პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია“ - კახა კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე
“ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია“ - კახა კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

“ეს უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბის ბრა­ხაბ­რუ­ხია, რა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი?! - კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა შან­ტა­ჟის ერთ-ერთი ელე­მენ­ტია - ამით სურ­ვი­ლი აქვთ, რო­გორ­მე ქვე­ყა­ნა ხელ­ში ჩა­იგ­დონ, რომ შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად,“ - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, „ეს არის იმ ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბა, რა­საც ჩვენ ვხე­დავ­დით ბოლო თვე­ე­ბის და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სიც­რუ­ე­ზე, სი­ყალ­ბე­ზე, ტყუ­ილ­ზე. რე­ა­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა გან­ცხა­დე­ბებ­საც აკე­თე­ბენ ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა.

ეს უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბის ბრა­ხაბ­რუ­ხია, რა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი?! სა­ერ­თოდ, სი­ყალ­ბეა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს არის იმ ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით ხდე­ბო­და. თქვენ იცით, თუ რო­გორ უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ვი­ან ჩვენს ქვე­ყა­ნას. დღე­საც გრძელ­დე­ბა ეს - მუდ­მი­ვი შან­ტა­ჟი, ცი­ლის­წა­მე­ბა, მბრძა­ნებ­ლუ­რი ტონი. კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა შან­ტა­ჟის ერთ-ერთი ელე­მენ­ტია. ამით სურ­ვი­ლი აქვთ, რომ რო­გორ­მე ქვე­ყა­ნა ხელ­ში ჩა­იგ­დონ, რომ შემ­დეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ისეთ ქვეყ­ნე­ბი რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, უკ­რა­ი­ნაა, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. ჩვენ ამას ვებ­რძვით და ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის მოთ­მე­ნა მოგ­ვი­წია. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი არ ყო­ფი­ლა. დღე­საც გრძელ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ როცა საქ­მე ეხე­ბა სამ­შობ­ლოს, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის დავ­დგე­ბით იქ, სა­დაც ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მო­სა­მარ­თლე­ებს - ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე­სა და მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე „კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ან მო­ნა­წი­ლე­ობ­და“. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე­ზე კი ნათ­ქვა­მია, რომ „სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ იგი კო­რუფ­ცი­ა­ში არის ან იყო ჩარ­თუ­ლი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

“ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია“ - კახა კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

“ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია“ - კახა კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

“ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! - კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია - ამით სურვილი აქვთ, როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო თვეების და წლების განმავლობაში“.

„ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რა განცხადებებსაც აკეთებენ ხოლმე. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა მოლოდინი გვაქვს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! საერთოდ, სიყალბეა ეს ყველაფერი. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდებოდა. თქვენ იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. დღესაც გრძელდება ეს - მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება, მბრძანებლური ტონი. კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს ისეთ ქვეყნები როგორიც საქართველოა, უკრაინაა, თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება, სამწუხაროდ, მაგრამ როცა საქმე ეხება სამშობლოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.