მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ
ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ

ცეს­კოს დად­გე­ნი­ლე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, მათ შო­რის სი­ახ­ლეა ის, რომ ამომ­რჩევ­ლის­თვის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ჩვე­ნე­ბის მო­თხოვ­ნა ან გა­მორ­თმე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

  • გარ­და ამი­სა, იკ­რძა­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის, ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის, ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტი­დან ამო­ბეჭ­დი­ლი ამომ­რჩევ­ლის ვე­რი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვით­რი­სა და ამომ­რჩევ­ლის მიერ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ფო­ტო­ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა ან სხვაგ­ვა­რი და­მუ­შა­ვე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბი “კენ­ჭისყ­რის ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ“ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აი­სა­ხა.

ცეს­კო მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ცეს­კომ ამომ­რჩე­ველ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან დაც­ვის მიზ­ნით კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ა­ზუს­ტა და “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ არ­ცერთ უფ­ლე­ბას არ ზღუ­დავს.

“მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­თა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხუთი თვე რჩე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის მა­ღალპრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

ამ მიზ­ნით შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ აქ­ტში რამ­დე­ნი­მე პრო­ცე­დუ­რა და­ზუს­ტდა. კერ­ძოდ, ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით კენ­ჭისყ­რის ჩა­ტა­რე­ბი­სას, “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი­თა“ და დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მიერ:

ა) კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა;

ბ) ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ჩვე­ნე­ბის მო­თხოვ­ნა, მათ შო­რის, გა­მორ­თმე­ვა;

გ) ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის, ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის, ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტი­დან ამო­ბეჭ­დი­ლი ამომ­რჩევ­ლის ვე­რი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვით­რი­სა და ამომ­რჩევ­ლის მიერ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ფო­ტო­ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა ან სხვაგ­ვა­რი და­მუ­შა­ვე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი“ ამომ­რჩევ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას და/ან გამ­ჟღავ­ნე­ბას ყო­ველ­თვის კრძა­ლავ­და, რა­საც კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ამომ­რჩევ­ლის სი­ე­ბის ორი ვერ­სი­ის არ­სე­ბო­ბა ადას­ტუ­რებს.

ერთი - სიის სა­ჯა­რო ვერ­სია, რო­მე­ლიც ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უფ­ლე­ბა­მო­სილ მხა­რე­ზე გა­ი­ცე­მა და მე­ო­რე, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვერ­სია - ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტებ­ში ჩატ­ვირ­თუ­ლი სი­ე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა ყვე­ლა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ჩათ­ვლით. ეს უკა­ნას­კნე­ლი ვერ­სია სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას არ წარ­მო­ად­გენს და შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­და­ღე­ბა ან სხვაგ­ვა­რი და­მუ­შა­ვე­ბა კა­ნო­ნით აქამ­დეც აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

დამ­კვირ­ვე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბიც სრუ­ლა­დაა გა­წე­რი­ლი “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ 41-ე მუხ­ლით და არ­ცერ­თი აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ცეს­კოს დად­გე­ნი­ლე­ბით არ შე­უ­ზღუ­დავს და ვერც შე­ზღუ­დავ­და. ცეს­კომ მხო­ლოდ და­ა­ზუს­ტა კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან დაც­ვის მიზ­ნით.

რო­გორც ჩანს, ხსე­ნე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის კრი­ტი­კო­სე­ბი კარ­გად არ იც­ნო­ბენ მოქ­მედ სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ებს ან შე­საძ­ლოა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლო­ბენ მათ და­მა­ხინ­ჯე­ბულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას. სხვაგ­ვა­რად, რთუ­ლია აიხ­სნას ამომ­რჩე­ველ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის, მათ მიერ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვად გა­სა­ღე­ბის ეს მცდე­ლო­ბა. ასე­ვე, ზო­გა­დად, გა­სულ არ­ჩევ­ნებ­ზე, მათი მხრი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ერ­თი ინ­ცი­დენ­ტი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის, ფო­ტო­ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბი­სა და ამომ­რჩე­ველ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის კუ­თხით.

აშ­კა­რაა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, საქ­მე გვაქვს არა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან, არა­მედ უკვე კარ­გად ნაც­ნობ გეგ­მას­თან, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, იმ მიზ­ნით რომ შემ­დეგ ეს თემა გა­ნავ­რცოს და გა­ავ­რცე­ლოს ზო­გი­ერ­თმა მი­კერ­ძო­ე­ბულ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ზედ­მი­წევ­ნით იცავს და მო­მა­ვალ­შიც და­ი­ცავს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ყვე­ლა მო­თხოვ­ნას და არ მის­ცემს არა­ვის უფ­ლე­ბას, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს ამომ­რჩე­ვე­ლი და და­ამ­კვიდ­როს მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი აღ­ქმე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია ცეს­კოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ

ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ

ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა ან გამორთმევა დაუშვებელი იქნება.

  • გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ცვლილებები “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში აისახა.

ცესკო მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, ცესკომ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით კენჭისყრის პროცედურები დააზუსტა და “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ არცერთ უფლებას არ ზღუდავს.

“მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისათვის მუშაობას აგრძელებს.

ამ მიზნით შესაბამის სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, “საარჩევნო კოდექსითა“ და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;

გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ “საარჩევნო კოდექსი“ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას ყოველთვის კრძალავდა, რასაც კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა ადასტურებს.

ერთი - სიის საჯარო ვერსია, რომელიც ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე გაიცემა და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი “საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.

როგორც ჩანს, ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით.

აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.