მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლონეთში ცხოვრობდა, მისი ტელეფონი კი ბელარუსში იპოვეს" - ბელარუსი აქტივისტის, ანჟელიკა მელნიკოვას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი: რა დეტალებზე წერს მედია?
"პოლონეთში ცხოვრობდა, მისი ტელეფონი კი ბელარუსში იპოვეს" - ბელარუსი აქტივისტის, ანჟელიკა მელნიკოვას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი: რა დეტალებზე წერს მედია?

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია უც­ნო­ბია ბე­ლა­რუ­სის ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სპი­კე­რის, პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ან­ჟე­ლი­კა მელ­ნი­კო­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მას­თან კავ­ში­რი 25 მარტს გა­წყდა და ქალი მას შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია.

რო­გორც ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, პა­ველ ლა­ტუშ­კომ გა­ნა­ცხა­და, პო­ლო­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მელ­ნი­კო­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ვერ და­ად­გი­ნეს და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ვერ­სია არ აქვთ.

პო­ლი­ცი­ას ან­ჟე­ლი­კას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ 27 მარტს სწო­რედ ლა­ტუშ­კომ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რად­გან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლე­გას ვერ უკავ­შირ­დე­ბო­და.

მისი თქმით, მელ­ნი­კო­ვას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს, თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ აქ­ტი­ვის­ტი, რო­მელ­მაც სამ­შობ­ლო 2020 წელს და­ტო­ვა, ბე­ლა­რუს­ში დაბ­რუნ­და.

რამ­დე­ნი­მე წყა­რო ამ­ბობს, რომ მელ­ნი­კო­ვა ვარ­შა­ვი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა.

  • ლა­ტუშ­კოს ცნო­ბით, მელ­ნი­კო­ვას ყო­ფი­ლი ქმა­რი პო­ლო­ნე­თი­დან ბე­ლა­რუს­ში ავ­ტო­ბუ­სით 23 მარტს გა­ემ­გზავ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ გა­მო­ცე­მა Zerkalo-ს ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა უთხრა, რომ მან ნახა მელ­ნი­კო­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე წყვი­ლის ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნი­ას­ვიჟ­ში.

მელ­ნი­კო­ვას ერთ-ერ­თმა ნაც­ნობ­მა, რომ­ლის სა­ხელ­საც მე­დია უსაფრ­თხო­ე­ბის გამო არ ასა­ჯა­რო­ებს, "ევ­რო­რა­დი­ოს" უთხრა, რომ აქ­ტი­ვის­ტი ბე­ლა­რუს­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებ­და.

"ის გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და გა­აფრ­თხი­ლებ­და ვინ­მეს ახლო წრი­დან, რომ მა­გა­ლი­თად, შვე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დის ან რა­ი­მე სხვა გეგ­მე­ბი აქვს, მაგ­რამ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რო­ბა - ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ეს არ ჰგავს ან­ჟე­ლი­კას ქცე­ვას", - ამ­ბობს მელ­ნი­კო­ვას მე­გო­ბა­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"პოლონეთში ცხოვრობდა, მისი ტელეფონი კი ბელარუსში იპოვეს" - ბელარუსი აქტივისტის, ანჟელიკა მელნიკოვას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი: რა დეტალებზე წერს მედია?

"პოლონეთში ცხოვრობდა, მისი ტელეფონი კი ბელარუსში იპოვეს" - ბელარუსი აქტივისტის, ანჟელიკა მელნიკოვას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი: რა დეტალებზე წერს მედია?

უკვე ერთ კვირაზე მეტია უცნობია ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკოორდინაციო საბჭოს სპიკერის, პოლონეთში მცხოვრები ანჟელიკა მელნიკოვას ადგილსამყოფელი. მასთან კავშირი 25 მარტს გაწყდა და ქალი მას შემდეგ გაუჩინარებულია.

როგორც ყოფილმა დიპლომატმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პაველ ლატუშკომ განაცხადა, პოლონელმა სამართალდამცველებმა მელნიკოვას ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს და სამართალდამცველებს მისი გაუჩინარების მიზეზების პრიორიტეტული ვერსია არ აქვთ.

პოლიციას ანჟელიკას გაუჩინარების შესახებ 27 მარტს სწორედ ლატუშკომ შეატყობინა, რადგან ორი დღის განმავლობაში კოლეგას ვერ უკავშირდებოდა.

მისი თქმით, მელნიკოვას მობილური ტელეფონი ბელარუსის ტერიტორიაზე იპოვეს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ აქტივისტი, რომელმაც სამშობლო 2020 წელს დატოვა, ბელარუსში დაბრუნდა.

რამდენიმე წყარო ამბობს, რომ მელნიკოვა ვარშავიდან დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.

  • ლატუშკოს ცნობით, მელნიკოვას ყოფილი ქმარი პოლონეთიდან ბელარუსში ავტობუსით 23 მარტს გაემგზავრა. აღსანიშნავია ასევე, რომ გამოცემა Zerkalo-ს ერთ-ერთმა მკითხველმა უთხრა, რომ მან ნახა მელნიკოვას ყოფილი მეუღლე წყვილის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მის მშობლიურ ქალაქ ნიასვიჟში.

მელნიკოვას ერთ-ერთმა ნაცნობმა, რომლის სახელსაც მედია უსაფრთხოების გამო არ ასაჯაროებს, "ევრორადიოს" უთხრა, რომ აქტივისტი ბელარუსში დაბრუნებას არ აპირებდა.

"ის გონიერი ადამიანია და გააფრთხილებდა ვინმეს ახლო წრიდან, რომ მაგალითად, შვებულებაში მიდის ან რაიმე სხვა გეგმები აქვს, მაგრამ ასე მოულოდნელად გაქრობა - ნაკლებად სავარაუდოა. ეს არ ჰგავს ანჟელიკას ქცევას", - ამბობს მელნიკოვას მეგობარი.