საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ... ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ" - ილონ მასკის მამა ამბობს, რომ პუტინის თაყვანისმცემელია
"სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ... ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ" - ილონ მასკის მამა ამბობს, რომ პუტინის თაყვანისმცემელია

ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის და აშშ-ის "მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ილონ მას­კის მამა, ერო­ლი ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნით. ამის შე­სა­ხებ ეროლ მასკმა BBC News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

  • "ვფიქ­რობ, რო­გორც ოჯა­ხი, ჩვენ ცო­ტა­თი მა­ინც ვა­ფა­სებთ ბა­ტონ პუ­ტინს. სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბა არ აღ­ფრთო­ვან­დეთ პუ­ტი­ნით, რად­გან ის ყო­ველ­თვის მშვი­დია. მე ვუს­მენ მის გა­მოს­ვლებს, ის ამ­ბობს ლო­გი­კურ რა­ღა­ცებს.

თუ თქვენ შე­ა­ფა­სებთ მას, რო­გორც მა­მა­კაცს, ძა­ლი­ან ძნე­ლია, არ იგ­რძნოთ აღ­ტა­ცე­ბა ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნის მი­მართ", - თქვა ეროლ მასკმა.

ერო­ლის თქმით, პუ­ტი­ნი მის­თვის ძლი­ე­რი ლი­დე­რის მა­გა­ლი­თია, რომ­ლის ნდო­ბაც შე­იძ­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ილონ მას­კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ამე­რი­კის მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, აცხა­დებს, რომ თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას ამ დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ის­ში და­ას­რუ­ლებს. გარ­და ამი­სა, მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მას­კის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის გამო სულ უფრო მზარ­დია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და ზო­გი­ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი მას "პო­ლი­ტი­კურ ტვირ­თად" გა­ნი­ხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ... ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ" - ილონ მასკის მამა ამბობს, რომ პუტინის თაყვანისმცემელია

"სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ... ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ" - ილონ მასკის მამა ამბობს, რომ პუტინის თაყვანისმცემელია

ამერიკელი მილიარდერის და აშშ-ის "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის" ხელმძღვანელის, ილონ მასკის მამა, ეროლი ამბობს, რომ მისი ოჯახი აღფრთოვანებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით. ამის შესახებ ეროლ მასკმა BBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

  • "ვფიქრობ, როგორც ოჯახი, ჩვენ ცოტათი მაინც ვაფასებთ ბატონ პუტინს. სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ პუტინით, რადგან ის ყოველთვის მშვიდია. მე ვუსმენ მის გამოსვლებს, ის ამბობს ლოგიკურ რაღაცებს.

თუ თქვენ შეაფასებთ მას, როგორც მამაკაცს, ძალიან ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ", - თქვა ეროლ მასკმა.

ეროლის თქმით, პუტინი მისთვის ძლიერი ლიდერის მაგალითია, რომლის ნდობაც შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი, რომელიც ამჟამად ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ თავის საქმიანობას ამ დეპარტამენტში სავარაუდოდ, მაისში დაასრულებს. გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასკის არაპროგნოზირებადობის გამო სულ უფრო მზარდია უკმაყოფილება ტრამპის ადმინისტრაციაში და ზოგიერთი ოფიციალური პირი მას "პოლიტიკურ ტვირთად" განიხილავს.