მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა ესტუმროთ 10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობას? - სიახლეები "პალიტრა L-ისგან"
რატომ უნდა ესტუმროთ 10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობას? - სიახლეები "პალიტრა L-ისგან"

თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა და თუ შე­სა­ძე­ნი წიგ­ნე­ბის სია ჯერ არ შე­გიდ­გე­ნი­ათ, ამა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 10-13 აპ­რილს „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო „პა­ლიტ­რა L-ის“ სტენ­დი სტუმ­რებს 11:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე უმას­პინ­ძლებს. გა­მომ­ცემ­ლო­ბის კუ­თხე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს მხო­ლოდ აპ­რილ­ში გა­მარ­თულ წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე, ხოლო მა­ი­სის თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი აღარ იქ­ნე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­ტუმ­რონ წიგ­ნის ბაზ­რო­ბას და გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნონ, ისარ­გებ­ლონ მათი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით და მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რე­ბი.

წიგ­ნის ბაზ­რო­ბის­თვის „პა­ლიტ­რა L“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზა­და. 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაზ­რო­ბის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ისარ­გებ­ლონ 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სე­რი­ის გა­მო­ცე­მებ­ზე. ფას­დაკ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მკი­თხვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ წიგ­ნებს: მხატ­ვრუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სა­ბავ­შვო და სხვა.

ასე­ვე, „პა­ლიტ­რა L-ის“ სტენდთან წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა „დის­ნე­ის“ გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ პა­ტა­რებს. სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, შე­ი­ძი­ნონ ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ახა­ლი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ასე­ვე ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი: თოვ­ლის გუნ­და, ბას­ტი და სხვა.

წიგ­ნის ბაზ­რო­ბის სტუმ­რებს 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, შეხ­ვდნენ 20 თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორს და ჩა­ერ­თონ დის­კუ­სი­ა­ში.

„პა­ლიტ­რა L-ი“ გთა­ვა­ზობთ 5 წიგნს, რო­მე­ლიც არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას გა­გი­მარ­ტი­ვებთ:

1. შერ­ლი - შარ­ლოტ ბრონ­ტე

შერ­ლის შარ­ლოტ ბრონ­ტე უმ­ძი­მეს დრო­სა და გა­რე­მო­ში წერ­და – მისი ძმა და ორი და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­ი­წი­რა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­მა. რო­მა­ნი 1849 წელს გა­მო­ი­ცა ფსევ­დო­ნი­მით კარ­ერ ბელი. ეს არის შარ­ლოტ ბრონ­ტეს ყვე­ლა­ზე „მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი“ ნა­წარ­მო­ე­ბი, შე­ზა­ვე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი გო­ტი­კუ­რი და დე­ტექ­ტი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით. ეს არის რო­მა­ნი ორ ძლი­ერ ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე – ღა­რიბ და ობოლ ქე­რო­ლა­ინ­ზე, რო­მელ­საც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს მდი­და­რი ფაბ­რი­კან­ტი რო­ბერტ მური, და მის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­ზე, მდი­დარ, ლა­მაზ და თავ­ნე­ბა შერ­ლი­ზე, რო­მელ­საც რო­ბერტ მუ­რის ძმა, მო­რი­დე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გუ­ვერ­ნან­ტი ლუი უყ­ვარს. რო­გორ დას­ძლე­ვენ მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ანთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ხავ­სმო­კი­დე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და ცრურ­წმე­ნებს, ამ სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­ში შე­ი­ტყობთ.

