პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკულ ურთიერთობებს უკრძალავს
აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკულ ურთიერთობებს უკრძალავს

აშშ ჩი­ნეთ­ში მყოფ ამე­რი­კელ სამ­თავ­რო­ბო პერ­სო­ნალს ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან "რო­მან­ტი­კულ და სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს“ უკ­რძა­ლავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Associated Press-ი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე ოთხ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა ჩი­ნეთ­ში მყოფ ამე­რი­კელ სამ­თავ­რო­ბო პერ­სო­ნალ­ზე, ასე­ვე, მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებ­სა და კონ­ტრაქ­ტო­რებ­ზე, რომ­ლებ­საც წვდო­მა აქვთ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩი­ნეთ­ში აშშ-ის ყო­ფილ­მა ელჩმა, ნი­კო­ლას ბერნსმა 2025 წლის იან­ვარ­ში მი­ი­ღო, ცოტა ხნით ადრე, სა­ნამ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უფრო შე­ზღუ­დუ­ლი ვერ­სია გა­სულ ზა­ფხულს ამოქ­მედ­და და ის ამე­რი­კელ პერ­სო­ნალს “რო­მან­ტი­კულ და სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს” უკ­რძა­ლავ­და ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც დაც­ვად ან სხვა დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლად მუ­შა­ო­ბენ ჩი­ნეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში ან აშშ-ის ხუთ სა­კონ­სუ­ლო­ში. თუმ­ცა ბერნსმა აკ­რძალ­ვა გა­ა­ფარ­თო­ვა 2025 წლის იან­ვარ­ში, დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე.

Associated Press -ი აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს გა­ერ­კვი­ათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ გან­სა­ზღვრავს ფრა­ზას “რო­მან­ტი­კუ­ლი ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკულ ურთიერთობებს უკრძალავს

აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკულ ურთიერთობებს უკრძალავს

აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან "რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს“ უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციის მქონე ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ვრცელდება ჩინეთში მყოფ ამერიკელ სამთავრობო პერსონალზე, ასევე, მათი ოჯახების წევრებსა და კონტრაქტორებზე, რომლებსაც წვდომა აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე. გადაწყვეტილება ჩინეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა 2025 წლის იანვარში მიიღო, ცოტა ხნით ადრე, სანამ თანამდებობას დატოვებდა.

აღინიშნება, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების უფრო შეზღუდული ვერსია გასულ ზაფხულს ამოქმედდა და ის ამერიკელ პერსონალს “რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს” უკრძალავდა ჩინეთის მოქალაქეებთან, რომლებიც დაცვად ან სხვა დამხმარე პერსონალად მუშაობენ ჩინეთში აშშ-ის საელჩოში ან აშშ-ის ხუთ საკონსულოში. თუმცა ბერნსმა აკრძალვა გააფართოვა 2025 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე.

Associated Press -ი აღნიშნავს, რომ მათ ვერ მოახერხეს გაერკვიათ გადაწყვეტილება კონკრეტულად როგორ განსაზღვრავს ფრაზას “რომანტიკული ან სექსუალური ურთიერთობები”.