საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა“ - მარკო რუბიო
“ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა“ - მარკო რუბიო

“ჩვენ ნატო-ში ვრჩე­ბით, დო­ნალდ ტრამპმა ეს ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და“, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, მარ­კო რუ­ბი­ომ ბრი­უ­სელ­ში, ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

„აშშ ნატო-შია და აქ­ტი­უ­რია ისე, რო­გორც არას­დროს. ჩვენ ნატო-ში ვრჩე­ბით, ეს მან ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და“, - აღ­ნიშ­ნა მარ­კო რუ­ბი­ომ.

მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ ნატო „უფრო ძლი­ე­რი და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი იყოს, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ში უფრო მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს“.

„ტრამ­პი ნატო-ს წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის. ის ისე­თი ნატო-ს წი­ნა­აღ­მდე­გია, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც სა­ჭი­როა იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რომ­ლებ­საც წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აკის­რებს. არა­ვის აქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ თქვენ ამის გა­კე­თე­ბას ერთ ან ორ წე­ლი­წად­ში შეძ­ლებთ, მაგ­რამ ამის მი­საღ­წე­ვი გზა რე­ა­ლუ­რი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს ბრი­უ­სელ­ში ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ხვალ, 4 აპ­რილს დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

“ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა“ - მარკო რუბიო

“ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა“ - მარკო რუბიო

“ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„აშშ ნატო-შია და აქტიურია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, ეს მან ნათლად განაცხადა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ ნატო „უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი იყოს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაში უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს“.

„ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგი არ არის. ის ისეთი ნატო-ს წინააღმდეგია, რომელსაც არ გააჩნია ის შესაძლებლობები, რაც საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც წევრ სახელმწიფოებს ხელშეკრულება აკისრებს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ამის გაკეთებას ერთ ან ორ წელიწადში შეძლებთ, მაგრამ ამის მისაღწევი გზა რეალური უნდა იყოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ხვალ, 4 აპრილს დასრულდება.