მთარ­გმნე­ლი: ლე­ვან ინა­სა­რი­ძე

2. და ყო­ველ დი­ლით სულ უფრო გრძელ­დე­ბა გზა ში­ნის­კენ - ფრე­დე­რიკ ბაკ­მა­ნი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შვე­დი მწერ­ლის, ფრედ­რიკ ბაკ­მა­ნის ტექსტს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ერთხე­ლაც დგე­ბა დღე, როცა უნდა წახ­ვი­დე, მა­ნამ­დე კი მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, სევ­და­ნა­რე­ვი სი­ხა­რუ­ლით გახ­სე­ნე­ბა იმი­სა, ვინც ან რაც გიყ­ვარ­და და და­უნ­დო­ბელ­მა დრომ წა­ი­ღო. გახ­სე­ნე­ბა იმი­სა, თუ რო­გორ გიყ­ვარ­და სამ­ყა­რო, ქალი, რო­მელ­მაც ვაჟი, მან კი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი – ნო­ა­ნოა გა­ჩუ­ქა, გო­ნი­ე­რი ბიჭი, რო­მელ­საც ბა­ბუ­ა­სა­ვით უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა, უამ­რავ კი­თხვას სვამს და ბა­ბუ­ის­გან სწორ პა­სუ­ხებ­საც იღებს. ვი­საც ცხოვ­რე­ბა ეჩ­ქა­რე­ბა, ის გან­შო­რე­ბას აჩ­ქა­რებ­სო, ეუბ­ნე­ბო­და ბე­ბია ნოას. არა­და, რო­გორ არ უნდა იჩ­ქა­რო?! ხომ უნდა უთხრა შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან გიყ­ვარ­და, მაგ­რამ ამის სათ­ქმე­ლად ხში­რად დრო არ გქონ­და! დიახ, სი­ბე­რე მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, მძაფ­რი სურ­ვი­ლი იმი­სა, ბოლო წუ­თამ­დე გახ­სოვ­დეს, ვინც და რაც გიყ­ვარ­და; სი­ბე­რე კი­დევ ერთი სი­ხა­რუ­ლია, რომ სა­ნამ კოს­მოს­ში წახ­ვალ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შენ გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან.

მთარ­გმნე­ლი: პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე

3. CEO-ს დღი­უ­რი - სტი­ვენ ბარტლე­ტი

ეს წიგ­ნი ბიზ­ნე­სის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ არ არის. სტრა­ტე­გია წლის სე­ზო­ნე­ბის მსგავ­სად იც­ვლე­ბა. ამ წიგნ­ში ბევ­რად უფრო მდგრად ცნე­ბებ­ზე ვიმ­სჯე­ლებთ. ჩემი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბი­სა თუ მარ­ცხის სა­თა­ვე, რო­გორც ჩემი ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის, ისე ათა­სო­ბით ინ­ტერ­ვი­უს ჩა­ტა­რე­ბის დროს, პრინ­ცი­პე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ეს პრინ­ცი­პე­ბი გა­უძ­ლებს დროს, ნე­ბის­მი­ერ ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­გად­გე­ბათ და მო­ერ­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ამო­ცა­ნებს, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა სურს და უნდა თა­ვა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­დეს. ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი წე­სე­ბი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის გა­რან­ტი­ას მოგ­ცემთ. ეს წე­სე­ბი ეფუძ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ქცე­ვით მეც­ნი­ე­რე­ბას, ჩემი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შე­დე­გებს ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­თან ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე, ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­სა და პრო­ფე­სი­ა­ში და, რაღა თქმა უნდა, ჩემი სა­ავ­ტო­რო პოდ­კას­ტის ჩა­ნა­წე­რებს - სა­უბ­რებს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და შთა­მა­გო­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს წე­სე­ბი დღე­საც იმუ­შა­ვებს და ასი წლის შემ­დე­გაც“, – წერს წიგ­ნის ავ­ტო­რი სტი­ვენ ბარტლე­ტი.

