პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა" - ირაკლი ფავლენიშვილი რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლაზე
"ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა" - ირაკლი ფავლენიშვილი რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლაზე

ამ ხალ­ხს არა­ვინ არ ეკი­თხე­ბა - ვინ რო­დის რა თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს, თუ [რა თა­ნამ­დე­ბო­ბას] და­ტო­ვებს - ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­სი ნე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ იღე­ბენ.

"სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხალ­ხს არა­ვინ არ ეკი­თხე­ბა - ვინ რო­დის რა თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს, თუ [რა თა­ნამ­დე­ბო­ბას] და­ტო­ვებს. არა­ერ­თი ასე­თი ფაქ­ტი ვი­ცით, ამი­ტო­მაც ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დო­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზე­ზებს, ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა შიდა ბრძო­ლე­ბი მი­დის „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ და რისი „კლა­ნი“ ვი­სას სჯობ­ნის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ქვე­ყა­ნა გა­და­სარ­ჩე­ნია და მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ქვეყ­ნის­თვის მა­ინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­ჩე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პუ­ტი­ნის ინ­სტრუქ­ცი­ებს ას­რუ­ლებს და პუ­ტი­ნის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია. კო­ბა­ხი­ძის, რიჟ­ვა­ძის, სხვი­სი თუ ვისი „კლა­ნი“ იმ­ძლავ­რებს, ნამ­დვი­ლად პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა" - ირაკლი ფავლენიშვილი რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლაზე

"ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა" - ირაკლი ფავლენიშვილი რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლაზე

ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს - ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე იქნებოდა მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

  • მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თავისი ნებით თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებენ.

"სამწუხაროდ, ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს. არაერთი ასეთი ფაქტი ვიცით, ამიტომაც ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა.

რაც შეეხება მიზეზებს, ნამდვილად არ მაინტერესებს, რა შიდა ბრძოლები მიდის „ქართულ ოცნებაში“ და რისი „კლანი“ ვისას სჯობნის. სინამდვილეში, ქვეყანა გადასარჩენია და მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის მაინც ბიძინა ივანიშვილი დარჩება. ბიძინა ივანიშვილი პუტინის ინსტრუქციებს ასრულებს და პუტინის ინსტრუქციები და ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. კობახიძის, რიჟვაძის, სხვისი თუ ვისი „კლანი“ იმძლავრებს, ნამდვილად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.