მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაჭკაჭიშვილი: "რიჟვაძეს უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და არჩევანი არ ჰქონდა... გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონებში გადასროლა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება"
კაჭკაჭიშვილი: "რიჟვაძეს უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და არჩევანი არ ჰქონდა... გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონებში გადასროლა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება"

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს არც მოს­ვლას ეკი­თხე­ბო­და ვინ­მე და არც წას­ვლას. უთხრეს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და. არ ვფიქ­რობ, რომ ვინც რიჟ­ვა­ძეს ჩა­ა­ნაც­ვლებს, მე­ნე­ჯმენ­ტში და­ეხ­მა­რე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ო­ლოგ­მა იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მიერ აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს შექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს და ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს, უთხრეს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და. ჩემი აზ­რით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს შექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს, ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ბოლო თვე­ე­ბია, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­დამ­სჯე­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბად, სტრუქ­ტუ­რად, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბრუ­ტა­ლურ კა­ნო­ნებს გა­მოს­ცემს, აპა­ტიმ­რებს, სჯის, აჯა­რი­მებს. ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გარ­და. არ ვფიქ­რობ, რომ ვინც რიჟ­ვა­ძეს ჩა­ა­ნაც­ვლებს, მე­ნე­ჯმენ­ტში და­ეხ­მა­რე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“,- აღ­ნიშ­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რიჟ­ვა­ძეს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლებს, რო­მე­ლიც სან­ქცი­რე­ბუ­ლია, იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჯიბრში უდ­გას და­სავ­ლეთს, რო­მე­ლიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის აღ­ზე­ვე­ბას და გაძ­ლი­ე­რე­ბას აკ­რი­ტი­კებს.

„ჩვენ ვხე­დავთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და იდე­ო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბებს. თით­ქოს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჯიბრში უდ­გას და­სავ­ლეთს, რო­მე­ლიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის აღ­ზე­ვე­ბას და გაძ­ლი­ე­რე­ბას აკ­რი­ტი­კებს. კრი­ტი­კა წა­მო­ვი­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­და­ნაც, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან. ვხე­დავთ, რომ ყვე­ლა ასეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, შიგ­ნით თუ გა­რეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კი არ იღებს ობი­ექ­ტურ კრი­ტი­კად, იღებს რო­გორც გა­მოწ­ვე­ვას და ცდი­ლობს უპა­სუ­ხოს ხის­ტი რე­აქ­ცი­ით. რო­დე­საც დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სან­ქცია და­უ­წე­სა შს მი­ნისტრს, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­ა­წი­ნა­უ­რეს, ორ­დე­ნიც გა­დას­ცეს. ეს შე­ჯიბ­რე­ბა და­სავ­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ავ­ტო­რი­ტა­რულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გრძელ­დე­ბა. კა­რი­კა­ტუ­რულ ფორ­მას იღებს, ამ ბრძო­ლა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვერ გა­ი­მარ­ჯვებს“, - აღ­ნიშ­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, მათ შო­რის რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად სუს-ის უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას, კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, „ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ამ ფლანგზე გა­დას­რო­ლა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა“.

"ჩემი აზ­რით, ამ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ში­ნა­არ­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან, რე­გი­ო­ნებ­თან, მცი­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­თან. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სუსი შე­ვი­დეს რე­გი­ო­ნებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ყვე­ლა­ზე უფრო მცი­რე სა­არ­ჩევ­ნო ერ­თე­უ­ლებ­ში. ვფიქ­რობ, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ამ ფლანგზე გა­დას­რო­ლა უკავ­შირ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან თა­ვის და­ზღვე­ვას, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში არ და­კარ­გონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, თუნ­დაც იმ ფონ­ზე, რომ არ არის ნა­თე­ლი ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მან ოპო­ზი­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე კრი­ზი­სია“, ვხე­დავთ უკუს­ვლებს, გან­ხეთ­ქი­ლე­ბის და ბზა­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას“.