მთარ­გმნე­ლი: გი­ორ­გი დო­ლი­ძე

4. იცხოვ­რე, რო­გორც ქალღმერ­თმა - ჯინ მინ­გი­სი

ეს ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სიბ­რძნით, სიძ­ლი­ე­რი­თა და შე­უ­პოვ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ოსა­ნი, იო­რუ­ბას სიყ­ვა­რუ­ლის ქალღმერ­თი. ის ყო­ველ­თვის და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მათ, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ქა­ლე­ბი სუს­ტე­ბი არი­ან. რი­ა­ნო­ნი, ფე­რი­ე­ბის დე­დო­ფა­ლი უელ­სი­დან. ის არას­დროს მის­ცემს სხვას უფ­ლე­ბას მის ნაც­ვლად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არა­ვის მის­ცემს თა­ვი­სი გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის უფ­ლე­ბას. ფრე­ია, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ომის სკან­დი­ნა­ვი­ე­ლი ქალღმერ­თი. ის არ ეგუ­ე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ნორ­მებ­სა და ზე­წო­ლას, და ყო­ველ­თვის უწე­სებს სხვებს სა­ზღვრებს. ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ის­ტო­რი­ამ და­ი­ვი­წყა, მაგ­რამ თა­ვად არას­დროს და­ი­ვი­წყე­ბენ საყ­ვა­რელ ქმნი­ლე­ბებს, ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - გო­გო­ნებს, და ყო­ველ­თვის შე­ახ­სე­ნე­ბენ, რო­გორ და­იც­ვან თავი, რო­გორ გა­უმკლავ­დნენ გა­მოწ­ვე­ვებს და რაც მთა­ვა­რია - რო­გორ ირ­წმუ­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის.

მთარ­გმნე­ლი: სოფო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი

5. შე­ცო­დე­ბა­ნი - ლუიზ კე­ნე­დი

ლუის კე­ნე­დის „შე­ცო­დე­ბა­ნი“ არის წიგ­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა სურთ „არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ“ დრო­ე­ბა­ში. მთა­ვა­რი გმი­რი, კუშ­ლა ლა­ვე­რი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. მისი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დგე­ბა მას შემ­დეგ, რაც ერთ სა­ღა­მოს, პაბ­ში, ბელ­ფას­ტელ ცო­ლი­ან მა­მა­კაცს ხვდე­ბა და, შე­დე­გად, სულ უფრო მე­ტად ეფ­ლო­ბა იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი აქვს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა კი ხში­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. „მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რას აკე­თებ, – უთხრა მა­იკლმა კუშ­ლას, – მთა­ვა­რია, ვინ ხარ“. და შემ­დეგ, მკი­თხვე­ლი ხე­დავს, რომ მთე­ლი თხრო­ბა ამ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას ეხე­ბა – რე­ა­ლის­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ თე­მას, ქმე­დე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის შე­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც წიგნ­ში სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. რა ფა­სად უჯ­დე­ბა წყვილს აკ­რძა­ლუ­ლი კავ­ში­რი? ანდა რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც „ვინ ხარ“ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე „რას აკე­თებ?“

მთარ­გმნე­ლი: ნა­თია ჩუ­ბი­ნი­ძე

არ გა­მო­ტოვთ თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა, ეს­ტუმ­რეთ 10-13 აპ­რილს ეს­ტუმ­რეთ „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ და გა­ნა­ახ­ლეთ თქვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

R

ავტორი:

რატომ უნდა ესტუმროთ 10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობას? - სიახლეები "პალიტრა L-ისგან"

რატომ უნდა ესტუმროთ 10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობას? - სიახლეები "პალიტრა L-ისგან"

თბილისის წიგნის ბაზრობამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და თუ შესაძენი წიგნების სია ჯერ არ შეგიდგენიათ, ამაში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

ღონისძიება 10-13 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება, ხოლო „პალიტრა L-ის“ სტენდი სტუმრებს 11:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. გამომცემლობის კუთხეში წარმოდგენილი იქნება ყველა ასაკისა და გემოვნებაზე მორგებული ლიტერატურა.

აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ აპრილში გამართულ წიგნის ბაზრობაზე, ხოლო მაისის თბილისის წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი აღარ იქნება.

შესაბამისად, ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ აპრილის დასაწყისში, 4 დღის განმავლობაში ესტუმრონ წიგნის ბაზრობას და გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ სიახლეებს გაეცნონ, ისარგებლონ მათი შეთავაზებებით და მიიღონ საჩუქრები.

