პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოსტე" - ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეული გემო და კვებითი ღირებულებები
"ნოსტე" - ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეული გემო და კვებითი ღირებულებები

კომ­პა­ნი­ამ "ჯი პი პი“-მ ქარ­თუ­ლი ქათ­მის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა 2019 წელს კას­პში - სო­ფელ ნოს­ტე­ში და­ი­წყო, რა­საც და­უ­კავ­ში­რა სა­ვაჭ­რო ნიშ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა "ნოს­ტე“. ნოს­ტეს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის სა­წარ­მო­ე­ბი ქ. კას­პში 50 ჰექ­ტარ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი, ხუთ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე (სოფ­ლე­ბი: მე­ტე­ხი, ბარ­ნა­ბი­ანთკა­რი, ახალ­ქა­ლა­ქი, ნოს­ტე, კავ­თის­ხე­ვი), სა­დაც ბრო­ი­ლე­რის ჯი­შის მე­ხორ­ცუ­ლი ქათ­მე­ბი იზ­რდე­ბა. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვილ და კომ­პლექ­სურ სა­წარ­მო­ებს ფლობს, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბის სრულ ციკლს ახორ­ცი­ე­ლებს.

სა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ფრინ­ვე­ლის ზრდის­თვის სა­ჭი­რო სუფ­თა და ჯან­საღ გა­რე­მოს. მე­ურ­ნე­ო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წყო­ბი­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით, შე­დე­გად წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით.

ნოს­ტეს ქათ­მის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­მორ­ჩე­ულ გე­მოს და კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებს ფრინ­ვე­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით მდი­და­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი საკ­ვე­ბი. რა­ცი­ონ­ში არ ხდე­ბა არა­ნა­ი­რი ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბის და­მა­ტე­ბა, რაც თა­ვის მხრივ გა­მო­რი­ცხავს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბას.

ნოს­ტეს ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბი არის სრუ­ლად მცე­ნა­რე­უ­ლი - სა­ი­და­ნაც ძი­რი­თად ნა­წილს სი­მინ­დი წარ­მო­ად­გენს, ხოლო რა­ცი­ო­ნის მცი­რე ნა­წი­ლი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა მარ­ცვლე­უ­ლის­გან რომ­ლე­ბიც მდი­და­რია მცე­ნა­რე­უ­ლი ცი­ლე­ბით, მაგ­ნი­უ­მით, რკი­ნით და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის გა­რანტს. სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ა­ში და­ნერ­გი­ლია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მსოფ­ლიო სის­ტე­მა HACCP. სურ­სა­თის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის გა­რან­ტი­აა.

ამავდრო­უ­ლად, ნოს­ტეს წარ­მო­ე­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა ICARS (სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი) პრო­ექ­ტის, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მოხ­დეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა ფრინ­ვე­ლის საკ­ვებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ხელს უწყობს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ფრინ­ვე­ლებ­ში, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებ­ში.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბის სა­ამ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე საკ­ვე­ბის შე­სა­ნა­ხი სი­ლო­სე­ბით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბი მარ­ცვლე­უ­ლის სი­სუფ­თა­ვეს და მის­თვის სა­თა­ნა­დო ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი უტარ­დე­ბა ასე­ვე ფრინ­ვე­ლის­თვის მი­სა­წო­დე­ბელ სას­მელ წყალს.

დაკ­ვლამ­დე ფრინ­ველს უტარ­დე­ბა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი და მხო­ლოდ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დგომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი გა­დაყ­ვა­ნა სა­საკ­ლა­ო­ზე. სა­წარ­მო­ში მიმ­დი­ნა­რე სრუ­ლი პრო­ცე­სი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ, რო­მე­ლიც ნოს­ტეს სა­წარ­მო­ებ­ში ად­გილ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის დე­ტა­ლურ კონ­ტროლს.

ნოს­ტეს ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი ნედ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია მის ოთხმო­ცამ­დე სა­ფირ­მო მა­ღა­ზი­ა­ში და ასე­ვე პარტნი­ორ ქსე­ლურ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში: გუდ­ვი­ლი, ფრეს­კო, კარ­ფუ­რი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ნოსტე" - ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეული გემო და კვებითი ღირებულებები

"ნოსტე" - ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეული გემო და კვებითი ღირებულებები

კომპანიამ "ჯი პი პი“-მ ქართული ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება 2019 წელს კასპში - სოფელ ნოსტეში დაიწყო, რასაც დაუკავშირა სავაჭრო ნიშნის დასახელება "ნოსტე“. ნოსტეს მეფრინველეობის საწარმოები ქ. კასპში 50 ჰექტარზეა განლაგებული, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე (სოფლები: მეტეხი, ბარნაბიანთკარი, ახალქალაქი, ნოსტე, კავთისხევი), სადაც ბროილერის ჯიშის მეხორცული ქათმები იზრდება. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და კომპლექსურ საწარმოებს ფლობს, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს.

საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს. მეურნეობის ინფრასტრუქტურა მოწყობილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, შედეგად წარმოების ყველა პროცესი ხორციელდება მოდერნიზებული მეთოდებით.

ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეულ გემოს და კვებით ღირებულებებს განაპირობებს ფრინველისთვის მიწოდებული ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ნატურალური საკვები. რაციონში არ ხდება არანაირი ცხოველური ცხიმების დამატება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას და უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალი კვებითი ღირებულების ხორცპროდუქტის წარმოებას.

ნოსტეს ფრინველის საკვები არის სრულად მცენარეული - საიდანაც ძირითად ნაწილს სიმინდი წარმოადგენს, ხოლო რაციონის მცირე ნაწილი შედგება სხვადასხვა მარცვლეულისგან რომლებიც მდიდარია მცენარეული ცილებით, მაგნიუმით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით. აღნიშნული წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტის წარმოების გარანტს. სწორედ მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა.

ამავდროულად, ნოსტეს წარმოება თანამონაწილეა ICARS (საქართველოს გარემოს დაცვისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გადაწყვეტილების საერთაშორისო ცენტრი) პროექტის, რომელიც მიზნად ისახავს მოხდეს ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირება ფრინველის საკვებში. აღნიშნული ემსახურება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარების შემცირებას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებას რეალური საჭიროების შემთხვევაში, როგორც ფრინველებში, ასევე ადამიანებში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია თანამედროვე საკვების შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას. მიკრობიოლოგიური ანალიზი უტარდება ასევე ფრინველისთვის მისაწოდებელ სასმელ წყალს.

დაკვლამდე ფრინველს უტარდება მიკრობიოლოგიური ანალიზი და მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ხორციელდება მათი გადაყვანა სასაკლაოზე. საწარმოში მიმდინარე სრული პროცესი მკაცრად კონტროლდება ყოველდღიურად სურსათის უვნებლობისგან გამოყოფილი ვეტერინარის მიერ, რომელიც ნოსტეს საწარმოებში ადგილზე ახორციელებს მიმდინარე პროცესების დეტალურ კონტროლს.

ნოსტეს ყოველდღიურად ახალი ნედლი ხორცპროდუქტების შეძენა საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს შეუძლია მის ოთხმოცამდე საფირმო მაღაზიაში და ასევე პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში: გუდვილი, ფრესკო, კარფური.

R