„ეს კრი­ზი­სი ეხე­ბა იმას, რომ არ არ­სე­ბობს ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ან იდე­ე­ბი. არ არ­სე­ბობს სო­ლი­და­რო­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც თან­ხმო­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს. აქამ­დე ოპო­ზი­ცია ახერ­ხებ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­შე­მო გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლე­ბით ყო­ფი­ლი­ყო - ეს იყო პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლა, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი...ჯერ არ ჩანს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა, მაგ­რამ ფაქ­ტია, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა წინ ვერ წა­ი­წი­ეს სო­ლი­და­რო­ბის გზა­ზე . ვხე­დავთ უკუს­ვლებ­საც, გან­ხეთ­ქი­ლე­ბის თუ ბზა­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. ეს ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ამომ­რჩევ­ლებ­ში მათ მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბას ზრდის“, - აღ­ნიშ­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შექ­მნილ „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კო­მი­ტეტ­ზეც“ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შეძ­ლებს თუ არა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან „ფაქ­ტია რომ აქ მას უჭირს“.

„მე ნი­ჰი­ლიზმს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­შე­მო შექ­მნილ პლატ­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ­დი. ვხე­დავთ შე­დე­გებს, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და პლატ­ფორ­მის პო­ლი­ტი­კურ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ მო­ი­ტა­ნა. ეს შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით ასე­თი თვალ­სა­ჩი­ნო არ არის, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან წი­ლად გან­სა­ზღვრავს ჩვე­ნი სა­გა­რეო პარტნი­ო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქვეყ­ნის მი­მართ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით და სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი. ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ მო­ი­პო­ვა ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ნა­სა­ხიც კი. ამ დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ფერ­ხულ­ში ჩა­ერ­თო აშშ, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი. აქ რომ არ და­ი­ნა­ხო ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის როლი იქ­ნე­ბა უმა­დუ­რო­ბა. ჩნდე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე წინ წას­ვლის, ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას მეტი რე­სურ­სი არ აქვს. ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას თით­ქოს აქარ­წყლებს მისი ბოლო დღე­ებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, მისი აქ­ტი­უ­რო­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი. თუ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შეძ­ლებს გა­რე­დან გა­აღ­რმა­ოს ქვეყ­ნის გა­რეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­ლი­გი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, მა­შინ ეს ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ტენ­ცია კი­დევ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შეძ­ლებს თუ არა ის პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, ფაქ­ტია აქ მას უჭირს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბის მო­ვის­მი­ნეთ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან. თუ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, ის უნდა ჩა­ნაც­ვლდეს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­გილ­ზე ვერ გაჩ­ნდე­ბა თეთ­რი ად­გი­ლი, სი­ცა­რი­ე­ლე. თუ სი­ცა­რი­ე­ლე გაჩ­ნდე­ბა, ეს იქ­ნე­ბა უკუს­ვლა და არა წარ­მა­ტე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ სცე­ნა­ზე“,- აღ­ნიშ­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კაჭკაჭიშვილი: "რიჟვაძეს უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და არჩევანი არ ჰქონდა... გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონებში გადასროლა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება"

კაჭკაჭიშვილი: "რიჟვაძეს უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და არჩევანი არ ჰქონდა... გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონებში გადასროლა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება"

თორნიკე რიჟვაძეს არც მოსვლას ეკითხებოდა ვინმე და არც წასვლას. უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა. არ ვფიქრობ, რომ ვინც რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, მენეჯმენტში დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

  • როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა თორნიკე რიჟვაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მუშაობს და ცვლილებები ხორციელდება.

"ეს მისი გადაწყვეტილება არ არის. ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს, უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მუშაობს, ცვლილებები ხორციელდება ვითარების გასაუმჯობესებლად. ბოლო თვეებია, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა სადამსჯელო ხელისუფლებად, სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ბრუტალურ კანონებს გამოსცემს, აპატიმრებს, სჯის, აჯარიმებს. ქვეყანაში არაფერი ხდება ნეგატიური მოვლენების გარდა. არ ვფიქრობ, რომ ვინც რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, მენეჯმენტში დაეხმარება „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიჟვაძეს თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც სანქცირებულია, იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჯიბრში უდგას დასავლეთს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ავტორიტარიზმის აღზევებას და გაძლიერებას აკრიტიკებს.

„ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და იდეოლოგების განცხადებებს. თითქოს, „ქართული ოცნება“ ჯიბრში უდგას დასავლეთს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ავტორიტარიზმის აღზევებას და გაძლიერებას აკრიტიკებს. კრიტიკა წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ვხედავთ, რომ ყველა ასეთ წინააღმდეგობას, შიგნით თუ გარეთ „ქართული ოცნება“ კი არ იღებს ობიექტურ კრიტიკად, იღებს როგორც გამოწვევას და ცდილობს უპასუხოს ხისტი რეაქციით. როდესაც დიდმა ბრიტანეთმა სანქცია დაუწესა შს მინისტრს, რამდენიმე დღის შემდეგ დააწინაურეს, ორდენიც გადასცეს. ეს შეჯიბრება დასავლურ, ცივილიზებულ ქვეყნებსა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ ხელისუფლებას შორის გრძელდება. კარიკატურულ ფორმას იღებს, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

  • რაც შეეხება საკადრო ცვლილებას საქართველოს მთავრობაში, მათ შორის რეგიონული განვითარების მინისტრად სუს-ის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყვანას, კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ლილუაშვილის ამ ფლანგზე გადასროლა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება“.

"ჩემი აზრით, ამ საკადრო ცვლილების ძირითადი შინაარსი დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, რეგიონებთან, მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან. მუნიციპალიტეტების დონეზე ხდება ხელისუფლების დაკომპლექტება. ძალიან მნიშვნელოვანია სუსი შევიდეს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ყველაზე უფრო მცირე საარჩევნო ერთეულებში. ვფიქრობ, ლილუაშვილის ამ ფლანგზე გადასროლა უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, ხელისუფლების მხრიდან თავის დაზღვევას, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ დაკარგონ ძალაუფლება, თუნდაც იმ ფონზე, რომ არ არის ნათელი ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

გარდა ამისა, მან ოპოზიციასა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შორის კოორდინაციაზეც ისაუბრა. როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, „ოპოზიციურ ფლანგზე კრიზისია“, ვხედავთ უკუსვლებს, განხეთქილების და ბზარების გაღრმავებას“.

„ეს კრიზისი ეხება იმას, რომ არ არსებობს ინოვაციური პროექტები, ან იდეები. არ არსებობს სოლიდარობა ოპოზიციურ ფლანგზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თანხმობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის შესაძლოა არსებობდეს. აქამდე ოპოზიცია ახერხებდა სალომე ზურაბიშვილის გარშემო გამაერთიანებლებით ყოფილიყო - ეს იყო პარლამენტში არ შესვლა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, ახალი არჩევნები...ჯერ არ ჩანს, რომ ამ მიმართულებით განხეთქილებაა, მაგრამ ფაქტია, ოპოზიციურმა პარტიებმა წინ ვერ წაიწიეს სოლიდარობის გზაზე . ვხედავთ უკუსვლებსაც, განხეთქილების თუ ბზარების გაღრმავებას. ეს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში მათ მიმართ იმედგაცრუებას ზრდის“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ „წინააღმდეგობის კომიტეტზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ვინაიდან „ფაქტია რომ აქ მას უჭირს“.

„მე ნიჰილიზმს ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ პლატფორმასთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებდი. ვხედავთ შედეგებს, რაც სალომე ზურაბიშვილის და პლატფორმის პოლიტიკურმა აქტიურობამ მოიტანა. ეს შესაძლოა საქართველოს შიგნით ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საქართველოში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ჩვენი საგარეო პარტნიორების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მონაწილეობით, მხოლოდ წარმატებას აღწევს ოპოზიციური ფლანგი. ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა ლეგიტიმაციის ნასახიც კი. ამ დელეგიტიმაციის ფერხულში ჩაერთო აშშ, სახელმწიფო დეპარტამენტი. აქ რომ არ დაინახო ზურაბიშვილის ან ოპოზიციური პარტიების ლიდერების როლი იქნება უმადურობა. ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციურ ფლანგზე წინ წასვლის, ან წინააღმდეგობის მოძრაობას მეტი რესურსი არ აქვს. ამ შთაბეჭდილებას თითქოს აქარწყლებს მისი ბოლო დღეებში გააქტიურებული პოზიციები, მისი აქტიურობა, შეხვედრები. თუ ზურაბიშვილი შეძლებს გარედან გააღრმაოს ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნების“ დელიგიმიტაციის პროცესი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პოტენცია კიდევ აქვს დარჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა ის პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ფაქტია აქ მას უჭირს. ზურაბიშვილის ჩართულობის საწინააღმდეგო განცხადებების მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან. თუ ზურაბიშვილი არ იქნება, ის უნდა ჩანაცვლდეს. ზურაბიშვილის ადგილზე ვერ გაჩნდება თეთრი ადგილი, სიცარიელე. თუ სიცარიელე გაჩნდება, ეს იქნება უკუსვლა და არა წარმატება ოპოზიციურ სცენაზე“,- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.