წიგნის ბაზრობისთვის „პალიტრა L“ განსაკუთრებულად მოემზადა. 4 დღის განმავლობაში ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ 70%-მდე ფასდაკლებით სხვადასხვა სერიის გამოცემებზე. ფასდაკლება შეეხება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის განკუთვნილ წიგნებს: მხატვრული, პროფესიული, შემეცნებითი, საბავშვო და სხვა.

ასევე, „პალიტრა L-ის“ სტენდთან წარმოდგენილი იქნება „დისნეის“ გამოცემები, რომლებიც განსაკუთრებულად უყვართ პატარებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ჭაბუა ამირეჯიბის ახალი სერიის ფარგლებში შექმნილი აქსესუარები, ასევე ყველასთვის საყვარელი სათამაშოები: თოვლის გუნდა, ბასტი და სხვა.

წიგნის ბაზრობის სტუმრებს 4 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ 20 თანამედროვე ავტორს და ჩაერთონ დისკუსიაში.

„პალიტრა L-ი“ გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ:

1. შერლი - შარლოტ ბრონტე

შერლის შარლოტ ბრონტე უმძიმეს დროსა და გარემოში წერდა – მისი ძმა და ორი და სწორედ იმ პერიოდში შეიწირა ტუბერკულოზმა. რომანი 1849 წელს გამოიცა ფსევდონიმით კარერ ბელი. ეს არის შარლოტ ბრონტეს ყველაზე „მძაფრსიუჟეტიანი“ ნაწარმოები, შეზავებული კლასიკური გოტიკური და დეტექტიური მოტივებით. ეს არის რომანი ორ ძლიერ ახალგაზრდა ქალზე – ღარიბ და ობოლ ქეროლაინზე, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მდიდარი ფაბრიკანტი რობერტ მური, და მის საუკეთესო მეგობარზე, მდიდარ, ლამაზ და თავნება შერლიზე, რომელსაც რობერტ მურის ძმა, მორიდებული და განათლებული გუვერნანტი ლუი უყვარს. როგორ დასძლევენ მეგობრები თავიანთ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ხავსმოკიდებულ შეხედულებებსა და ცრურწმენებს, ამ საინტერესო რომანში შეიტყობთ.

მთარგმნელი: ლევან ინასარიძე

2. და ყოველ დილით სულ უფრო გრძელდება გზა შინისკენ - ფრედერიკ ბაკმანი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი მწერლის, ფრედრიკ ბაკმანის ტექსტს თუ დავუჯერებთ, ერთხელაც დგება დღე, როცა უნდა წახვიდე, მანამდე კი მოგონებების დროა, სევდანარევი სიხარულით გახსენება იმისა, ვინც ან რაც გიყვარდა და დაუნდობელმა დრომ წაიღო. გახსენება იმისა, თუ როგორ გიყვარდა სამყარო, ქალი, რომელმაც ვაჟი, მან კი საყვარელი შვილიშვილი – ნოანოა გაჩუქა, გონიერი ბიჭი, რომელსაც ბაბუასავით უყვარს მათემატიკა, უამრავ კითხვას სვამს და ბაბუისგან სწორ პასუხებსაც იღებს. ვისაც ცხოვრება ეჩქარება, ის განშორებას აჩქარებსო, ეუბნებოდა ბებია ნოას. არადა, როგორ არ უნდა იჩქარო?! ხომ უნდა უთხრა შენს საყვარელ ადამიანებს, რომ ყველა ძალიან გიყვარდა, მაგრამ ამის სათქმელად ხშირად დრო არ გქონდა! დიახ, სიბერე მოგონებების დროა, მძაფრი სურვილი იმისა, ბოლო წუთამდე გახსოვდეს, ვინც და რაც გიყვარდა; სიბერე კიდევ ერთი სიხარულია, რომ სანამ კოსმოსში წახვალ, საყვარელი ადამიანები შენ გვერდით იქნებიან.

