზს წიგნის, აზროვნებისა და თავისუფლების კავშირს“ – აღნიშნა სოფო გორდაძემ.

წიგნის ჩუქების დღე წლების განმავლობაში საქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.

წიგნის ჩუქების წლევანდელი კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ბიბლუსის“ მარკეტერმა ანა გოგსაძემაც:

„წელსაც ტრადიციულად ვაგრძელებთ წიგნის ჩუქების ტრადიციას, რომელიც მნიშვნელოვანია წიგნიერების, კითხვის და განათლების წასახალისებლად. წლების განმავლობაში, კამპანიამ მრავალი ადამიანი გააერთიანა და დღეს უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი აზროვნების განვითარებას ქვეყანაში. კამპანია ჩვენთვის, როგორც წიგნების მაღაზიის ყველაზე დიდი ქსელისთვის საქართველოში, გაყიდვების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების შემდეგ კომპანიები თავად გამოხატავენ სურვილს, ჩაერთონ კამპანიაში, შეიძინონ წიგნები და გადასცენ სხვადასხვა ორგანიზაციებს თუ თანამშრომლებს. ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ საზოგადოების ასეთ ჩართულობას, წელს საფუძველი ჩავუყარეთ ახალ ტენდენციას – წიგნის ჩუქება ვაქციეთ საზოგადოებრივ გამოწვევად, რომელშიც უკვე ბევრი მწერალი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე ჩაერთო და ამ ინიციატივამ უფრო გააძლიერა წიგნის სიყვარული და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთა ტრადიციას“, – განმარტა ანა გოგსაძემ.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მასშტაბური აქტივობა, რომლის შესახებაც საზოგადოება მთელი თვის განმავლობაში შეიტყობს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbiblusi.ge%2Fvideos%2F1321493822458053%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R