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე

3. CEO-ს დღიური - სტივენ ბარტლეტი

ეს წიგნი ბიზნესის სტრატეგიის შესახებ არ არის. სტრატეგია წლის სეზონების მსგავსად იცვლება. ამ წიგნში ბევრად უფრო მდგრად ცნებებზე ვიმსჯელებთ. ჩემი ყველა წარმატებისა თუ მარცხის სათავე, როგორც ჩემი ანტრეპრენერული მოგზაურობის, ისე ათასობით ინტერვიუს ჩატარების დროს, პრინციპების ერთობლიობაა. ეს პრინციპები გაუძლებს დროს, ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოგადგებათ და მოერგება ნებისმიერი ადამიანის ამოცანებს, რომელსაც მნიშვნელოვანი საქმეების კეთება სურს და უნდა თავადაც გამორჩეული გახდეს. ეს ფუნდამენტური წესები სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარანტიას მოგცემთ. ეს წესები ეფუძნება ფსიქოლოგიასა და ქცევით მეცნიერებას, ჩემი ინტერვიუების შედეგებს ათეულათასობით ადამიანთან ყველა კონტინენტზე, ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და პროფესიაში და, რაღა თქმა უნდა, ჩემი საავტორო პოდკასტის ჩანაწერებს - საუბრებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და შთამაგონებელ ადამიანებთან. ეს წესები დღესაც იმუშავებს და ასი წლის შემდეგაც“, – წერს წიგნის ავტორი სტივენ ბარტლეტი.

მთარგმნელი: გიორგი დოლიძე

4. იცხოვრე, როგორც ქალღმერთმა - ჯინ მინგისი

ეს ლეგენდარული ქალბატონები სიბრძნით, სიძლიერითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან. ოსანი, იორუბას სიყვარულის ქალღმერთი. ის ყოველთვის დაუპირისპირდება მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქალები სუსტები არიან. რიანონი, ფერიების დედოფალი უელსიდან. ის არასდროს მისცემს სხვას უფლებას მის ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები, არავის მისცემს თავისი გულისა და გონების გაკონტროლების უფლებას. ფრეია, სიყვარულისა და ომის სკანდინავიელი ქალღმერთი. ის არ ეგუება საზოგადოებრივ ნორმებსა და ზეწოლას, და ყოველთვის უწესებს სხვებს საზღვრებს. ეს ქალბატონები ისტორიამ დაივიწყა, მაგრამ თავად არასდროს დაივიწყებენ საყვარელ ქმნილებებს, ადამიანებს, განსაკუთრებით კი - გოგონებს, და ყოველთვის შეახსენებენ, როგორ დაიცვან თავი, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს და რაც მთავარია - როგორ ირწმუნონ საკუთარი თავების.

მთარგმნელი: სოფო ჩერქეზიშვილი

5. შეცოდებანი - ლუიზ კენედი

ლუის კენედის „შეცოდებანი“ არის წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება სურთ „არაჩვეულებრივ“ დროებაში. მთავარი გმირი, კუშლა ლავერი, ახალგაზრდა ქალია, რომელიც ირლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც ერთ საღამოს, პაბში, ბელფასტელ ცოლიან მამაკაცს ხვდება და, შედეგად, სულ უფრო მეტად ეფლობა იმ რეალობაში, სადაც სიყვარულს საზღვრები აქვს, ინდივიდუალური სურვილები და სოციალური რეალობა კი ხშირად შეუთავსებელია. „მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებ, – უთხრა მაიკლმა კუშლას, – მთავარია, ვინ ხარ“. და შემდეგ, მკითხველი ხედავს, რომ მთელი თხრობა ამ ბუნდოვანებას ეხება – რეალისტური ნაწარმოების ტრადიციულ თემას, ქმედებისა და პიროვნების ჭეშმარიტი რაობის შეპირისპირებას, რომელიც წიგნში სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ვითარდება. რა ფასად უჯდება წყვილს აკრძალული კავშირი? ანდა რამდენად შესაძლებელია ბედნიერების პოვნა სამყაროში, სადაც „ვინ ხარ“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „რას აკეთებ?“

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე

არ გამოტოვთ თბილისის წიგნის ბაზრობა, ესტუმრეთ 10-13 აპრილს ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ და განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა.

R